სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №25), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №155
2007 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №25), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №25), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 მარტის №1-1/489 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადაცემასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი