გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.12.2013
ძალის დაკარგვა 31.10.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2014
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.05.2017
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №44 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინსტრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ( შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №73.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება.
2. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქყვეყნება.
3. გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები.
4. ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან.
5. უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება.
6. უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისადმი.
7. განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება.
8. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებლივი აქტების პროექტების მომზადებას;
9. მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება.
10. უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
11. მოახდინოს გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
12. უზრუნველყოს გამგეობის საარქივო დოკუმენტების დაცვა.
13. შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.
14. უზრუნველყოს შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვა.
15. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა.
16. გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა-შენახვა.
17. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა.
18. მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
. სამსახურის ძირითადი სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან – მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყობილება
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამგებელი.
5. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით.
6. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 4🔗.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციული შენობის შენახვას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებას, სანიტარიული ნორმების დაცვას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
დ) გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე ინვენტარით მომარაგებას;
ე) გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს;
თ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
ი) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
კ) ესწრება თათბირებს, ასევე საკრებულოს სხდომებს.
ლ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
ნ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ო) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი;
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას.
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობებს;
3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლის შინაშე.
4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას.
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 7🔗.
განყოფილების უფროსი:
განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამკანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა;
განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗.
განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
1.განყოფილებისს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა.
2. საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) იხელმძღვანელონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალოდ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული საშუალებებით, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. განყოფილების საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლო რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიული დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის განაწესი;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას.
მუხლი 9🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.