⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №994
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,136 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
10.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №994 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, ფ.ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. 3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით. 4. დეპარტამენტს გააჩნია ემბლემა, ნარინჯისფერ ფონზე ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელიც გამოიყენება ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებებზე და სხვა ატრიბუტებზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები 1. დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, ერთმმართველობისა და ცენტრალიზაციის, სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედების პრინციპებს. 2. დეპარტამენტის  საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები. თავი II დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: 1) მოსახლეობისა და ტერიტორიების უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; 2) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა; 3) ხანძრის აღკვეთის და მასთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი თვითმ­მარ­თ­ველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის უფლებამოსილებისა და ორგანიზაციის საფუძვლების შემუშავება; 4) ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა; 5) ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზება;  6) საქართველოს ერთიანი შეტყობინების სისტემის მართვის უზრუნველყოფა; 7) მოსახლეობისა და ხელმძღვანელ მუშაკთა მომზადება საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისათვის; 8) დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; 9) საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაცია; 10) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრუ­ლება ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფის კონტროლი; 11) რთული და დიდი ხანძრების შემთხვევაში სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ორგანიზება; 12) პირველადი რეაგირებისათვის სამაშველო ჯგუფების მომზადება და დაზიანების კერებში მათი მუშაობის ორგანიზება; 13) სახანძრო, საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საგანგებო ვითარებების შეფასება, შესაბამისი დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან ასაცილებელი, ბირთვული ავარიის შემთხვევაში დეზაქტივიზაციისა და მოსახლეობის სპეციალური დაცვის სხვა ღონისძიებათა ორგანიზება; 14) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის უზრუნველყოფა; 15) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზება,  და ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაცია; საერთაშორისო-სამაშველო ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობა; 16) კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, საინჟინრო დამცავი ნაგებობების შენახვისა და ექსპლუატაციის კონტროლის განხორციელება; 17) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების სამშენებლო ნორმებისა და წესების შესრულებაზე კონტროლი, მიუხედავად საკუთრების ფორმისა; 18) საგანგებო სიტუაციების განვითარების დროს მთავრობის განაცხადის საფუძველზე საერთაშორისო სამაშველო ძალების და ჰუმანიტარული დახმარებების მოთხოვნა, მათი მიღება და განაწილების კოორდინაცია; 19) ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება, სრულყოფა,  მთავრობაში დასამტკიცებლად წარდგენა და ქვეყნის მასშტაბით მათი რეალიზაციის კოორდინაცია; 20) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; 21) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებთან ერთად ორგანიზება გაუწიოს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებას; 22) კოორდინაცია გაუწიოს ეროვნული და რეგიონალური მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავებას, საგანგებო სიტიაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის უზრუნველყოფის მიზნით;  23) კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განსაზღვროს მისთვის საჭირო ძალები და საშუალებები, უზრუნველყოს მათი თავმოყრა საგანგებო სიტუაციის ზონაში; 24) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო  კომისიაზე განსახილველად მოამზადოს წინადადებები საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში აქტუალურ საკითხებზე; 25) ერთიანი საავარიო-სამაშველო ქვედანაყოფების შექმნის მიზნით ორგანიზაცია გაუწიოს, შესაბამის სპეციალისტთა მომზადებას და მათ გამოყენებას საგანგებო სიტუაციებში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; 26) მოიწვიოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და მაღალკვალფიციური უცხოელი სპეციალისტები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად; 27) დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს მათივე მოთხოვნის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ სამაშველო რაზმების ჩამოყალიბებაში; 28) ორგანიზება გაუკეთოს საერთაშორისო სემინარებისა და ტრენინგების მოწყობას; 29) კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს საშიში საწარმოო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი განვითარების შემთხვევაში შედეგების შერბილების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებას; 30) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააკონტროლოს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების შესრულება; 31) შეიმუშაოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესი ხანძრების, ავარიების, კატასტროფე­ბის, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში; 32) შეითანხმოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი, საშტატო რაოდენობა და სტრუქტურა; 33) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს წინადადებები, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შერბილების და სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზებისათვის და რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროების, ორგანიზაციების, ასევე ხელმძღვანელი პირებისა და მოქალაქეებისავის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციული ფორმისა; 34) სამინისტროებიდან, უწყებებიდან და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებიდან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვს და გასცეს ინფორმაციები საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკოორდინაციო სამუშაოებისათვის; 35) შეათანხმოს სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამები საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისათვის; 36) იქონიოს სპეციალური ტექნიკა განმასხვავებელი ნიშნით, სპეციალური ხმოვანი სიგნალით, სპეციალური შეფერილობითა და კავშირის სპეციალური საშუალებებით; 37) დადგენილი წესით მოიწვიოს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები, შესაძლო მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ექსპერტიზის ჩასატარებლად; 38) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში; 39) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობა და გადამზიდველთან მარშრუტის შეთანხმება; 40) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ბირთული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნა; 41) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით მეცნიერულად არგუმენტირებული ღონისძიებებისა და სამეცნიერო მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მიზნით შექმნას საექსპერტო_საკონსულტაციო საბჭო; 42) დეპარტამენტი წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის სამუშაო ორგანოს; 43) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება; 44) სამუშაო პირობების სრულყოფისათვის  ლოჯისტიკური და საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მის შენახვაზე და ექსპლუატაციაზე კონტროლი; 45) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ან მინისტრის დავალების შესაბამისად განახორციელოს სხვა უფლება-მოვალეობები. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა მუხლი 4🔗. დეპარტამენტის დირექტორი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.  2.  დეპარტამენტის დირექტორი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას; აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) უზრუნველყოფს კონტროლს დეპარტამენტში შემავალი  დანაყოფების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე; გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ვ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს  თათბირებზე განსახილველად; ზ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; კ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის დანაყოფების პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას; ნ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;  ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები 1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.  4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის იმ სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რომელიც დირექტორის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და დეპარტამენტის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველო; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო; გ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო; დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ე) ადმინისტრაცია (განყოფილება); ვ) გეოინფორმაციული სისტემების და ოპერატიული მართვის სამსახური. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. 3. დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების  სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი. თავი IV სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველო მუხლი 7🔗. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს კომპეტენცია სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველო: ა) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება; ბ) დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის; გ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება; დ) პროფესიული მომზადების გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება. შესაბამისი სწავლებების ჩატარება მეხანძრე-მაშველთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ე) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამაშველო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობისა პროფესიული გადამზადების ორგანიზება და განხორციელება; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გადამზადების ხელშეწყობა; ზ) საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო ჯგუფების მომზადება; თ) სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავება, სამაშველო ოპერაციებში გამოცდა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) სამაშველო-საძიებო ოპერაციების ჩასატარებლად ძაღლების გაწვრთნა და გამოყენება; კ) დადგენილი წესით მეხანძრე-მაშველთა ატესტაცია-სერტიფიცირების განახორციელება. თავი V სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო მუხლი 8🔗. სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენცია სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო: ა) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათი შედეგების შერბილების, ლიკვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება; ბ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება; დ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოსთვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის აირწინაღის ფონდის მონიტორინგი; ე) დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგის ორგანიზება; ვ) ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პროგნოზირების მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა;  ზ) საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავება; თ) სამუშაო გეგმების შემუშავება; ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კოორდინაცია, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტობის მომზადება და მიწოდება; კ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებების და სამაშველო ჯგუფების მიღება, გაგზავნა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების და სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გადაცემა დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გასანაწილებლად; ლ) ერთიანი კოორდინაციის გაწევა და რეკომენდაციების მიცემა საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მიხედვით საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებში ამ საკითხებით დაკავებული დანაყოფებისთვის; მ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზება; ნ) ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, სამაშველო ძალების კოორდინირება, ადგილზე დეკონტამინაციის ორგანიზება და განხორციელება. თავი VI სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო მუხლი 9🔗. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს კომპეტენცია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო: ა) „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და ზედამხედველობას უწევს მათ განხორციელებას; გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას; დ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შემუშავებულ და შესათანხმებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას და წინადადებების მომზადებას; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და უწყებრივი სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ინსპექტირებას და მეთოდურ დახმარებას; ვ) სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების კოორდინაცია; ზ) ქვეყანაში ხანძრების და მათი შედეგების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზებას და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას; თ) რთული და ფართომასშტაბიანი ხანძრის კვლევის და ანალიზის განხორციელებას, მათი თავიდან აცილებისა და შედეგების შერბილების ღონისძიებების შემუშავებას; ი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ და ტექნიკურ   გადაწყვეტილებათა შესწავლას და ანალიზს. თავი VII ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო მუხლი 10🔗. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენცია ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო ა)  უზრუნველყოფს დეპარტამენტში საოფისე მომსახურებას; ბ) ანხორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვას და შენახვას; გ) ანხორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ტექნიკურ გამართულობას; დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტს საჭირო ინვენტარით, ორგტექნიკით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით. თავი VIII ადმინისტრაცია მუხლი 11🔗. ადმინისტრაციის კომპეტენცია ადმინისტრაცია: ა) ახორციელებს დეპარტამენტში საქმისწარმოების, მათ შორის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას; ბ) ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის თარგმნას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და ამზადებს საკადრო საქმეებს და წარუდგენს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განსახორციელებლად; დ) ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას; ე) ორგანიზებას უკეთებს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და დამუშავებას. თავი IX გეოინფორმაციული სისტემების და ოპერატიული მართვის სამსახური მუხლი 12🔗. გეოინფორმაციული სისტემების და ოპერატიული მართვის სამსახურის კომპეტენცია გეოინფორმაციული სისტემების და ოპერატიული მართვის სამსახური: ა) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში მართვის პროცესების ორგანიზება და განხორციელება; ბ) კრიზისის მართვის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო ტექნოლოგიების შემუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა; გ) შექმნილი ვითარებების შეფასების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, გეოგრაფიულ კოორდინატებთან მიბმული მონაცემთა ბაზების და კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე სპეციალური მეთოდიკის და პროგრამების შემუშავება; დ) ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღება, დამუშავება და  შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების, საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის დანაყოფების ჩაბმა, დადგენილი წესის თანახმად; ვ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა; ზ) დეპარტამენტსა და მის ქვედანაყოფებში სატელეფონო და რადიო კავშირის საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; თ) დეპარტამენტსა და მის ქვედანაყოფებში  კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობის ადმინისტრირება და კონტროლი; ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორცილებული სამაშველო და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის, ფოტო-ვიდეომასალის დამუშავება და ვებპორტალზე განთავსება; კ) საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება-გამოძახების გეგმის განხორციელება.