📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2013
ძალის დაკარგვა 05.03.2021
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,262 სიტყვა · ~36 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2013 მიღება
05.03.2021 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
აეროდრომი
მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის
მუხლი 2
აეროდრომის ექსპლუატანტი
საწარმო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას, გააჩნია აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი და მოწმობა აეროდრომის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე
მუხლი 2
აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო
ამ წესის შესაბამისად, აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის მისაღებად განცხადების თანდართული საბუთი, რომელიც შეიცავს აეროდრომის განლაგების და მისი გამოყენების პირობებს, საექსპლუატაციო პროცედურებს, ფრენების უსაფრთხოების დაცვის ზომებს, ექსპლუატანტის ადმინისტრაციულ სტრუქტურას
მუხლი 2
აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი (შემდგომში
სერტიფიკატი) – ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ აეროდრომის ექსპლუატაციის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს რეგისტრირებულ აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიღება, მოძრაობა, გაშვება და მომსახურება იმ პირობების და შეზღუდვების შესაბამისად, რაც ამ სერტიფიკატით არის განსაზღვრული
მუხლი 2
ასაფრენ-დასაფრენი ზოლი
საჰაერო ხომალდებისათვის ასაფრენ-დასაფრენად განსაზღვრული სახმელეთო აეროდრომის სწორკუთხა მონაკვეთი
მუხლი 2
ვერტოდრომი
ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენად გათვალისწინებული აეროდრომი ან ამ მიზნისთვის ნაგებობის ზედაპირზე მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფილი მონაკვეთი
მუხლი 2
კოდური აღნიშვნა
ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის (აეროდრომები) I თავის 1.6 პუნქტით განსაზღვრული ორი ელემენტისაგან შემდგარი, აეროდრომის ციფრულ-ასოითი აღნიშვნა, რომლითაც განისაზღვრება ამ აეროდრომზე საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის საფრენოსნო–ტექნიკური მახასიათებლები და ზომები
მუხლი 2
სერტიფიცირებული აეროდრომი
აეროდრომი, რომლის ექსპლუატანტზე გაიცა სერტიფიკატი
მუხლი 2
სამიმოსვლო ბილიკი
სახმელეთო აეროდრომზე განსაზღვრული გზა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიმოსვლისათვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად
მუხლი 2
სერტიფიცირება
პროცედურა, რომლის საშუალებითაც სააგენტო ადგენს აეროდრომის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სასერტიფიკაციო მოთხოვნებთან
მუხლი 2
უსაფრთხოების მართვის სისტემა
აეროდრომის ექსპლუატანტის ადმინისტრაციაში შექმნილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა და საშუალებები, აგრეთვე ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა
მუხლი 2
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული
სააგენტოს მიერ გამოცემული ინფორმაციის კრებული, რომელიც მოიცავს ჰაერნაოსნობისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №267 2013 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ,,აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ" „საქართველოს საჰაერო კოდექსის" მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „აეროდრომების სერტიფიცირების წესი“. მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ტექნიკური რეგლამენტის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" დირექტორის 2011 წლის  2 აგვისტოს  №87 ბრძანება.  მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია აეროდრომების სერტიფიცირების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საერთო დებულებები 1. აეროდრომების სერტიფიცირების წესის (შემდგომში – წესი) შემუშავებისას გამოყენებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონცენცია) მე-14 (აეროდრომები) და მე-17 („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისგან“) დანართების, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში – იკაო) ოფიციალური გამოცემის DOC-9774 (აეროდრომების სერტიფიცირების სახელმძღვანელო), საქართველოს საჰაერო კოდექსის XIV თავის („სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას“) მოთხოვნები. 2. წესის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო ავიაციის სახმელეთო აეროდრომების და ვერტოდრომების (შემდგომში – აეროდრომი) უსაფრთხო ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა, აეროდრომის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. 3. წესით განსაზღვრულია აეროდრომის სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების ჩატერების წესი და პირობები, აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების, გაუქმების, გადაცემის პირობები, აგრეთვე მფლობელისა და სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება. 4. სახელმწიფო ავიაციის და/ან ექსპერიმენტალური ავიაციის მიერ, საზოგადოებრივი მოხმარებისათვის გახსნილ აეროდრომებად გამოყენების შემთხვევაში, აეროდრომის სერტიფიცირება სავალდებულოა და ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 5. დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს, ამ წესის შესაბამისად გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს. 6. აეროდრომის შესაბამისობის შეფასება დადგენილ ნორმებთან ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 7. აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო(შემდგომ – სააგენტო). სააგენტოს ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების შედეგი (გარდა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმისა) აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში. 8. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი, აეროდრომის ექსპლუატანტი მოვალეა, ახალი პირობებით აეროდრომის ექსპლუატაციამდე, სააგენტოში წარადგინოს ამ წესით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. გადაწყვეტილების შედეგები აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (საჭიროების შემთხვევაში) და აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატში. 9. აეროდრომის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებისას, სააგენტო ადგენს ფრენების უსაფრთხოდ შესრულებისა და მოქმედი საავიაციო წესებისა და ნორმების დაცვის მდგომარეობას. 10. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. 11. აეროპორტის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ავიარეისების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში, იგი მოვალეა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, უზრუნველყოს საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული და საკარანტინო მომსახურება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. სერტიფიცირებულ აეროდრომზე ლიტერული და სპეციალური რეისების მომსახურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. სერტიფიცირებული და საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი აეროდრომებისათვის, საერთაშორისო ინდექსის (ოთხი ლათინური ასოსაგან შემდგარი პირობითი ამოსაცნობი ნიშანი) მინიჭება ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და იკაო-ს ოფიციალური გამოცემით DOC 7910 („ადგილმდებარეობის მაჩვენებლები/ინდექსები“) დადგენილი წესით, ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნისა და სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე. დასაშვებია, აგრეთვე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში – IATA) კოდის მინიჭებაც, რაც ხორციელდება IATA-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 14. აეროდრომისათვის მინიჭებული საერთაშორისო ინდექსის გაუქმების საკითხი რეგულირდება ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით და იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომი ამოღებულ იქნა საქართველოს აეროდრომების სახელმწიფო რეესტრიდან. 15. აეროდრომის ტერიტორიაზე, აეროდრომის ექსპლუატანტისაგან დამოუკიდებლად მოქმედი პირები – ავიასაწარმოები (საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანიზაცია, საავიაციო ტექნიკური, საწვავგასამართი საწარმოები და სხვა), რომლებიც დაკავშირებულნი არიან აეროდრომის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, თავის საქმიანობას ახორციელებენ ამ პირსა და აეროდრომის ექსპლუატანტს შორის სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს აეროდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირება. 16. ამ წესის მე-4 მუხლის „ა.ბ“, „ბ“, „გ.ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპებზე მონაწილეობას იღებენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება. 17. სააგენტო, ამ წესით გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის კომპლექსურ შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.  მუხლი 2🔗. ტერმინები, ცნებები და განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის; ბ) აეროდრომის ექსპლუატანტი – საწარმო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას, გააჩნია აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი და მოწმობა აეროდრომის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე; გ) აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო – ამ წესის შესაბამისად, აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის მისაღებად განცხადების თანდართული საბუთი, რომელიც შეიცავს აეროდრომის განლაგების და მისი გამოყენების პირობებს, საექსპლუატაციო პროცედურებს, ფრენების უსაფრთხოების დაცვის ზომებს, ექსპლუატანტის ადმინისტრაციულ სტრუქტურას; დ) აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – ამ წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ აეროდრომის ექსპლუატაციის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს რეგისტრირებულ აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიღება, მოძრაობა, გაშვება და მომსახურება იმ პირობების და შეზღუდვების შესაბამისად, რაც ამ სერტიფიკატით არის განსაზღვრული; ე) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – საჰაერო ხომალდებისათვის ასაფრენ-დასაფრენად განსაზღვრული სახმელეთო აეროდრომის სწორკუთხა მონაკვეთი; ვ) ვერტოდრომი – ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენად გათვალისწინებული აეროდრომი ან ამ მიზნისთვის ნაგებობის ზედაპირზე მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფილი მონაკვეთი; ზ) კოდური აღნიშვნა – ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის (აეროდრომები) I თავის 1.6 პუნქტით განსაზღვრული ორი ელემენტისაგან შემდგარი, აეროდრომის ციფრულ-ასოითი აღნიშვნა, რომლითაც განისაზღვრება ამ აეროდრომზე საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის საფრენოსნო–ტექნიკური მახასიათებლები და ზომები; თ) სერტიფიცირებული აეროდრომიაეროდრომი, რომლის ექსპლუატანტზე გაიცა სერტიფიკატი; ი) სამიმოსვლო ბილიკი – სახმელეთო აეროდრომზე განსაზღვრული გზა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიმოსვლისათვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად; კ) სერტიფიცირება – პროცედურა, რომლის საშუალებითაც სააგენტო ადგენს აეროდრომის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სასერტიფიკაციო მოთხოვნებთან; ლ) უსაფრთხოების მართვის სისტემა – აეროდრომის ექსპლუატანტის ადმინისტრაციაში შექმნილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა და საშუალებები, აგრეთვე ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა; მ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – სააგენტოს მიერ გამოცემული ინფორმაციის კრებული, რომელიც მოიცავს ჰაერნაოსნობისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.  თავი II სერტიფიცირება მუხლი 3🔗.  წინასაგანაცხადო პროცედურა 1. ახალი აეროდრომის მშენებლობის დაგეგმვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის ინტერესებიდან გამომდინარე და გაუმართლებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, პირს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს სააგენტოს, რათა სააგენტოს სპეციალისტებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წინასწარ, აეროდრომის დაპროექტებამდე შეაფასონ აეროდრომის მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის და მისი შემოგარენის ბუნებრივი პირობები, ფრენების უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით (ადგილის თავისებურება, დაბრკოლებები, გასაკონტროლებელი საჰაერო სივრცე, გარემოს დაცვის მოთხოვნები და სხვა). 2. ახალი აეროდრომის მშენებლობის დაგეგმვის შესაძლებლობის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, სააგენტო გასცემს წერილობით რეკომენდაციას. სააგენტოს წერილობითი რეკომენდაცია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს სპეციალისტების სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება დაინტერესებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში მუხლი 4🔗. სერტიფიცირების ეტაპები სააგენტოს მიერ აეროდრომის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად: ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს: ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენას; ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვას და შეფასებას. ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება; გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება: გ.ა) სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმა; გ.ბ) სერტიფიკატის გაცემისას ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (შემდგომში – AIP) აეროდრომის სტატუსისა და სხვა მონაცემების გამოქვეყნება, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და იკაო-ს ოფიციალური გამოცემის Doc–8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურების სახელმძღვანელო“) შესაბამისად. დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი. მუხლი 5🔗.  განცხადება და თანდართული საბუთები  1. სააგენტოს განსახილველად წარედგინება სერტიფიკატის მისაღები განცხადება (შემდგომში–განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №2 მოთხოვნებს. განცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, და მას თან უნდა ერთვოდეს: ა) განმცხადებლის წესდება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ბ) აეროდრომის „საკონტროლო წერტილის“ გეოგრაფიული პარამეტრების დამადასტურებელი საბუთი, მსოფლიო გეოდეზიური სისტემა WGS-84-ის შესაბამისად; გ) „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართისა (აეროდრომები) და ამ წესის დანართის №1 მოთხოვნებს; დ) აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის („უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ე) მოძრაობაუნარდაკარგული საჰაერო ხომალდის აეროდრომის ტერიტორიიდან გატანის გეგმა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაო-ს ოფიციალური გამოცემის DOC – 9137 („აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“) მე-5 ნაწილის მოთხოვნებს;  ვ) აეროდრომის იმ პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს; ზ) ფრენების მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების ასლი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან ან ამ ორგანოს მიერ აღიარებულ სათანადო სამსახურთან. აღნიშნული ორგანოს/სამსახურის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; თ) ხელშეკრულებები, აეროდრომების უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმიანობენ ამ აეროდრომის ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად (ავიასაწვავგასაწყობი საწარმო, საავიაციო ტექნიკური ბაზა, ლექტრომომარაგების, სააეროდრომო უზრუნველყოფის სამსახურები და ა.შ.); ი) ხელშეკრულება, აეროდრომის რაიონში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებამოსილ ორგანიზაციასთან. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; კ) აეროდრომის ექსპლუატანტის ორგანიზაციული სტრუქტურა, იმის გათვალისწინებით, რომ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობის, გაშვების და მომსახურების უსაფრთხოებას, საავიაციო უშიშროებას, მგზავრთა, ტვირთის, ბარგის, ხელბარგის და ფოსტის მომსახურებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ აეროდრომის საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული, საკარანტინო მომსახურების უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთები, რაც ითვალისწინებს მომსახურების აღნიშნული სახეების განხორციელებას სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა სავალდებულოა საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურე აეროპორტისათვის; მ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აეროდრომის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ ნ) ,,აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო/პროგრამა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის  ,, უსაფრთხოების მართვა" და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC - 9859 (,,უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო") მოთხოვნებს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ„ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ორგანიზაციის აეროდრომის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ად არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებები არ მოითხოვება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციები/სტრუქტურული ერთეულები ექვემდებარებიან სერტიფიცირებას/აკრედიტაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 6🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება  1. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების სისრულეს ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. 3. სააგენტოს მიერ განცხადების და თანდართული საბუთების შეფასება ითვალისწინებს: ა) „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ (შემდგომში – სახელმძღვანელო) შეფასებას, იმისათვის, რათა სააგენტო დარწმუნდეს, რომ: ა.ა) სახელმძღვანელო შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესრულებულია ყველა შემოწმება, რომელიც აეროდრომის ექსპლუატანტის ოფისში ან აეროდრომზე გასვლას არ საჭიროებს, მათ შორის, დაზუსტებულია აეროდრომის ის მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) გამოქვეყნებას და აეროდრომის ექსპლუატაციის პროცედურები შესაბამისობაშია ამ წესის მოთხოვნებთან; ა.ბ) აეროდრომის მართვის სისტემა, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ განმცხადებელი სათანადოდ შეძლებს განახორციელოს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება. 4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთები ან ინფორმაცია არასრულად ან არაზუსტად ასახავს წარმოდგენილი საბუთების და მათი შინაარსის შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება. 5. განცხადების თანდართული საბუთებისა და აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შეფასებაზე ფორმდება დასკვნა, რაც ეცნობება განმცხადებელს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო გადადის სერტიფიცირების II ეტაპზე.  მუხლი 7🔗. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება  1. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვისას და შეფასებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ, სააგენტო აყალიბებს სათანადო სპეციალისტებისაგან შემდგარ კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც ახორციელებს აეროდრომის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში – სამსახურები), ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის, აგრეთვე, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებასა და შეფასებას, იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს მათ შესაბამისობაში ჩიკაგოს კონვენციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული ფორმდება შესაბამისი დასკვნების სახით (დანართი №5) და ეცნობება განმცხადებელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილზე შემოწმებისა და შეფასების პროცედურა ითვალისწინებს: ა) აეროდრომის საერთო მონაცემების ადგილზე შეფასებას; ბ) აეროდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების შემოწმებას, რის დროსაც ფასდება: ბ.ა) აეროდრომის ფიზიკური მახასიათებლები და მდგომარეობა, კერძოდ: ბ.ა.ა) ასაფრენ-დასაფრენი ზოლ(ებ)ი (შემდგომში–ადზ); ბ.ა.ბ) ადზ-ის გვერდითი უსაფრთხოების ზოლები; ბ.ა.გ) ადზ-ის ღერძულა უსაფრთხოების ზოლები; ბ.ა.დ) დამუხრუჭების ზოლები და დაბრკოლებისაგან თავისუფალი არეები; ბ.ა.ე) სამიმოსვლო ბილიკები (შემდგომში – სბ); ბ.ა.ვ) სბ-ს გვერდითი უსაფრთხოების ზოლები; ბ.ა.ზ) ბაქნები. ბ.ბ) აეროდრომზე და მის რაიონში დაბრკოლებების არსებობის შეფასება; გ) მიწისზედა სააერნაოსნო ნათურების შემოწმებას, მათი საფრენოსნო შემოწმების ჩათვლით, კერძოდ: გ.ა) ადზ-ისა და სბ-ს შუქების სისტემას; გ.ბ) მიახლოების შუქებს; გ.გ) გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემებს (papi/apapi ან t-vasis/at-vasis ); გ.დ) საპროჟექტორო განათებას; გ.ე) დაბრკოლებათა შუქღობურას; გ.ვ) შუქებს, რომლებსაც საჰაერო ხომალდის პილოტი მართავს (თუ ასეთი გამოიყენება); გ.ზ) ტელესკოპურ ტრაპთან ვიზუალური შეპირაპირების სისტემას; დ) კვების სათადარიგო წყაროს შეფასებას; ე) ქარის მიმართულების მაჩვენებელის შეფასებას; ვ) ქარის მიმართულების გამნათებელის შეფასებას; ზ) სააეროდრომო მარკირებისა და მარკერის შეფასებას; თ) სამუშაო მოედანზე ნიშნების შეფასებას; ი) დამიწების წერტილების შეფასებას; კ) საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინაღო დანადგარებისა და მოწყობილობების შეფასებას; ლ) აეროდრომის ტექნიკური მომსახურებისათვის გამოყენებული დანადგარების შეფასებას, კერძოდ, გასაკონტროლებელი ზონის საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას, ადზ-ის ზედაპირის შეჭიდების კოეფიციენტის განსაზღვრის ჩათვლით; მ) ადზ-დან თოვლის მოსახვეტი და ასაღები დანადგარების შეფასებას; ნ) მოძრაობისუნარდაკარგული საჰაერო ხომალდების გასატანი დანადგარ(ებ)ის შეფასებას; ო) ბუნებსარგებლობის საშუალებებისა და პროცედურების შეფასებას; პ) სატრანსპორტო საშუალებებზე დაყენებული ორმხრივი კავშირის რადიოსადგურების შეფასებას; ჟ) იმ განათების არსებობის შეფასებას, რომელიც საფრთხეს უქმნის (შეიძლება შეუქმნას) საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენას; რ) საწვავ-გასაწყობი საშუალებების შეფასებას. 3. საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისათვის აეროდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების გამართულობის, აეროდრომის გამართული ფუნქციონირების საექსპლუატაციო პროცედურებით უზრუნველყოფისა და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალითა და მათი საჭირო რაოდენობით დაკომპლექტების დასადასტურებლად, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს აეროდრომის რაიონში საჰაერო ხომალდის შესვლისა და გამოსვლის, დაშვებისა და დაჯდომის საკონტროლო ფრენები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო ფრენები სავალდებულოდ ხორციელდება: ა) სერტიფიკატის პირველად გაცემისას; ბ) კომისიის გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებისას, თუ მოქმედების ვადის შეჩერება უშუალოდ იყო დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოებასთან; გ) სააგენტოს გადაწყვეტილებით. 5. საკონტროლო ფრენებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ. 6. სააგენტო, სერტიფიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა დარწმუნდეს , რომ: ა) აეროდრომის პერსონალს გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, რათა განახორციელოს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება; ბ) აეროდრომის სამსახურები, ტექნიკური აღჭურვილობა და საშუალებები, შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის („აეროდრომები“) მოთხოვნებს; გ) აეროდრომის საექსპლუატაციო პროცედურები უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენას და ტერიტორიაზე გადაადგილებას; დ) აეროდრომზე მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მართვის სისტემები. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმებისა და შეფასების მასალები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს სერტიფიკატი; ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომისია ატყობინებს განმცხადებელს უარყოფითი დასკვნის კონკრეტულ მიზეზებს და სთავაზობს მას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, იმ დამატებითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც აუცილებელია ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და კომისიის დადებითი დასკვნის მისაღებად. 8. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების შემდეგ, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ვერ უზრუნველყოფს დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას, კომისიას გამოაქვს სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი დასკვნა.  მუხლი 8🔗. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმა  1. სააგენტო, კომისიის დასკვნის საფუძველზე, ღებულობს სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, რასაც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს. 2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, განმცხადებელს მიეცემა სერტიფიკატი. 3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის კონკრეტულ მიზეზებს. 4. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა, ისევე როგორც კომისიის უარყოფითი დასკვნა, დაფუძნებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე გარემოებაზე: ა) აეროდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, აგრეთვე საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმებისა და შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების დამაკმაყოფილებელ დონეს; ბ) სახელმძღვანელოს ადგილზე შეფასებამ აჩვენა, რომ მასში არ არის დაცული ამ წესების დანართი №1-ით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) აღნიშნული და სხვა ფაქტორებით (უნდა ჩამოითვალოს დეტალურად) დადგინდა, რომ განმცხადებელი ვერ შეძლებს სათანადო დონეზე უზრუნველყოს აეროდრომის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება; 5. აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ვადიანი სერტიფიკატი, თუ ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება ფრენების უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება.  მუხლი 9🔗. სერტიფიკატი, მისი მოქმედების ვადა 1. