⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.12.2015)
გაუქმებულია:

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 28.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №382
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017549
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2013
matsne.gov.ge 1,079 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2013 მიღება
28.12.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
შემსყიდველი ორგანიზაცია
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“
მუხლი 2
მომსახურება
წესის დანართში მითითებული მომსახურებები
მუხლი 2
საქონელი
წესის დანართში მითითებული საქონელი
მუხლი 2
მიმწოდებელი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები
წესის დანართში შესყიდვის ერთგვა­რო­ვან ობიექტებად დაჯგუფებული საქონელი და მომსახურებები
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წე­სის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ „მიმწოდებელთან“ წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამარ­თვას შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუს­ტები­სა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით
მუხლი 2
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქ­მნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინა­სწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდ­ველის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართ­ველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორ­გა­ნიზაციის ქონებას ან/და იწვევს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარ­კინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესის დად­გე­ნილ ვადებში უზრუნველყოფის შეფერხებას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №382 2013 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპე­­ციალური წესი“.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №498 დადგენილება  „შპს „მარა­ბ­და-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეცია­ლუ­რი წესის და­მტ­კი­ცების შესახებ“. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყი­დვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ (რომელიც ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, მშენებლობას) მიერ მომსახუ­რე­ბისა და საქონლის შესყიდვების განხორციელებას. 2. შესყიდვები, რომლებსაც არ არეგულირებს ეს წესი, რეგულირდება „სახელ­მწი­ფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით.  მუხლი 2🔗. ცნებათა და ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“; ბ) მომსახურება – წესის დანართში მითითებული მომსახურებები; გ) საქონელი – წესის დანართში მითითებული საქონელი; დ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – წესის დანართში შესყიდვის ერთგვა­რო­ვან ობიექტებად დაჯგუფებული საქონელი და მომსახურებები; ვ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წე­სის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ „მიმწოდებელთან“ წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამარ­თვას შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუს­ტები­სა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით; ზ) კონსოლიდირებული ტენდერი - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში მომსახურების ან საქონლის შესყიდვის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა; თ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქ­მნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინა­სწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდ­ველის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართ­ველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორ­გა­ნიზაციის ქონებას ან/და იწვევს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარ­კინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესის დად­გე­ნილ ვადებში უზრუნველყოფის შეფერხებას. მუხლი 3🔗. შესყიდვის საშუალება 1. შესყიდვის საშუალებებია ერთ პირთან მოლაპარაკება, გამარტივებული ელე­ქ­ტ­რონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი და კონსოლიდირებული ტენ­დე­რი. 2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება შემდეგ შე­მ­თხვევებში: ა) თუ  წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღი­რე­­ბულება წლის განმავლობაში საერთო ჯამში არ აღემატება 100 000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) საქართველოს პარლამენტის 28.03.2007 წლის №4568 და 28.03.2007 წლის №4569 დადგენილებებით რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი ორმხრივი ან/და სამმხრივი საკოორდინაციო საბჭო(ები)ს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას; გ) სამშენებლო პროექტების (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ექსპერტიზასთან, სა­მ­შენებლო პროექტებში (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ცვლილებების შეტანას­თან ან/და კორექტირებასთან დაკავშირებული შესყიდვებისას; დ) საქონელისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შე­სყიდვებისას; ე) ობიექტების დაცვის  მომსახურების შესყიდვებისას; ვ) საბანკო მომსახურების შესყიდვებისას; ზ) ინტერნეტისა და ფიქსირებული სატლეფონო მომსახურების შესყიდვისას; თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტით გამარტივებული შესყიდვისათვის დადგენილ  შემთხვევებში;  ი) თუ არსებობს შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან. 3. თუ  წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღი­რე­ბულება წლის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს და ნაკლებია 200 000 ლარზე შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნი­სა და ამ კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინეული გამა­რ­ტი­ვებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ  წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღი­რე­ბულება წლის განმავლობაში შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს შესყიდვა ხო­რ­ცი­ელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანო­ნის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინეული ელექტრონული ტენ­დე­რის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გა­ფორმების გზით, გარდა: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის 1​1 პუნ­ქ­ტ­ით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის დადგენილი  შემთხვე­ვე­ბი­სა; ბ) უსადენო ინტერნეტის  მიწოდების,  სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში გან­ც­ხა­­­დებების გამოქვეყნება/ განთავსების, საფოსტო და საკურიერო მომსახურებების შე­ს­ყიდვისა. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვები ხო­­­რცი­ე­ლდება ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით. 7. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გამოვლენილ მიმწო­დე­ბელთან. მუხლი 4🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა 1. ეს მუხლი არეგულირებს წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფას.  2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარანტია­სთან დაკავშირებულ პირობებს. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად შეიძლება ჩაი­თ­ვა­ლოს დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, აკრედიტივი ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. 4. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განი­საზ­ღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მო­ქმედება შეწყდება შემსყიდველის მიზეზით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებუ­ლ­ია უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება. მუხლი 5🔗. წესის გამოყენება და მასში ცვლილების შეტანა 1. გადაწყვეტილება მომსახურების ან საქონლის შესყიდვის თაობაზე მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად. 2. ამ წესის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედებისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები არ არის დამოკიდებული წესის მოქმედების ვადაზე. 3. ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი შპს „მარაბდა -კარწახის რკინიგზის“ მიერ შესასყიდი მომსახურებისა და საქონლის ჩამონათვალი მომსახურება 1.    სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება; 2.    სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე საავტორო ზედამხედველობის მომსახურება 3.   საპროექტო ხარჯთაღრიცხვების სამუშაოთა მოცულობის უწყისად (BQ) გადამუშავების და სამუშაოთა მოცულობის უწყისის (BQ) ხარჯთაღრიცხვად გადაკეთების მომსახურება; 4.   გაწეული/მიღებული სამუშაოს, საქონლისა ან/და მომსახურების ღირებულების დადგენის საექსპერტო მომსახურება; 5.   სამშენებლო პროექტების (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ექსპერტიზის მომსახურება; 6.   საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის ხარჯთაღრიცხვის) დამუშავების მომსახურება; 7.   გეოლოგირი საკონსულტაციო ან/და კვლევითი მომსახურება; 8.   ეკოლოგიურ - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება; 9.   გეოდეზიური მომსახურება; 10.  მარკშეიდური მომსახურება; 11.    სამშენებლო პროექტებში (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ცვლილებების შეტანის ან/და კორექტირების მომსახურება; 12.  სხვადასხვა კონსტრუქციების სტატიკურ ან/და დინამიკურ დატვირთვაზე გამოცდის მომსახურება; 13.  მოწყობილობა-დანადგარების რეალური ტექნიკური პარამეტრების დადგენის მომსახურება; 14.  მოწყობილობა-დანადგარების ფიზიკური მდგომარეობის დადგენის მომსახურება; 15.  სამშენებლო მასალების კვლევების მომსახურება; 16.  მოწყობილობა-დანადგარების ტესტირება/დიაგნოსტიკისა და გამოცდის მომსახურება; 17.   მშენებლობასთან, პროექტირებასთან და გამოსაცდელ სამუშაოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკონსულტაციო, კვლევითი ან/და საექსპერტო მომსახურება; 18.  საკომუნიკაციო კანალიზაციის არხში, ჭებში, გვირაბებში და სხვა შენობა-ნაგებობებ(ში)ზე კაბელების გატარების მომსახურება; 19.    საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების დიაგნოსტიკის, მონტაჟისა და შეკეთების მომსახურება; 20.  ქონების შეფასების მომსახურება; 21.  ქონების რეგისტრაციის მომსახურება; 22.  საკადასტრო ნახაზების მომზადების მომსახურება; 23.  რუკების გადაღებისა და შედგენის მომსახურება; 24.  ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ძირითადი საშუალებების მარკირების მომსახურება; 25.  სპეციალისტებისა და მუშახელის დაქირავება; 26.  ელექტროგანათებისა და ძალოვანი ქსელის მონტაჟისა და შეკეთების მომსახურება; 27.  სადაზღვევო მომსახურება; 28.  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება; 29.  ფიქსირებული სატელეფონო კავშირგაბმულობის მომსახურება; 30.  ინტერნეტ (მათ შორის უსადენო) მომსახურება; 31.  სატელევიზიო მომსახურება; 32.  დაცვის მომსახურება; 33.  სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში განცხადებების გამოქვეყნება/ განთავსების მომსახურება; 34.  საბანკო მომსახურება; 35.   საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 36.  წლიური შედეგების აუდიტორული შემოწმების მომსახურება; 37.  საფინანსო-საბუღალტრო მომსახურება;            38. წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული მომსახურება. საქონელი            39. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები.