ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.12.2013
ძალაში შესვლა 09.01.2014
ძალის დაკარგვა 19.02.2014
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №90
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2014 წლის 9 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური სტატუსი
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ხაშური, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №2, ადმინისტრაციული შენობის მე-3-ე სართული.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება
1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის მიზანი
1. სამსახურის საქმიანობის მიზანია:
ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების კეთილმოწყობა და გამწვანება, დასუფთავება, საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება. დაქვემდებარებული სფეროების გამართული მუშაობის, მისი ჯეროვანი მართვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება;
ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
გ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური და გრძელვადიანი სტრატეგიული პროგრამების პროექტების შედგენისა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელების ორგანიზება, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, წყლისა და ტყის რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა. ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციაზე, მართვასა და ეფექტურ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება.
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლებების დაგეგმარების უზრუნველყოფა, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმვის, დასახლებათა ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლის განხორციელება. დაქვემდებარებული სფეროების გამართული მუშაობის, მისი ჯეროვანი მართვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
ვ) დადგენილი წესით უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;
ზ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" შესაბამისად სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;
თ) ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ი) ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირება და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით,
კ) კეთილმოწყობის, გამწვანების ობიექტების, სკვერების, პარკების, გაზონების, ხე-მცენარეებისა და მწვანე საფარის, გარე განათების, ტერიტორიების დასუფთავების, მყარი და თხევადი ნარჩენების (გადანაყარის, ნაგვის) გატანის, სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მართვის, ტრანსპორტისა და მგზავრთა გადაყვანის, საგზაო ნიშნების, პარკირების ადგილების, ქუჩების, გზების, მოედნების, ტროტუარების, ხიდების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობების, ჭებისა და ჭაბურღილების, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების, ჩამდინარე და ნახმარი წყლების სადინარების, გამწმენდი ნაგებობების, ნაგავსაყრელების მართვისა და ექსპლუატაციის, ოფისების და შენობა-ნაგებობების, მათი სახურავების, ფასადების, ინტერიერისა და ექსტერიერის, ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობის, შენახვის, განვითარების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და შეკეთება-მოწყობის, საამშენებლო პროექტირების, არქიტექტურული ნახაზების, ხარჯთაღრიცხვების, აგრეთვე კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვა სფეროებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მომსახურების შესახებ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დაცვის და/ან დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების შესრულების უზრუნველყოფა, ხელშეკრულებისა და პროგრამების მიზნების, ამოცანების და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათი მიმდინარეობა–შესრულების მონიტორინგის ორგანიზება;
ლ) განახორციელოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი
მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარების, დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობისა და დასუფთავების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების ორგანიზება;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;
ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
ზ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/.
ი) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
კ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
ლ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
ნ) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
ო) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
პ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
ჟ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
ს) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ტ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" დადგენილი ზომების მიღება;
უ) მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ფ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ქ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
ღ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1271-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 145-ე, 1461-ე, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების ,, 152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591-ე, 1792-ე მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული ორგანოების მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება;
ყ) ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.
შ) წინადადებების მომზადება და განხილვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.
ჩ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ძ) უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ დებულებით სამსახურისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობების განხორციელების ორგანიზება;
ც) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;
წ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
ჭ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა;
ხ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
ჯ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება;
ჰ1) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა;
ჰ2) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი და რეკრეაციული ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება;
ჰ3) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ჰ4) ქალაქმშენებლობითი კადასტრის შედგენა და წარმოება;
ჰ3) მონაწილეობის მიღება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვაში, მიწის გამოყენებაზე კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;
ჰ5) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მშენებლობაზე ნებართვების გაცემა, მშენებლობის პროექტის შეთანხმება, მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და შეთანხმება, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
ჰ6) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის პროცესებში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფა, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის პრინციპების დაცვა;
ჰ7) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების მოდელირება;
ჰ8) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადებას;
ჰ9) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
ჰ10) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ჰ11) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას;
ჰ12) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესებში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფას, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პრინციპების დაცვას;
ჰ13) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ჰ14) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას;
ჰ15) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი და რეკრეაციული ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადებას;
ჰ16) მონაწილეობის მიღებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვაში, მიწის გამოყენებაზე კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;
ჰ17) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას;
ჰ18) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენას და წარმოებას;
ჰ19) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების მოდელირებას;
ჰ20) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ჰ21) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ჰ22) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;
ჰ23) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ჰ24) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მშენებლობის ნებართვებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ჰ25) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ჰ26) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ამოცანები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი ამოცანები
1. კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში სამსახურის ფუნქციაა:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება, დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფა; საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების საერთო კოორდინაცია;
ბ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზება და შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობის, გამწვანების და დასახლებული პუნქტების გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის, შეკეთებისა და ესქპლუატაციის შესახებ წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებში საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება და გზების დახაზვის უზრუნველყოფა;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომუნალური მეურნეობის და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობა. მოსახლეობის საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში საბინაო კომუნალური მეურნეობის ობიექტების კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა ნაგებობების აღდგენა რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა
ზ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით სარიტუალო მომსახურების ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
თ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის მოცულობის განსაზღვრის შესახებ წინადადებებების მომზადება;
ი) წინადადებების მომზადება გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე;
კ) სანიტარული დასუფთავების, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დაგვა_დასუფთავების, საოჯახო-საყოფაცხოვრებო, მყარი და თხევადი ნარჩენების შეგროვების, გატანის, ნაგავსაყრელების მოწყობის, გამოყენების და უტილიზაციის შესახებ პროექტების მომზადების უზრუნველყოფა. ნარჩენების შეგროვების, გაუვნებელყოფისა და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირების ორგანიზება, მომსახურეობის გრაფიკების შემუშავება ან შემუშავებაში მონაწილეობა, მყარი და თხევადი ნარჩენების სფეროს მართვის უზრუნველყოფა; დაგვა-დასუფთავებისა და მყარი და თხევადი ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების პროექტების შემუშავება;
ლ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებებში სახლების ნუმერაცია და გარეგანათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციისათვის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად;
ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის იმ დოკუმენტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომლებიც არეგულირებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის ობიექტების საქმიანობას.
ო) საჭიროების შემთხვევაში ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე საბინაო-კომუნალური მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტარიფების და მომსახურების პირობების დაცვაზე ზედამხედველობის ორგანიზება;
2. ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების სფეროში სამსახურის ფუნქციაა:
ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ გამგებლის ბრძანების პროექტის მომზადება;
ბ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება; გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;
გ) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამისობის შეფასება და მიღებული შედეგების ეფექტურობის ანალიზი;
ე) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია;
ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა; გამგებლის დავალებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაში ცვლილებების პროექტის მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა;
ზ) მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებისა და წინადადებების, აღრიცხავა, მათი ანალიზი და შესაბამის დასკვანის წარდგენა საკრებულოსათვის, საკრებულოს სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სატარიფო რეგულირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება; დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზაციისა და მათი შენარჩუნების მიზნით საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშება; რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზება;
ი) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა; მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
კ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა; საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეკონომიკურ-სტრუქტურული მოდელების შექმნის მეთოდოლოგიური განზოგადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ლ) წინადადებების მომზადება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;
მ) რეგიონთაშორისი სავაჭრო კავშირების განვითარების კოორდინაცია და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ბაზრობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
ნ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების პროექტებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ო) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა;
პ) გამგებლის დავალებით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით დასადები შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
ჟ) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების და ფინანსური დახმარებების შესახებ წინადადებების მომზადება და მონიტორინგი;
რ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება; ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალურ რესურსების მოზიდვის ორგანიზება;
ს) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული წინადადებების შეფასება და დასკვნების შემუშავება;
ტ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;
3. ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის სფეროში სამსახურის ფუნქციაა:
ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის წესების პროექტის შემუშავება;
ბ) ბუნებრივი რესურსების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია;
გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვა;
დ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;
ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) გარემოს დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შემუშავება და განხორციელება;
თ) ბუნებრივი რესურსების მდგომარეობისა და ხარისხის შეფასება და აღრიცხვა;
ი) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურობებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
4. ტრანსპორტის სფეროში სამსახურის ფუნქციაა:
ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა, ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება და დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების პროექტის მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება, დამტკიცებული ტარიფების დაცვაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა და წინადადებების მომზადება საქართველოს კანონით დადგენილი კატეგორიის მოქალაქეებზე სამგზავრო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ასანაზღაურებელი კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ;
გ) დაქვემდებარებულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; სტიქიური უბედურობებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღების უზრუნველყოფა;
დ) ხაშურის მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშუტო ქსელის შესახებ საინფორმაციო და სტატისტიკური ბაზის შექმნა.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება და არქიტექტურული განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება;
ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის.
მუხლი 8🔗.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციები:
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/.
გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
დ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
ზ) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
თ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
ი) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ო) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" დადგენილი ზომების მიღება;
პ) მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ჟ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
ს) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1271-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 145-ე, 1461-ე, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების ,, 152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591-ე, 1792-ე მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული ორგანოების მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება;
ტ) ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.
უ) წინადადებების მომზადება და განხილვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.
ფ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ქ) უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ დებულებით სამსახურისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობების განხორციელების ორგანიზება;
ღ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;
ყ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
მუხლი 9🔗.
არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები:
არქიტექტურის განყოფილების ფუნქციებია:
ა)წინადადებების მომზადება და განხილვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.
ბ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
გ) უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ დებულებით სამსახურისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობების განხორციელების ორგანიზება;
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;
ე) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული მასალების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა;
ზ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
თ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება;
ი) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა;
კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი და რეკრეაციული ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება;
ლ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
მ) ქალაქმშენებლობითი კადასტრის შედგენა და წარმოება;
ნ) მონაწილეობის მიღება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვაში, მიწის გამოყენებაზე კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;
ო) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მშენებლობაზე ნებართვების გაცემა, მშენებლობის პროექტის შეთანხმება, მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და შეთანხმება, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლიატაციაში მიღება;
პ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის პროცესებში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფა, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის პრინციპების დაცვა;
ჟ) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების მოდელირება;
რ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადებას;
ს) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
ტ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
უ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრას, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვას, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას;
ფ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესებში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმების უზრუნველყოფას, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პრინციპების დაცვას;
ქ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ღ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას;
ყ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი და რეკრეაციული ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადებას;
შ) მონაწილეობის მიღებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვაში, მიწის გამოყენებაზე კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;
ჩ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ძ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას;
ც) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენას და წარმოებას;
წ) დასახლებების ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირებას, ურბანული გარემოს მახასიათებლების ანალიზს, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების მოდელირებას;
ჭ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ხ) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ჯ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;
ჰ1) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ჰ2) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მშენებლობის ნებართვებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ჰ3) მოქმედი კანონმდებლობით და ხაშურის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ჰ4) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა ამოცანები.
თავი III
სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 10🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის უფროსი:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
დ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;
ე) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს;
თ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას;
ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ) ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;
ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ;
პ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
ჟ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან;
რ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ს) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას;
უ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას;
ფ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
ქ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 11🔗.
სამსახურის პერსონალი
1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები.
2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი
1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნან შტატგარეშე მოსამსახურეები.
მუხლი 13🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
1. სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 14🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) სამსახურის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები;
ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები;
ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები.
თავი IV
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
მუხლი 15🔗.
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;
5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას;
6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.