⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.07.2014)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2013
ძალაში შესვლა 09.01.2014
ძალის დაკარგვა 17.07.2014
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,803 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2013 მიღება
09.01.2014 ძალაში შესვლა
17.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №93 2013 წლის 27 დეკემბერი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა  და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო   და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამსახურის  დებულება  (დანართი №1). მუხლი 2🔗 ეს  დადგენილება  ძალაში  შევიდეს  2014  წლის 9 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის   გამგეობის   საფინანსო-საბიუჯეტო   და  ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ხაშურის  მუნიციპალიტეტის   გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო   და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სტატუსი 1.ხაშურის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო   და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამსახური (ტექსტში  შემდგომ – სამსახური)  შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ხაშური, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №2, ადმინისტრაციული შენობის მე-4-ე სართული. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება 1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. თავი II სამსახურის  საქმიანობის  მიზანი,  ძირითადი  ამოცანები,  ფუნქციები  და სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი 1. სამსახურის საქმიანობის მიზანია: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის გადასახდელების გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისა და პროგრამების მიზნობრივი დაფინანსება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება და ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელებისა და მოსაკრებლების მობილიზება. ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. გ)  ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის   საქმიანობის   ძირითადი   ამოცანები 1. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამსახური ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს, მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი სოციალ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა განვითარების დამტკიცებული გეგმების განსახორციელებლად. 2. უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას. საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად. 3. ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე ეკონომიკური განვითარების და სხვა საქალაქო სამსახურებთან ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე. 4. საკრებულოს დადგენილების პროექტთნ ერთად დადგენილ ვადაში ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგებელს წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს, შემდგომში საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად. 5. დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილების პროექტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მასალებს მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; საჭიროების შემთვევაში ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; 6. ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას, იღებს ინფორმაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამსახურებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ. 7. ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; ამუშავებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლებაში; უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას. 8. ამზადებს ბრძანების პროექტს გამგებლის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ახდენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას, ამ მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. 9. უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადასაცემად მომზადებას. 10. ახდენს წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; 11. უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ტვირთავს საბოლოო ინფორმაციას პროგრამულ ბაზებში, აწესებს მონიტორინგს ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე;  დადგენილი წესის თანახმად იღებს გამგეობის  სამსახურების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით იღებს და ამუშავებს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;  დადგენილი წესის მიხედვით ახდენს გამგეობის სამსახურების და მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას. 12. ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; იღებს ინფორმაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სამსახურებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო ხარჯების გამოყენების შესახებ. 13. ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლებაში; უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას. 14. აწარმოებს წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტის და საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისწორისა და სისრულის შემოწმებას. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან და პირველად დოკუმენტაციასთან. 15. უზრუნველყოფს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადებებსა და რეკომენდაციების შემუშავებას; 16. აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და კომპეტენციის ფარგლებში ახდენს წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; 17. უზრუნველყოფს ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას; 18. უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. საფინანსო-საბიუჯეტო   და  ბუღალტრული    აღრიცხვა-ანგარიშგების  სამსახურის  ფუნქციები საფინანსო-საბიუჯეტო   და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  სამსახური: ა) მუნიციპალიტეტის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების დამტკიცებული გეგმის        საფუძველზე  შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციულ      ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით ახორციელებს მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით ახორციელებს ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვას პროგრამულ ბაზებში. აწესებს მონიტორინგს შემოსულობების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე. დ) საქართველოს საბიუჯეტო  კოდექსის  შესაბამისად, მხარჯავ დაწესებულებებისათვის ამზადებს საბიუჯეტო  განაცხადის ფორმებს, წერილებს, მითითებებსა და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს; ე) ცირკულარის შესაბამისად იღებს და ამოწმებს მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს და მონაცემებს. ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მხარჯავ დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღება-დამუშავებას; ზ) ახორციელებს საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების გასაანგარიშებლად; თ) ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების და პროექტების ფინანსურ ანალიზს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ი) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს – შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების და სხვა შემოსულობების გადასახადების წყაროების გამოყოფით და ხარჯების საერთო თანხას, საბიუჯეტო ასიგნების მხარჯავ დაწესებულებებზე და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ამ სახით შედგენილ ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის დადგენილების პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს შემდგომში საკრებულოს სხდომაზე განსახილველად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგებლისათვის წარსადგენად კ) შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების საფუძველზე; ლ) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით შეაქვს შესწორება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში; მ) ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების განწერას თვეების ან კვარტალების მიხედვით; ნ) არსებული წესის შესაბამისად ამზადებს დადგენილების პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ო) ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ფორმირების შესახებ; პ) განიხილავს ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების მომართვებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს; ჟ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აწარმოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური და წლიური შესრულების ანალიზს, ამზადებს ინფორმაციას, მათ შორის, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ; რ) უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებას, მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს წინადადებებს სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფის, ფინანსური აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და სახაზინო სისტემის სხვა პროცედურულ საკითხებზე. ტ) დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს დადგენილების პროექტს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. უ)  უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის და შემდგომში განხორციელებული ცვლილებების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ     ბაზაში  შეტანას. ფ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ წერილებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე ამზადებს დასკვნებსა და პასუხებს. ქ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებებიდან მისაღები შემოსავლების მობილიზებას; ღ) ადგილობრივი მოსაკრებლების ბიუჯეტში მობილიზებას; ყ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; შ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას. ჩ) სამსახურის უფროსისათვის ანგარიშის წარდგენას გადასახდელებისა და მოსაკრებლების მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ; ძ)  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს, ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ ნებართვის გაცემას; ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯების ყოველდღიურ ოპერატიულ აღრიცხვას, დამუშავებას და ხარჯების ნაერთი -ყოველდღიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენას; წ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებას; წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობის შედარებას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადის შესაბამისობის შემოწმებას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, წარმოდგენილი რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულების მონაცემებთან. ჯ) წარმოდგენილ ვალდებულებაზე თან დართული შესრულებული სამუშაოს პირველადი დოკუმენტაციის შემოწმებას და სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ ანგარიშსწორების განხორციელებას; ხ)  წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან; ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას; რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან; სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადასახადო მოთხოვნის ფორმირებას, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში  შეტანას, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით. ჰ) მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ვალდებულების დოკუმენტის და საგადახდო მოთხოვნების შეტანას პროგრამულ ბაზებში და შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირებას. ჰ​1) ვალდებულებების ყოველდღიური რეესტრის მომზადებას გამგებელთან წარდგენას ჰ​2) მომზადებული და შემოწმებული ვალდებულებებისა და საგადასახადო მოთხოვნების ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარდგენას; ჰ​2) ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე  მომზადებული რეესტრების საბანკო დაწესებულებებში ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან საგადასახადო დავალებების საშუალებით წარდგენას ჰ​4) ყოველი თვის დასაწყისში  საგადასახადო დეკლარაციის შევსებას. ჰ​5) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების, მივლინების ხარჯების და სხვა გადასახდელებისა და თანხების დარიცხვას, უწყისების შედგენას და გასაცემი თანხების დროულად გადარიცხვას. ჰ​6) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღრიცხვების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლს და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას. ჰ​7) ყოველთვიური და კვარტალური გაანგარიშებების შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ინსტანციებში ჩაბარებას. ჰ​8) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის თაობაზე მხარჯავ დაწესებულებებისათვის მეთოდოლოგიური დახმარებას; ჰ​9) მეთოდურ დახმარების გაწევას მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისათვის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე. ჰ​10) მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებას, განსაზღვრული შედეგების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვას. ჰ​11) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისაგან; ბ) სამსახურის მოხელეებისაგან, მუხლი 7🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა; ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება; ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის. თავი III სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 8🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის უფროსი: ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; დ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; ე) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს; თ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას; ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას; ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ; ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ; პ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; ჟ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან; რ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ს) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას; ტ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას; უ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას; ფ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე; ქ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 9🔗. სამსახურის პერსონალი 1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები. 2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი 1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნან შტატგარეშე მოსამსახურეები. მუხლი 11🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი 1. სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 2. საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 12🔗. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოსამსახურების უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) სამსახურის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში; დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები; ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები. თავი IV სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი მუხლი 13🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; 3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; 4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; 5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას; 6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.