საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №110
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 27-ე და 29-ე პუნქტების შესასრულებლად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| გიორგი ბარამიძე | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე |
| ნანა ალანია | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი |
| ლევან ბარამიძე | – | საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი |
| ციალა ბენაშვილი | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მრჩეველი |
| აკაკი გამყრელიძე | – | საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| გურამ გიორგობიანი | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი |
| ზაირა შავლოხაშვილი | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სპეციალისტი |
| ხვიჩა ჭულუხაძე | – | საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი. |
2. სალიკვიდაციო კომისიამ 2007 წლის პირველ აპრილამდე უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციის სათანადო წესით დამუშავების (დაარქივება-სისტემატიზაცია) მიზნით;
გ) სალიკვიდაციო პროცესთან დაკავშირებით სხვა საკითხთა გადაწყვეტა და სათანადო ღონისძიებათა განხორციელება;
დ) ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა (ლ. ბარამიძე) უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გასათავისუფლებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებებისა და მოქმედებების განხორციელება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.
5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით საჯარო სამართლის იურიდიულ პირისათვის – „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისალობის ეროვნული ცენტრისათვის“ გადაცემა.
მუხლი 2. ეს განკარგულება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ძალაში შევიდეს 2007 წლის 10 მარტიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-3 პუნქტი – განკარგულების ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი