პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1870-რს
სარეგისტრაციო კოდი
100030010.05.001.017255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. 123-ე და 124-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 123. ბრალდებულის პაემანი 2016 წლის 1 იანვრამდე

   ბრალდებული 2016 წლის 1 იანვრამდე სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.

 

    მუხლი 124. ბრალდებულის მიმოწერა და სატელეფონო საუბარი 2016 წლის 1 იანვრამდე

   ბრალდებულს 2016 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.“.

    2. 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ამ კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 დეკემბერი 2013 წ.

N1870-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2013.
როდის იქნა მიღებული „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1870-რს. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.05.001.017255.
რამდენი მუხლისგან შედგება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1870-რს, 25.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.017255 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2163154/