„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 29.05.2018
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 09.02.2018
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. ბორჯომი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის თანდართული წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი
მუხლი 1🔗
1.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი” (შემდგომში – წესი) აწესრიგებს: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს;
2.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლოატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ბორჯომის თვითმმართველ ერთეულს განცხადებით მიმართვის უფლება აქვს თვითმმართველ ერთეულში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). ამხანაგობის თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა თვითმმართველ ერთეულს წარუდგენს მომდევნო წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1), ხოლო ყოველი კვარტლის ბოლო თვის 15 რიცხვამდე მიმდინარე კვარტლის განახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათების და ამხანაგობის თავმჯდომარეების მიერ გაწეული მუშაობის (აქტივობის და სხვადასხვა ინიციატივების) საფუძველზე თვითმმართველობა უფლებამოსილია საკრებულოს სხდომაზე მიიღოს ამხანაგობის თავმჯდომარის წახალისების დახმარების სახით გადაწყვეტილება, რომელიც გაიცემა ყოველ კვარტალში ერთხელ.
4.
წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, თვითმმართველი ერთეულისათვის მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ კანონიერ მოსარგებლეებს, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინით მოსარგებლეს, თუ ამ ბინის მესაკუთრის ადგილსამყოფელი დაუდგენელია ან/და იგი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღებაში.
მუხლი 2🔗
1.
განცხადება მიიღება ყოველი თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით.
2.
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა)
შესაბამისი ამხანაგობის დასახელებას;
ბ)
თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
გ)
პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
დ)
ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები;
ე)
ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს;
ვ)
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები.
3.
ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა)
შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 5%;
ბ)
შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 5%;
გ)
ლიფტის შეკეთების შემთხვევაში – 5%;
დ)
შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში – 5%;
ე)
სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 5%;
ვ)
ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის და/ან სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში – 30%;
ზ)
ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირების (წითელ ხაზებში მოქცევა) შემთხვევაში – 0%;
თ)
პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში – 30%;
ი)
ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის შემთხვევაში – 30%;
კ)
სადარბაზოს შიდა, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტის შემთხვევაში – 10%;
ლ)
ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაციის (კაპიტალური შეკეთების) შემთხვევაში – 20%.
მ)
საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 10%;
ნ)
სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 30%;
ო)
არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში – 15%;
პ)
ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – 15%;
ჟ)
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირების შემთხვევაში – 10%.
რ)
საერთო სარგებლობის აივნების აღდგენის შემთხვევაში – 25%;
ს)
ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის შემთხვევაში – 50%.
ტ)
სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის' დამონტაჟების შემთხვევაში – 50%;
უ)
თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ 70 000 ან 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%-ით დაფარავს ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
ფ)
ფასადების შეკეთება 5%.
4.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა)
თვითმმართველობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი;
ბ)
ამხანაგობის მიერ შერჩეული, მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი.
მუხლი 3🔗
1.
წინამდებარე წესის შენობის გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა)
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 5%;
ბ)
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 5%.
2.
სამუშაოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ თვითმმართველობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.
მუხლი 4🔗
1.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ამხანაგობის თავმჯდომარე, ამხანაგობის სახელით განცხადებით მიმართავს თვითმმართველ ერთეულს.
2.
თუ წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია პროგრამასთან და მაგალითად ლიფტის აღდგენა შეუძლებელია მიმდინარე შეკეთების გზით, თვითმმართველი ერთეული იღებს გადაწყვეტილებას, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
3.
განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიანი სახლის სადარბაზოს, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასევე სადარბაზოში მცხოვრებ პენსიონერთა რაოდენობას.
4.
სამუშაოებს აწარმოებს, მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი, გამარჯვებული მომსახურე ორგანიზაცია.
მუხლი 5🔗
1.
თვითმმართველი ერთეული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.
2.
თვითმმართველი ერთეული ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3.
განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა)
წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით;
ბ)
შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;
გ)
ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი;
დ)
თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
4.
განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება:
ა)
სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს;
ბ)
შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებს;
გ)
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის სამუშაოებს.
მუხლი 6🔗
1.
ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, თვითონ გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის მომსახურე ორგანიზაციასთან, რომელიც განახორციელებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს.
2.
ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, თვითმმართველი ერთეულს წარუდგინოს:
ა)
მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი;
ბ)
ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი/ასლი.
3.
თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ან/და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შემცირების შემთხვევაში, ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან 3 კვირის ვადაში, წარუდგინოს თვითმმართველ ერთეულს განცხადება და მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი ახალი დეფექტური აქტი ან/და ხარჯთაღრიცხვის დედანი.
4.
ამხანაგობა არ არის უფლებამოსილი, განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ შეცვალოს მომსახურე ორგანიზაცია.
5.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა გამოიწვევს, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს თვითმმართველი ერთეული მიიჩნევს საპატიოდ.
მუხლი 7🔗
1.
ამ წესის მე-5 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, თვითმმართველი ერთეული დებს ხელშეკრულებას ამხანაგობასთან, მათთვის გადასაცემი თანხის განკარგვის წესის შესახებ.
2.
ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, თვითმმართველ ერთეულს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში, რომლის საფუძველზე თვითმმართველი ერთეული ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს თვითმმართველ ერთეეულში, სამუშაოს დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
4.
ამხანაგობა პასუხისმგებელია, მის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან.
5.
თუ მომსახურე ორგანიზაცია დაარღვევს ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.), თვითმმართველი ერთეულს უფლება ეძლევა შემდგომში არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის ის განცხადება, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა.
მუხლი 8🔗
1.
ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ამხანაგობის აღრიცხვაზე დასადგომად თვითმმართველ ერთეულს მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა)
ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ)
„ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ)
ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ)
ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
ე)
ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
ვ)
საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
ზ)
ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს.
2.
ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს თვითმმართველი ერთეულის თანხმობას.
3.
მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს თვითმმართველი ერთეულის თანხმობას.
მუხლი 9🔗
1.
ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა)
ამხანაგობის მისამართი;
ბ)
ამხანაგობის სახელი;
გ)
ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;
დ)
ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;
ე)
მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;
ვ)
ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;
ზ)
დღის წესრიგი;
თ)
გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;
ი)
გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;
კ)
გადაწყვეტილება;
ლ)
ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
2.
ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
მუხლი 10🔗
1.
თვითმმართველი ერთეული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, თვითმმართველი ერთეული გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
2.
აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა)
აღრიცხვის ნომერს;
ბ)
აღრიცხვის თარიღს;
გ)
აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ)
ამხანაგობის დასახელებას;
ე)
ამხანაგობის მისამართს.
მუხლი 11🔗
1.
ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, თვითმმართველი ერთეულს მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა)
ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ)
„ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ)
წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ)
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ე)
სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2.
თვითმმართველი ერთეული, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 12🔗
ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა)
წინამდებარე წესის გათვალისწინებული დოკუმენტების თვითმმართველ ერთეულში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ)
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 13🔗
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა)
სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ)
სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ)
სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ)
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე)
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 14🔗
ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 15🔗
ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
ფორმა №1
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათი
1. ამხანაგობა -------------------------------------------------------------------------
(დასახელება, მისამართი, რეგისტრაციის რიცხვი, თვე, წელი)
------------------------------------------------------------------------------------------
2. ამხანაგობის თავმჯდომარის სახელი, გვარი და მოქმედების ვადა -------------
მისამართი --------------------------------------------------------------------------------
პირადი № ----------------- დაბადების თარიღი /---/---/------/ ტელ. ---------------
3. საცხოვრებლის ფორმა ---------------------------------------------------------------
(კორპუსი (სადარბაზოს რაოდენობა, სართულის რაოდენობა); იტალიური; ქალაქური და სხვა)
-------------------------------------------------------------------------------------------------
4. ამხანაგობის წევრთა რაოდენობა; (ამხანაგობიდან რამდენი წევრი იმყოფება ფაქტობრივ მისამართზე)
• წევრთა სრული რაოდენობა ------------------------------------------
• რეგულარული ----------------------------------------------------------------
• დაკეტილი ----------------------------------------------------------------------
• ქირავნობა ან სარგებლობის სხვა ფორმა ----------------------------------
5. ამხანაგობის მიერ განხორციელებული პროგრამები:
(დიახ/ გთხოვთ, მიუთითოთ განხორციელებული სამუშაოების წელი)
• შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთება -----------------------------
• შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთება ----------------------------
• ლიფტის შეკეთება -----------------------------------------------------
• შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება ----------------
• სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთება ------------------------
• ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი ---------------
----------------------------
• ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება (წითელ ხაზებში მოქცევა) -----------------------
• პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია ---------------
• ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა -----------------------
• სადარბაზოს შიდა, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტი ---------------
• ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაცია (კაპიტალური შეკეთება) -------------
• საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენა ------------------------------ ------------------------
• სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება ------------------------------- ---------------------------
• არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება---------------------------------------------------
• ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრება--------------------------------------------------
• მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირება -------- ------------------------
საერთო სარგებლობის აივნების აღდგენა --------------------------------------------------------------
• ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების
მოწყობა---------------------------------------------------
• სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის" დამონტაჟება -------------------
6. რა იგეგმება ამხანაგობის მიერ მომდევნო წლის მანძილზე, კვარტალურად პროგრამის ფარგლებში/რა იგეგმება ამხანაგობის მიერ მიმდინარე წლის მანძილზე, კვარტალურად პროგრამის ფარგლებში:
• პირველი კვარტალი -----------------------------------------------------------------------
• მეორე კვარტალი --------------------------------------------------------------------------
• მესამე კვარტალი --------------------------------------------------------------------------
• მეოთხე კვარტალი -------------------------------------------------------------------------
7. ამხანაგობისთვის პროგრამის გარეთ განსახორცილებელი სამუშაოები :
(გამაგრებითი სამუშაოები, ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება, სპორტული მოედანი და ა.შ.)
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
8. შენიშვნა :----------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
/ / ----- ----------------------- წელი