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №4-ით. 2. სერტიფიკატს აქვს ნომერი, რომელიც შედგება 6 (ექვსი) არაბული ციფრისაგან, რომელთაგან პირველი ორი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის დღეს, შემდეგი ორი, გაცემის თვეს, დანარჩენი ორი – გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის გაცემის დღის, თვის ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული). 3. სერტიფიკატი უვადოა, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აეროდრომის ექსპლუატანტის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კონკრეტული მოქმედების ვადით. მუხლი 10🔗. სერტიფიცირებული აეროდრომის მონაცემების გამოქვეყნება  სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური, სააგენტოს სახელით, აქვეყნებს საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და იკაო-ს ოფიციალური დოკუმენტის DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის სახელმძღვანელო“) მოთხოვნების შესაბამისად აქვეყნებს მონაცემებს ამ აეროდრომის შესახებ. მონაცემების გამოქვეყნებისას გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული დოკუმენტის მე-2 თავით („მონაცემების წარდგენა“) განსაზღვრული სააერონავიგაციო ინფორმაციის კონტროლისა და რეგლამენტირების (AIRAC) ვადები. მუხლი 11🔗. სერტიფიკატის გადაცემა 1. სერტიფიკატის გადაცემა ნიშნავს სერტიფიკატის მფლობელის შეცვლას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. სერტიფიკატის გადაცემაზე სააგენტოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე (სერტიფიკატის ახალ მფლობელზე) გაიცემა ახალი სერტიფიკატი. 3. იმ სერტიფიკატის გადაცემა, რომლის მფლობელსაც მთლიანად ან უპირატესად ან რომლის აქციების საკონტროლო პაკეტსაც ფლობს საქართველო, დასაშვებია მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებით. 4. სააგენტო იხილავს სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე განცხადებას, თუ: ა) სერტიფიკატის მფლობელი, 60 დღით ადრე მაინც, წარუდგენს სააგენტოს განცხადებას აეროდრომის ექსპლუატაციის შეწყვეტის თაობაზე; ბ) განცხადებაში სავალდებულოდ აღინიშნება პირი რომელსაც სერტიფიკატი უნდა გადაეცეს; გ) პირი, რომელსაც სურვილი აქვს, რომ გადაეცეს სერტიფიკატი, აეროდრომის ექსპლუატაციის შეწყვეტის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თარიღამდე არა უგვიანეს 60 დღისა, სააგენტოში წარადგენს წერილობით განცხადებას. 5. სერტიფიკატის მიღების მსურველმა, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოს სერტიფიკატის მფლობელის მიმართ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნების დაკმაყოფილება. 6. სააგენტო იხილავს სერტიფიკატის ახალი მსურველის განცხადებას. განცხადების განხილვისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელი, სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვით, უზრუნველყოფს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციას და მის ტექნიკურ მომსახურებას. ამასთან: ა) სააეროდრომო საშუალებები, მოწყობილობები და სამსახურები არსებით ცვლილებებს არ განიცდის; ბ) აეროდრომის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ძირითადი სპეციალისტები რჩებიან თავის სამუშაო ადგილზე ან იცვლებიან ეკვივალენტური ცოდნის და გამოცდილების თვისებების მქონე სხვა სპეციალისტებით; გ) უშიშროების და უსაფრთხოების მართვის სისტემები უნდა ფუნქციონირებდეს იმავე ეფექტურობით; დ) „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში“ აღნიშნული პროცედურები რჩება უცვლელი ან იცვლება ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სხვა პროცედურებით. 7. სააგენტო სერტიფიკატის გადაცემაზე ან გადაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების შესაბამის პროცედურებს ახორციელებს ამ წესის II თავის შესაბამისად. მუხლი 12🔗. სერტიფიკატის უკან დაბრუნება 1. სერტიფიკატი უბრუნდება მის გამცემ ორგანოს და უქმდება ექსპლუატანტის განცხადების საფუძველზე, ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ან სერტიფიკატის მფლობელის სურვილით. 2. განცხადების მიღების შემდეგ სააგენტო ვალდებულია: ა) შეამოწმოს განმცხადებლის, როგორც სერტიფიკატის მფლობელის, უფლებამოსილება სერტიფიკატის დაბრუნების მოთხოვნაზე; ბ) შეამოწმოს, რომ ექსპლუატანტისაგან მიღებული განცხადება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს; გ) დარწმუნდეს, რომ ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეიცავს: გ.ა) NOTAM-ით შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას აეროდრომის მონაცემების ცვლილებების შესახებ. აღნიშნული ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომი რჩება სამოქალაქო ავიაციისათვის ვარგისად; გ.ბ) დაკეტვას დაქვემდებარებულ აეროდრომის შემთხვევაში – ინფორმაციას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გატარებული იყო ექსპლუატანტის მიერ აეროდრომის დაკეტვასთან დაკავშირებით. კერძოდ, აეროდრომის ქარის მაჩვენებლების მოხსნა და მარკირების მოშლა, აეროდრომის დაკეტვის შესაბამისი მარკირების დატანა, აგრეთვე, მარკირებისა და სხვა აუცილებელი ვიზუალური საშუალებების გადაყვანა არასამუშაო მდგომარეობაში; გ.გ) რომ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადება წარმოდგენილია გაუქმებამდე არანაკლებ 60 დღით ადრე. განმცხადებლის მიერ, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე აეროდრომის ექსპლუატაციის შეჩერებისა და ამის თაობაზე სააგენტოს ინფორმირების შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას და აღნიშნულის თაობაზე აქვეყნებს №OTAM-ს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო დაბრუნებული სერტიფიკატის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკატის დაბრუნების თაობაზე განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და აღნიშნულზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში. 4. სააგენტო უზრუნველყოფს აეროდრომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მისი მონაცემების, ექსპლუატაციისათვის ვარგისობის ან დაკეტვის შესახებ, რაც ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერონავიგაციო ინფორმაციის სამსახურები“) მოთხოვნების შესაბამისად. 5. სააგენტო სერტიფიკატს აუქმებს განცხადებაში აღნიშნული თარიღით. მუხლი 13🔗. სერტიფიკატის გამოცვლა 1. სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზები. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი. 2. სააგენტო ცვლის სერტიფიკატს, თუ: ა) შეიცვალა აეროდრომის მფლობელი ან ექსპლუატანტი; ბ) შეიცვალა აეროდრომის ექსპლუატაციის ან გამოყენების ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი; გ) შეიცვალა აეროდრომის საზღვრები; დ) შეიცვალა აეროდრომის დასახელება; ე) სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას. 3. სააგენტო, განცხადებას და თანდართულ საბუთ(ებ)ს 1 თვის ვადაში იხილავს და ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გამოცვლის ან გამოცვლაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს. მუხლი 14🔗. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა: ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, საქართველოს საჰაერო კოდექსის და/ან ამ წესით დადგენილი ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია/შეიძლება გამოიწვის საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი; ბ) სერტიფიკატის მფლობელი სისტემატურად არღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევ(ებ)ის სახე და ამ დარღვევ(ებ)ის გავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე. 3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. 4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და აეროდრომის ექსპლუატანტმა წერილობით აცნობა სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და ამასთან ერთად, სააგენტო დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაც ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების სამთვიანი ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; ბ) აეროდრომის ექსპლუატანტის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 7. სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება ამ წესის მე-15 და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული მუდმივი ზედამხედველობისა და საინსპექციო/კომპლექსური შემოწმებით განხორციელებული პროცედურებით გამოვლენილ ნაკლოვანებების არსებობისას. მუხლი 15🔗. მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი  1. აეროდრომის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სერტიფიკატის მოქმედების მთელ პერიოდში, ახორციელებს სააგენტო. 2. სააგენტოს მიერ მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლის საკითხები რეგულირდება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართით („აეროდრომები“), აგრეთვე „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით. 3. ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა ითვალისწინებს: ა) სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას; ბ) აეროდრომის საექსპლუატაციო პროცედურების ცვლილებების შემთხვევაში სათანადო ორგანოების ინფორმირებისა და დაგეგმილი ან განხორციელებული ღონისძიებების მდგომარეობის შემოწმებას; გ) აეროდრომის ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების მდგომარეობის შემოწმებას, კერძოდ: გ.ა) აეროდრომზე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების პერიოდულად ან სპეციალური შემოწმების ჩატარებას, აეროდრომისა და მისი იმ მონაცემების შემოწმების ჩათვლით, რომელიც გამოქყვეყნებულია საქართველოს AIP-ში, აგრეთვე, აეროდრომის შენობა-ნაგებობების, ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, დანადგარებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმებას; გ.ბ) აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მდგომარეობის დაცვის გამუდმებულ ანალიზს, აგრეთვე, ანგარიშების განხილვას, რომლებიც შეიცავს ფრენების უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს.  თავი III აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო მუხლი 16🔗. „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ მომზადება 1. „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ (შემდგომში – სახელმძღვანელი) შეიმუშავებს აეროდრომის ექსპლუატანტი. 2. სახელმძღვანელო:  ა) მზადდება, იბეჭდება, ფორმდება და მტკიცდება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ; ბ) დგება იმ ფორმატით, რომ შესაძლებელი გახდეს მასში ცვლილებების შეტანა; გ) ითვალისწინებს გვერდების რეგისტრაციის სისტემას, აგრეთვე ცვლილებების შესატან სარეგისტრაციო გვერდს; დ) დგება იმ სახით, რომ გამარტივდეს მისი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესი. 3. სახელმძღვანელო დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან. სახელმძღვანელო უნდა წარედგინოს სააგენტოს ორ ეგზემპლიარად. მუხლი 17🔗. სახელმძღვანელოს შესანახი ადგილი 1. აეროდრომის ექსპლუატანტი, სახელმძღვანელოს სრულ და მოქმედ ეგზემპლარს ინახავს აეროდრომზე, ხოლო მის ასლს ექსპლუატაციის ძირითადი საწარმოო მოღვაწეობის განხორციელების ადგილზე, თუ ასეთ ადგილს არ წარმოადგენს აეროდრომი. 2. აეროდრომის ექსპლუატანტმა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს შესამოწმებლად უნდა წარუდგინოს სახელმძღვანელოს სრული და მოქმედი ეგზემპლარი. 3. აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ერთი ეგზემპლიარი - საკონტროლო ვერსია ინახება სააგენტოში. მუხლი 18🔗. სახელმძღვანელოში ჩასართავი ინფორმაცია 1. სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 2. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო, ამ წესის 30-ე მუხლის შესაბამისად, აეროდრომის ექსპლუატანტს ათავისუფლებს ამავე წესით დადგენილ რომელიმე მოთხოვნისაგან, სააგენტო აცნობებს ექსპლუატანტს თავის გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით, გათავისუფლების ძალაში შესვლის თარიღის და მოქმედების ვადის ჩვენებით, აგრეთვე – იმ პირობებს და/ან პროცედურებს, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე აისახება სახელმძღვანელოში. 3. თუ სახელმძღვანელოში ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული რაიმე მონაცემი არ არის ჩართული იმის გამო, რომ ის აღნიშნული აეროდრომისათვის არ გამოიყენება, ექსპლუატანტმა სახელმძღვანელოში უნდა მიუთითოს ამის მიზეზი. მუხლი 19🔗. სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა 1. ექსპლუატანტმა, სახელმძღვანელოში უნდა შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ყოველთვის, როცა ეს გამოწვეულია აეროდრომის, მისი ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, საექსპლუატაციო პროცედურების ფაქტობრივი მდგომარეობით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცვლილებები და დამატებები წინასწარ უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. 2. სახელმძღვანელოში ზუსტი მონაცემების შესანარჩუნებლად, სააგენტო, მიღებული ინფორმაციის ან საინსპექციო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, მოითხოვს ექსპლუატანტისაგან ცვლილებების ან დამატებების შეტანას ვადების ჩვენებით. 3. სახელმძღვანელოს, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულის გარდა სხვა ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება ასევე ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ.  თავი IV აეროდრომის ექსპლუატანტის უფლებამოსილება მუხლი 20🔗. ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან აეროდრომის შესაბამისობის უზრუნველყოფა აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართით („აეროდრომები“) განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, ამ წესის და აეროდრომის სერტიფიკატით გათვალისწინებული, აეროდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირების პირობების დაცვას. მუხლი 21🔗. აეროდრომის ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პერსონალის კვალიფიკაცია 1. აეროდრომის ტექნიკურ მომსახურებასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად, აეროდრომის ექსპლუატანტის ადმინისტრაციაში იქმნება საჭირო რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლების პროგრამის შემუშავებას და ახორციელებს მას. ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამა თანხმდება სააგენტოსთან.  მუხლი 22🔗. აეროდრომის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება 1. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომის, მისი მოწყობილობების, საშუალებების, აღჭურვილობის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებას, „აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში“ მოყვანილი პროცედურების შესაბამისად. 2. სერტიფიკატის მფლობელი კოორდინაციას უკეთებს ქმედებებს, რათა აეროდრომის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების მომწოდებლების მიერ, ამ აეროდრომსა და მიმდებარე საჰაერო სივრცეში უზრუნველყოფილ იქნეს ფრენებისა და საჰაერო ხომალდის უსაფრთხო მომსახურება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კოორდინაცია ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე და სამსახურებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ აეროდრომის სტრუქტურულ ერთეულს, მაგრამ დაკავშირებულნი არიან ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, კერძოდ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების, ავიასაწვავგამმართველი, საავიაციო ტექნიკური ბაზის, მეტეოროლოგიური მომსახურების და სხვა ორგანიზაციები და სამსახურები. 4. საქართველოს აეროპორტები, სადაც მგზავრთა მომსახურება ხორციელდება ტელესკოპური ტრაპების საშუალებით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფენ ამ ტრაპების პირველ რიგში გამოყენებას. მუხლი 23🔗. ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა 1. ექსპლუატანტი ადგენს აეროდრომის ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემ(ებ)ის ორგანიზაციულ სტრუქტურას. 2. აეროდრომზე ბაზირებული საწარმოები, სააგენტოები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს და/ან საჰაერო ხომალდების მომსახურებას, უზრუნველყოფენ აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას ამ მოთხოვნების შესრულებაზე. 3. ექსპლუატანტი, აეროდრომის ყველა მომხმარებლისაგან მოითხოვს თანამშრომლობას აეროდრომის ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამ(ებ)ის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს დაუყოვნებლივი ინფორმაციის მიწოდებას ნებისმიერ შემთხვევაზე, ინციდენტზე, დაზიანებასა თუ ნაკლოვანებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს/შეუძლია მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე. 4. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას, აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრნულველყოფა ხორციელდება ამ წესის თავი VI-ის შესაბამისად. 5.,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა" უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8126 (,,სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის სახელმძღვანელო') მოთხოვნებს. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა" დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან. მუხლი 24🔗. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ უსაფრთხოების მდგომარეობის შიდა შემოწმებები და ანგარიშის წარდგენა  1. აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემ(ებ)ის, საშუალებების, დანადგარებისა და აღჭურვილობის შემოწმებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. შემოწმებები ტარდება მუდმივად და სისტემატურად. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ შემოწმებები ჩატარდეს და შესაბამისი ანგარიშები მომზადდეს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. 3. აეროდრომის ექსპლუატანტი შემოწმების ანგარიშებს ინახავს 7 წლის განმავლობაში. მუხლი 25🔗. შემმოწმებლის აეროდრომზე დაშვება 1. სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ პირს (ინსპექტორს), კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეუძლია აწარმოოს აეროდრომის შენობა-ნაგებობების, საშუალებების, დანადგარებისა და სამსახურების, საექსპლუატაციო პროცედურების საინსპექციო შემოწმება და გამოცდა, შეამოწმოს ექსპლუატანტის საბუთები და ჩანაწერები, ასევე – ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემები. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი, ინსპექტორებს, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აძლევს აეროდრომის კონტროლირებად და/ან დაცულ ზონებში შესვლის უფლებას, მათ შორის, აღჭურვილობის, ჩანაწერებისა და საბუთების, ასევე, ექსპლუატანტის პერსონალის კვალიფიკაციისა და მუშაობის ეფექტურობის შესამოწმებლად. 3. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია ხელი შეუწყოს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას. 4. ამ მუხლით განსაზღვრული შემოწმების წესი და ფარგლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  მუხლი 26🔗. ანგარიშისა და შეტყობინების წარდგენა აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოს და საფრენოსნო ეკიპაჟს, ამ მუხლით განსაზღვრულ ვადებში და საკითხებზე წარუდგინოს ანგარიშები და შეტყობინებები: ა) სააერნაოსნო ინფორმაციებში უზუსტობებზე. ეროდრომის ექსპლუატანტი, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის, მისი დამატებების და შესწორებების, პილოტების შეტყობინებების (NOTAM), გაფრენისწინა ბიულეტინების ინფორმაციის და სააერნაოსნო ცირკულარების მიღებისას, ახორციელებს შედარებას და ყველა უზუსტობაზე, რომლებიც დაფიქსირდება აღნიშნულ დოკუმენტებში ამ აეროდრომის შესახებ, დაუყოვნებლივ ახსენებს სააგენტოს; ბ) წინასწარ დაგეგმილი ცვლილებების შეტყობინება აეროდრომის შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და მომსახურების დონის შესახებ. ექსპლუატანტი, წერილობითი ფორმით, სააგენტოს, არანაკლებ 48 კალენდარული დღით ადრე, ატყობინებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ეხება აეროდრომის შენობა-ნაგებობებს, აღჭურვილობას ან მომსახურების დონეს; გ) დაუყოვნებელი შეტყობინება. ამ წესის მოთხოვნების შესრულებისას, აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოში აგზავნის წერილობით შეტყობინებას, მისთვის ცნობილი იმ მონაცემების დაწვრილებითი აღწერით, რომლებიც განეკუთვნება ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებას: გ.