საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №379
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი სოზარ სუბარი | მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №379
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
მინისტრისოზარ სუბარი
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების გზით და მისი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით.
3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონული მისამართი თავსდება სამინისტროს ვებგვერდზე.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურების დღიდან.
2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.
3. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
4. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ სამინისტრო იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული მოსაკრებელი.
5. ამ ბრძანებით დადგენილი წესების ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისათვის დადგენილი განაცხადის ფორმა
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისათვის დადგენილ განცხადების ფორმას, რომელიც თავსდება სამინისტროს ვებგვერდზე, ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.