,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების, სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის, სტატისტიკის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

        სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების, სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის, სტატისტიკის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ’’-ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების, სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის, სტატისტიკის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე № V, 53, 18. 11. 2010., მუხ. 1573) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების, სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის, სტატისტიკის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №25 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

      ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების,  შესყიდვებისა   და  სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დამტკიცების შესახებ”

2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების, სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის, სტატისტიკის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №25 დადგენილების 1-ლი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების,  შესყიდვებისა   და  სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი№1).”

3. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების, სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის, სტატისტიკის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების, სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფის, სტატისტიკის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულები”-ს სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების,  შესყიდვებისა   და  სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება.”

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების,  შესყიდვებისა   და  სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების 1–ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვების და სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.“

5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების,  შესყიდვებისა   და  სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

    სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

    ა)  თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობას და  მშენებლობის ხარისხზე  კონტროლის დაწესებას;.

    ბ) ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელებას, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვას, რეაგირებასა  და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო  ბაზის  შექმნას;

    გ) ზედამხედველობის განხორციელების ასპექტში  დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას.

   დ) მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეoბაზე, იერსახეზე, კეთილმოწყობაზე,  გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას;

    ე) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს.

    ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას,  

   ზ) ”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს მიერ მიღებული ”დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ინსტრუქციის” შესაბამისად  ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;      

   თ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავებას;

   ი) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას  მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;

  კ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით;

   ლ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას და წარდგენას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს,  გამგებლისა და საკრებულოსათვის;

   მ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

   ნ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას;

   ო) მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების  საოფისე მასალებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით  მომარაგებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეემზარ შუბლაძე