საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №990
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 02.09.2005
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- პოლიციის შესახებ 04.10.2013
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა"
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№990
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული დანართების (დანართი №1–13) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №668 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის №227 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №251 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 29 ივლისის №855 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტთა, ექსპერტ-კრიმინალისტთა და კრიმინალისტთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 14 დეკემბრის №1517 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №39 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №605 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №373 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალური ჟეტონის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №893 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის №108 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,112“-ის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“;
ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 ივლისის №570 ბრძანება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ზოგიერთ მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ .
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე