⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.2018)
გაუქმებულია:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2013
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 472 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2013 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2013 წლის 30 დეკემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 01 იანვრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა)  მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას. 2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით. მუხლი 2🔗. სამედიცინო მომსახურების სახეები მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტენსიული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); გ) დიალიზი; დ) კორონაროგრაფია. მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1. სამედიცინო მომსახურებისათვის სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი)  ლარის ოდენობით (გარდა დიალიზისა). 2. მოსარგებლე საანგარიშო წლის პერიოდში დაფინანსდება ერთჯერადად. 3. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია. მუხლი 4🔗. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაღვრული სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან. 2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“. მუხლი 5🔗. დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება 1. პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. 2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. 3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ თვითმმართველობის ორგანოში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) საბანკო ანგარიში. მუხლი 6🔗. პროგრამის ადმინისტრირება 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურების ან დაფინანსებაზე უარის თქმის თაობაზე. 2. ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურების შესახებ გამგებლის წინადადების შესაბამისად გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.