სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №377
სარეგისტრაციო კოდი 140030000.10.003.017544
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 302 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კანონი (1)

🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა."

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №377 2013 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ მუხლი 1🔗 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მი­სად, სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებად და ობიექტებად დადგინდეს: ა) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფ­ლე­ბის (მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკების) დაწესებულების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ბ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა-ნაგებობა და ტერიტო­რია; დ) საქართველოს საპატრიარქო; ე) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, აგრეთვე შესაბამისი იმუნიტეტის ქვეშ მყოფი პირების საცხოვრებელი სახლი; ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტე­ბი; ზ) დაცული ტერიტორია; თ) ტერიტორიული ზღვა და შიდა საზღვაო წყლები; ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი; კ) სასაზღვრო ზონა და ზოლი; ლ) ნავსადგურის ტერიტორია და საღუზე რაიონები (წერტილები); მ) აეროპორტის ტერიტორია; ნ) საქართველოს რკინიგზა, რკინიგზის სადგური და ვაგზალი; ო) სპორტული ან კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობა 300-ზე მეტ მაყურებელზე; პ) სახელმწიფო მუზეუმი; ჟ) მასიური სპორტის ან სხვა ღონისძიების/თავშეყრის ადგილი (ობიექ­ტი); რ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი; ს) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი; ტ) ჰიდრო‑ და თბო ელექტროსადგური; უ) ხიდები, გვირაბები და გზაგამტარები; ფ) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და  საქარ­თ­ვე­ლოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები; ქ) სახელმწიფო და ტერიტორიული არქივი; ღ) მეტროპოლიტენი; ყ) ტელეცენტრის შენობა-ნაგებობა, ტელე და კავშირგაბმულობის ყვე­ლა სახის ანძა; შ) წყალსაცავი და წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი); ჩ) რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებათა შენახვის ობიექტი; ც) ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამრეწვე­ლო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო,  საბაჟო და სასაზღვრო დანიშნულე­ბის შენობა-ნაგებობა (ობიექტი); ძ) ბაგა-ბაღის, სკოლის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათ­ლებ­ლო დაწესებულების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; წ) სამედიცინო ცენტრი, საავადმყოფო, სანატორიუმი და ლაბორატო­რია; ჭ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობა და მისი კომპლექსი (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კუ­ლ­ტურის ცენტრი); ხ) სახელმწიფო ორგანოს მიერ შექმნილი მართვის პუნქტები, თავშე­სა­ფ­რები და დამცავი ნაგებობები; ჯ) სხვა ობიექტი, რომელზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინის­ტრის გადაწყვეტილებით, განსაზღვრული ვადით დადგენილი იქნება ასეთი რეჟიმი. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი