საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) 6061 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლო აღმასრულებლის ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნის შესახებ.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 19 ივნისი.
№4957–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4957. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.002.897.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №4957, 19.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.897 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21616/