⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №378
სარეგისტრაციო კოდი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 665 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
08.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
2013 წელს დაფინანსების წყარო 2014  წელს დაფინანსების წყარო
პროგრამული კოდი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი
35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №378 2013 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის 31-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:           1. 2014 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სა­ხელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამის ფარგლებში  ,,სა­ხელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა  შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწო­დე­ბ­ლების გამოვლენამდე  გაგრძელდეს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესა­ხ­ებ“  საქართველოს მთავრობის  2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით (შე­მდ­გომში – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 და­დ­გე­ნი­ლება) დამტკიცებული 2013 წლის  შესაბამისი პროგრამებით გათვალი­ს­წი­ნებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება) ამ დადგე­ნი­ლებისა და თანდართული დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა  საჯარო სა­მა­რ­­თლის იურიდიულმა პირმა  - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შე­მდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს 2014 წლის 1 იანვრიდან საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74  დადგენილებით დამტკი­ცე­ბუ­ლი 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის  იმ ქვეპროგრამების შესაბამის ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ  საქართველოს მთავრო­ბ­ის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძი­ებებს). ამასთან,  შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებების  დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის ,,სოციალური რეა­ბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი- 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს: ა) ,,მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნვე­ლყო­ფ­ის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 56 000 ლარით; ბ) ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არა­უმეტეს 36 000 ლარით; გ) „ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 105 000 ლარით; დ) ,,დღის ცენტრების  ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 275 000  ლარით; ე) ,,დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,კოხ­ლე­არული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 31 000 ლარით; ვ) ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არა­უმეტეს 210 000  ლარით; ზ) ,,მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში არაუმეტეს 510 000 ლარით; თ) ,,დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპრო­გ­რა­მის“ შემთხვევაში არაუმეტეს 31 000 ლარით; ი) ,,სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“   შემთხვევაში არაუმეტეს 80 000 ლარით. 3. სააგენტომ უზრუნველყოს 2014 წლის „სოციალური რეაბილიტა­ცი­ი­სა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალი­სწი­ნე­ბუ­ლი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მა­რ­ტის №74  დადგენილებით დამტკიცებული  2013 წლის სახელმწიფო პროგ­რა­მის ცალკეული ქვეპროგრამებით (კომპონენტებით, ღონისძიებე­ბ­ით) გა­თ­ვალისწინებული იმ მომსახურების (საქონლის) აუნაზღაურებელი ღირებულების ანაზღაურება,  რომლის ანაზღაურება 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2013  წლის ამოწურვამდე, კერძოდ: ა) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,სავა­რძე­ლ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშე­წყობის კომპონენტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში; ბ) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამის“ ,,საპ­რო­თეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპო­ნენ­ტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში; გ) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,კოხ­ლეა­რული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტით“  განსაზღვრული  მომ­სახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია  2013 წელს; დ) „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპრო­გ­რა­მით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში; ე) „ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით“ დაფინანსებული მომსა­ხუ­­რება რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში. 4.  იმ ორგანიზაციებს, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომა­რე­ო­ბით დარეგისტრირებულნი იყვნენ ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის“  შესაბამისი ქვე­პ­რო­გ­რამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, გაუგრძელდეთ რეგისტრაციის  ვადა  2014 წელს შესაბამისი მომსახურებების  განსახორციელებლად  ,,სოცია­ლური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე და ამავე პროგრამით განსაზღვრულ მოთ­ხო­ვ­ნათა შესრულებამდე.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.  მუხლი 3🔗  სააგენტომ, ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე განა­ხორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი 2013 წელს დაფინანსების წყარო 2014  წელს დაფინანსების წყარო პროგრამული კოდი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი პროგრამული კოდი „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი 35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა 35 02 03 სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა