აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 2013 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ
2013 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 2 განცხადება. ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით საარჩევნო კომისიაში მოთხოვნა არ შემოსულა;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა კომისიის თავმჯდომარის და კომისიის მდივნის მიერ;
საარჩევნო კომისიის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ჰქონია;
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევევბი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება;
2013 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 4,50 (ოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 27.12.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №01-24/085.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2013 წლის ანგარიში“, №01-24/085, 27.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2172263/