საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №991
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.09.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№991
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი – შიდა აუდიტის მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
2. მთავარი სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებით.
3. მთავარი სამმართველო ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად (შემდგომში – ცენტრი).
4. მთავარი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
5. მთავარი სამმართველო მოქმედებს ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
6. მთავარი სამმართველო თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
თავი II
მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები, უფლებამოსილებები და მიზნები
მუხლი 2🔗.
მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები
მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი);
გ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი);
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);
ვ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი);
ზ) შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
თ) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ი) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 3🔗.
მთავარი სამმართველოს ძირითადი უფლებამოსილებები და მიზნები
მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელებული შიდა აუდიტი ეხმარება სამინისტროს მისი მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული და შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობა;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 4🔗.
მთავარი სამმართველოს უფლება-მოვალეობები
1. მთავარი სამმართველო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა);
გ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
დ) მინისტრთან შეთანხმებით, განახორციელოს სამინისტროს სისტემაში არაგეგმური აუდიტის ჩატარება, მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე.
2. მთავარი სამმართველო ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების პროგრამა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიშის და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმის შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მინისტრს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
თ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამინისტროს აუდიტის ობიექტმა ხელი უნდა შეუწყოს და ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს მთავარ სამმართველოს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში. მათ შორის, უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა. ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
მუხლი 5🔗.
შიდა აუდიტის ჩატარების ვადა
შიდა აუდიტის ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
თავი III
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და
სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 6🔗.
მთავარი სამმართველოს უფროსი
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. მთავარი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. მთავარი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ამზადებს სამინისტროს სისტემის შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს, რომლებსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას;
გ) წარმოადგენს მთავარ სამმართველოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
დ) ზედამხედველობს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს, ან ვიზას ადებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს შიდა აუდიტორული დავალების გეგმის პროექტს და ამტკიცებს მას;
თ) მინისტრს წარუდგენს ინფორმაციას მთავარ სამმართველოში მომზადებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების შესახებ;
ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს თანამშრომლების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია მთავარი სამმართველოს წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) შუამდგომლობს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებასა და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;
ო) თანამშრომლობს ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მას შესაბამისი დოკუმენტაციით;
პ) მომდევნო წლის იანვრის დასრულებამდე წარუდგენს მინისტრს და ცენტრს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ;
ჟ) პერიოდულად ისმენს მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოებს უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
რ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე მთავარი სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ს) პასუხისმგებელია მთავარ სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ტ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
უ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 7🔗.
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების საქმიანობას და მასში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის თანამშრომლებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მთავარ სამმართველოში შემავალი სამმართველოების მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ან მინისტრის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8🔗.
სამმართველოს უფროსი
1. მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) წარმოადგენს სამმართველოს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას და სამმართველოს სახელით წარადგენს დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) წარუდგენს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) პერიოდულად ისმენს სამმართველოს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოში შემოსულ მასალებსა და დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
ზ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობასა და თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
თ) მთავარი სამმართველოს უფროსს, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) მთავარი სამმართველოს უფროსს, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმის პროექტს, ასევე ინფორმაციას სამმართველოში შედგენილი ანგარიშის და შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ;
კ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ლ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
მ) სამმართველოს საქმიანობაში უზრუნველყოფს კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
ნ) ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მთავარი სამმართველოს უფროსის, მინისტრის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების გარდა, სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტი.
მუხლი 9🔗.
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის თანამშრომლებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს ხელმძღვანელობის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების გარდა, სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტი.
მუხლი 10🔗.
მთავარი სპეციალისტი
1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება იყოს მთავარი სპეციალისტი (აუდიტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. მთავარი სპეციალისტი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.
4. მთავარი სპეციალისტები ახორციელებენ აუდიტს, უზრუნველყოფენ აუდიტის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს, შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე, პასუხისმგებლები არიან აუდიტორული დავალების შესრულებასა და წარმოდგენილ ანგარიშში ასახული მონაცემების უტყუარობაზე.
5. ასრულებენ სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 11🔗.
მთავარი სამმართველოს ის თანამშრომლები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში
1. მთავარი სამმართველოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (საქმისმწარმოებელი-თანაშემწე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. საქმისმწარმოებელი-თანაშემწე ახორციელებს მთავარი სამმართველოს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფას, ერთიან საქმისწარმოებას, არქივის წარმოებას, სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას, უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, ოქმების წარმოებას.
3. საქმისმწარმოებელი-თანაშემწე ანგარიშვალდებულა მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე და ასრულებს მისი და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 12🔗.
უფლებამონაცვლეობა
1. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე.
2. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.
თავი IV
მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და სტრუქტურული
ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 13🔗.
მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და შემადგენლობა
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო;
ბ) რისკების იდენტიფიცირებისა და ანალიზის სამმართველო.
მუხლი 14🔗.
მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო
1. მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება სამინისტროს სისტემის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ბ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;
ე) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება, სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
თ) განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;
კ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო უფლებამოსილია:
ა) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;
ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;
დ) შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა;
ე) შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
მუხლი 15🔗.
რისკების იდენტიფიცირებისა და ანალიზის სამმართველო
რისკების იდენტიფიცირებისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
დ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი;
ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის, პრევენციის და სისტემის წინაშე არსებული რისკების შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 16🔗.
შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების წესი
1. შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.
2. მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, შესამოწმებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის სახელწოდება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი, ასევე შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა.
3. შიდა აუდიტის შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების შეფასება, არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის, რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე).
4. ანგარიში თანხმდება მთავარი სამმართველოს უფროსთან, რომელსაც ხელს აწერს სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და ჯგუფის ყველა წევრი. ანგარიშს ამტკიცებს მთავარი სამმართველოს უფროსი.
5. ანგარიში გაცნობისა და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.
6. შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელები აუდიტის ანგარიშზე რეაგირებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან აუდიტის მთავარ სამმართველოს.
მუხლი 17🔗.
საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა
შიდა აუდიტის ანგარიში და ამსახველი საქმის მასალები ინახება შესაბამის სამმართველოში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
თავი V
მთავარი სამმართველოს საქმიანობის სხვა საკითხები
მუხლი 18🔗.
აცილების საფუძვლები
1. მთავარი სამმართველოს თანამშრომელი არ მონაწილეობს შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს დაქვემდებარებული პირი არის მასთან კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლო ნათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, თანამშრომლის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.
2. მთავარი სამმართველოს მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.