„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-307
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.032.016131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-307

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14.01.2011 სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016006) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,დ1”  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) იურიდიული დეპარტამენტი;“.

2.  მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების კონტროლი;“

ბ)  მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლს დაემატოს „41“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. იურიდიული დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) სააგენტოს  ფუნქციების განხორციელებისათვის  სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა აქტების  სამართლებრივი ექსპერტიზა და  სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების  ხელშეწყობა,  თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების  განსაზღვრაში მონაწილეობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა.“

4.  მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია