2. მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვერდის ასაქცევი ადგილი სავალი ნაწილის გასწვრივ ისეა განლაგებული, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებდა მის წინ მდებარე ასაქცევ ადგილზე გაჩერებას, რითაც გამოირიცხებოდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობის აუცილებლობა. თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ. ერთი და იმავე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში უკუსვლით უნდა იმოძრაოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფრო იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ, თუ ის გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს იმყოფებ
საგზაო მოძრაობის შესახებ · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 35. შემხვედრისთვის გვერდის აქცევა1. შემხვედრისთვის გვერდის აქცევისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გვერდიდან უნდა დატოვოს საკმარისი თავისუფალი სივრცე და აუცილებლობის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის მარჯ
თავი III — საგზაო მოძრაობის წესები
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (03.01.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. შემხვედრისთვის გვერდის აქცევა1. შემხვედრისთვის გვერდის აქცევისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გვერდიდან უნდა დატოვოს საკმარისი თავისუფალი სივრცე და აუცილებლობის შემთხვევაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, თუ მისი მოძრაობა მის მხარეს დაბრკოლების ან სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების არსებობის გამო გართულდება, მან უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს, რათა გაატაროს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებები. 2. მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვერდის ასაქცევი ადგილი სავალი ნაწილის გასწვრივ ისეა განლაგებული, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებდა მის წინ მდებარე ასაქცევ ადგილზე გაჩერებას, რითაც გამოირიცხებოდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობის აუცილებლობა. თუ გვერდის აქცევის მიზნით ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ, მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს − მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, ხოლო ავტობუსის მძღოლს − სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ. ერთი და იმავე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში უკუსვლით უნდა იმოძრაოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფრო იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ, თუ ის გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს იმყოფება.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. შუქნიშანი1. შუქნიშანი გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის, აგრეთვე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისათვის. შუქნიშანზე გამოიყენება წითელი, ყვითელი (ან მოყვითალ
- მუხლი 30. მარეგულირებელი და მისი სიგნალები1. მარეგულირებელი საგზაო მოძრაობას არეგულირებს იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის რეგულირება უნდა განხორციელდეს შუქნიშნის ფერადი მაშუქი სი
- მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება1. საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა
- მუხლი 32. მოძრაობის დაწყება და მანევრებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები1. მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუ
- მუხლი 33. სიჩქარე და დისტანცია1. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სა
- მუხლი 34. გასწრება და რიგებში მოძრაობა1. გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას
- მუხლი 36. გზაჯვარედინი და გზის დათმობის მოვალეობა1. გზაჯვარედინთან მიახლოებისას მძღოლმა, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამასთანავე, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალე
- მუხლი 37. გაჩერება და დგომა
- მუხლი 38. ავტომაგისტრალი და სხვა მსგავსი გზა1. ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე:
- მუხლი 39. რკინიგზის გადასასვლელი1. ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილემ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას და მასზე გავლისას, კერძოდ:
- მუხლი 40. სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები1. თუ ლიანდაგი გზის სავალ ნაწილზე გადის, თითოეულმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ ტრამვაის ან სხვა რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მოა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 35, №1830-რს, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.017312 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2169396/muxli-35/