თავი III — 1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი
1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა.
2. მოსამსახურისთვის კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესებს ამტკიცებს, აგრეთვე საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებას განსაზღვრავს მინისტრი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.
3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება შეიძლება ასევე გამოქვეყნდეს პრესის, ტელევიზიისა და ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1330
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება