1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო შვებულება ეძლევა ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის მანძილზე შრომისუუნარობის შემთხვევებში, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწიინებით.

2. მკურნალობის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში (ავადმყოფობის გამოსავლიდან გამომდინარე) მოსამსახურე ექვემდებარება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამხედრო-სამედიცინო კომისიის გავლას მისი ვარგისიანობის კატეგორიის დადგენიის მიზნით.

3.  დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი არ შედის ყოველწლიური  შვებულების ანგარიშში