გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარული მეურნეობისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 13.11.2015
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 792 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2013 მიღება
13.11.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარული მეურნეობისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ       გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2013 წლის 27 დეკმბერი ქ.გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარული მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარული  მეურნეობის   სამსახურის დებულება (დანართის შესაბამისად). მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №8 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარული მეურნეობის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარული მეურნეობის  სამსახურის (შემდგომში -  სამსახური’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებების, განკარგულების და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა; ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა; დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება; ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში.     ა) მონაწილეობა მიიღოს სოფლის მეურნეობის განვითარების, ინვესტიციის მოზიდვისა და დანერგვის საკითხებში; ბ)მონაწილეობა მიიღოს  სოფლის მეურნეობაში მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებში; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების საკითხებში; დ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობის საკითხებში; ე) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, წინასწარ განიხილავს,ამზადებს დასკვნებს და წარუდგენს გამგებელს; ვ) აკონტროლებს სოფლის მეურნეობის სფეროში თვითმმართველობას დაქვემდებარებული სამსახურების მიერ გატარებულ ღონისძიებათა მიმდინარეობას და ისმენს გაწეული ღონისძიებების შედეგებს;    ზ)მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების უკეთ გაცნობისა და შესწავლის მიზნით მოახდინოს შემთხვევის ადგილზე გასვლა; ნ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების შემუშავების საკითხებში; ო) აკონტროლებს სოფლის მეურნეობის სფეროში თვითმმართველობას დაქვემდებარებული სამსახურების მიერ გატარებულ ღონისძიებათა მიმდინარეობას და ისმენს გაწეული ღონისძიებების შედეგებს; პ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება  1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; 2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; 3. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. გამგეობის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 4. მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 5. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.