📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2013
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 320110000.32.057.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2013
matsne.gov.ge 314 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №33 2013 წლის 26 დეკემბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და სამიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  მე-9 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად: 1. 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი.  2. 2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილება. 3. შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) ჯემალ გვეტაძე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) მალხაზ ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); გ) ლევან ლეკვეიშვილი –  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);  დ) ედუარდ ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი); ე) ზურაბ ხოფერია –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსი (კომისიის მდივანი). 4. 2014 წლის 1 იანვრამდე კომისიამ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ქონების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 5. 2014 წლის 1 იანვრამდე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა (ჯ. გვეტაძე) კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით უზრუნველყოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართ­ველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე