ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №საქართველოს მთავრობის დადგენილების სათაური, რომლითაც დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016506
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2013
matsne.gov.ge 356 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი საქართველოს მთავრობის დადგენილების სათაური, რომლითაც დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №105 2013 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 61-ე და 103-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის თანდართული წესი. 2. 2014 წლის 1 იანვრამდე, იმ ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია, რომლის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში შედის: ა) გამოქვეყნებისთანავე, განხორციელდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, არა უგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა; ბ) 2014 წლის 1 იანვარს, განხორციელდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, 2013 წლის 31 დეკემბერს. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის წესი მუხლი 1🔗 ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაცია ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ამ წესისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (შემდგომში - მაცნე), საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე. 2. რეგისტრაციის თაობაზე მომართვა მაცნეს ეგზავნება ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების, დადგენილი წესით, ოფიციალური გამოქვეყნებისათვის გადაგზავნისთანავე. 3. რეგისტრაციის თაობაზე მომართვაში აღნიშნული უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები. მუხლი 3🔗 1. იმ ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია, რომლის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ხორციელდება ამ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ სამუშაო დღეს. 2. იმ ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია, რომლის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში შედის კონკრეტულ კალენდარულ დღეს, ხორციელდება ამ დღეს. 3. მაცნეს ტექნიკური რეგლამენტები შეაქვს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომლის ფორმაც გათვალისწინებულია ამ ბრძანების დანართით. 4. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების სათაური, რომლითაც დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი; გ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი. მუხლი 4🔗 1. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული წესით. 2. რეესტრი ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე, სპეციალური მითითებით - „ტექნიკური რეგლამენტების რეესტრი“. დანართი ტექნიკური რეგლამენტების რეესტრის ფორმა ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი საქართველოს მთავრობის დადგენილების სათაური, რომლითაც დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი