,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის N18/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №25/41 |
|
2013 წლის 27 დეკემბერი ქ. ფოთი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №18/28 დადგენილებაში (03.10.2013 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016177), კერძოდ: |
1.
დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შეიმუშავებს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულების პროექტს;“ |
2.
დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.კონკრეტული საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით სამუშაოდ იწვევს სხვა პირებსაც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|