გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 31.10.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანდართული დებულება
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს “გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2010 წლის 13 აგვისტოს #36 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის სტატუსი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს გარდაბნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმის წარმოება
1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახური საქმის წარმოებისას იყენებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს თავისი დასახელების დამატებით ;
5. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-12 მუხლითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი განყოფილების უფროსი, ხოლო განყიფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
. სამსახურის საქმიანობის მიზანი
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
გ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ე) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების და მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
თ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
ი) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
კ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას და ზედამხედველობას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებას;
ლ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ფუნქციები
1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მშენებლობებთან დაკავშირებული მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ვ) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
ზ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;
თ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას;
ი) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებას;
კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადებას;
ლ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ორგანიზებას და სათანადო დოკუმენტის მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას და შეთანხმების ორგანიზებას, მშენებლობაზე ნებართვების მომზადებას, მშენებლობა დასრულებული ობიექტების ვარგისად აღიარების დოკუმენტაციის მომზადებას;
მ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი მშენებლობების ორგანიზებას, მართვას;
ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
ო) ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენას;
პ) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზებას და მართვას;
ჟ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას;
რ) სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას;
ს) ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენას;
მუხლი 6🔗.
ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებას და ექსპლოატაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, დეფექტური, შედარების, მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების შედგენას;
ე) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებას, დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაციას;
ვ) ინფრასტრუქტურული მშენებლობების ორგანიზებას და მართვას;
ზ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებული სარეაბილიტაციო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების სამუშაოებზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და მათში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, გარანტიის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირებას;
თ) სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების და სხვა აქტების) გაფორმებამდე ხელშეკრულების პირობებში მითითებულ ადგილას და სახით შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმების ჩატარებას მათი შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის
მიზნით;
ი) საბოლოო შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით (მათი არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების შედგენას და მიმწოდებლისადმი გასაგზავნი შესაბამისი დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით დასაბუთებული წერილის პროექტის შემუშავებას;
კ) ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების ცვლილებების, ხელშეკრულებების პირობებში ცვლილებების შეტანის, ხელშეკრულების პირობების დამრღვევისადმი პასუხისმგებლობის ზომების საჯარიმო სანქციის პირგასამტეხლოს სახით გამოყენების და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადებების და დასკვნების შედგენას;
ლ) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსრულებლის მიერ სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების და შემოწმებების კონტროლს და ზედამხედველობას;
მ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლს და ზედამხედველობას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფროსი
1. გამგეობის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
5. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 9🔗.
ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი:
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამკანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა;
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗.
ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
1. განყოფილებისს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა.
2. ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) იხელმძღვანელონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალოდ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული საშუალებებით, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. განყოფილების საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლო რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიული დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის განაწესი;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას.
მუხლი 11🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.