ა) დაბრკოლებებისა და საფრთხის ნაწილში: გ.ა.ა) დაბრკოლებებით შეზღუდვის ზედაპირზე აღმართული ნებისმიერი ობიექტი, რომელიც განეკუთვნება მოცემულ აეროდრომს; გ.ა.ბ) აეროდრომზე ან მის სიახლოვეს არსებული რაიმე დაბრკოლება ან სახიფათო პირობები, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე; გ.ბ) მომსახურების დონის ნაწილში – საქართველოს AIP-ში, NOTAM-ში და ანალოგიურ ოფიციალურ გამოცემებში გამოქვეყნებული მომსახურების დონის გაუარესებაზე; გ.გ) სამუშაო მოედნის ნაწილში – აეროდრომის ნებისმიერი მუშა ფართის დაკეტვაზე; დ) სხვა ნებისმიერი პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს/შეუძლია მოახდინოს აეროდრომზე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და რომელთა მიმართ მიიღება სიფრთხილის დამატებითი ღონისძიებები, ეცნობება სააგენტოს და საჰაერო მოძრაობის მომსახურე ორგანოს; ე) საფრენოსნო ეკიპაჟისათვის სასწრაფო შეტყობინება. აღნიშნული ექვემდებარება დაუყოვნებლივ შეტყობინებას ნებისმიერი ხერხით საფრენოსნო ეკიპაჟისათვის და ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა აეროდრომის ექსპლუატანტი ვერ ახერხებს ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ისეთ საკითხებზე სათანადო შეტყობინების გადაცემას სააგენტოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენაზე.  მუხლი 27🔗. სპეციალური საინსპექციო შემოწმება. კომპლექსური შემოწმება 1. აეროდრომის ექსპლუატანტი სააგენტოს, აგრეთვე საკუთარი და/ან მოწვეული სპეციალისტების ძალებით აწარმოებს აეროდრომის სპეციალურ საინსპექციო შემოწმებას უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის მიზნით: ა) დაუყოვნებლივ, ნებისმიერი საავიაციო მოვლენის (შემთხვევის, ინციდენტის) შემდეგ; ბ) აეროდრომის შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის მშენებლობის ან რემონტის მსვლელობისას; გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აეროდრომზე ისეთი პირობები იქმნება, რაც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე. 2. სააგენტო, აეროდრომის ექსპლუატანტის კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს ექსპლუატანტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით. კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს გადაწყვეტილებით. აეროდრომის ექსპლუატანტს, კომპლექსური შემოწმების ჩატარების თაობაზე, ეცნობება შემოწმების დაწყების თარიღამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. კომპლექსური შემოწმების შედეგები აისახება კომისიის აქტში, რომელსაც იხილავს სააგენტო შემოწმების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში. მუხლი 28🔗. აეროდრომის ზედაპირიდან დაბრკოლებათა მოცილება აეროდრომის ექსპლუატანტი აეროდრომის ზედაპირიდან, უსაფრთხოების ზომების დადგენილი წესების დაცვით, დაუყო ვნებლივ აცილებს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას და სხვა ისეთ დაბრკოლებას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს/შეუძლია იმოქმედოს ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე. მუხლი 29🔗. გამაფრთხილებელი შეტყობინებები თუ აეროდრომის თავზე ან მის სიახლოვეს საჰაერო ხომალდი ასრულებს ფრენას ისე, რომ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, აეროდრომის ექსპლუატანტი: ა) დადგენილი წესით განალაგებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას მოსალოდნელ საფრთხეზე გზის იმ ნაწილზე, რომელიც ესაზღვრება საჰაერო ხომალდის მანევრირების ფართობს; ან ბ) თუ ასეთ გზას აეროდრომის ექსპლუატანტი ვერ აკონტროლებს, ის ინფორმაციას აწვდის იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ასეთ გზაზეა პასუხისმგებელი (მოსალოდნელი საფრთხის წარმოქმნის შეტყობინებაზე).  თავი V სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლება მუხლი 30🔗. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების ზოგადი დებულებები 1. სააგენტო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფლებამოსილია აეროდრომის ექსპლუატანტს წერილობით მისცეს კონკრეტული სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება. 2. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ დაცული იქნება ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. 3. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება ეძლევა აეროდრომის ექსპლუატანტს იმ პირობით, თუ გათავისუფლების შემთხვევაში, აეროდრომის ექსპლუატაციის პირობები შეესაბამება სააგენტოს მიერ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დადგენილ პირობებსა და პროცედურებს. 4. თუ აეროდრომის მახასიათებლები არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართით („აეროდრომები“) დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს და/ან რეკომენდებულ პრაქტიკას, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ის პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტისა და/ან რეკომენდებული პრაქტიკის მოთხოვნების ეკვივალენტური უსაფრთხოების დონის შესანარჩუნებლად. 5. საერთაშორისო სტანდარტებიდან, რეკომენდებული პრაქტიკიდან ან პირობებიდან და პროცედურებიდან გათავისუფლება აღინიშნება სერტიფიკატში.  თავი VI საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა მუხლი 31🔗. აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ორგანიზაცია 1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით, რომლებიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურების, აეროდრომების, საჰაერო ხომალდებისა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვის, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის, მგზავრების, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის, ფოსტის და ბორტმარაგის შემოწმების შემოღებას და განხორციელებას, საჰაერო ხომალდების გატაცების, უკანონო ხელში ჩაგდების მცდელობის გამოვლენას და აღკვეთას. 2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება აეროდრომებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პირების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურებისა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების/სამსახურების მიერ. 3. აეროდრომებისა და სხვა ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურები (შემდგომში – სუს), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა აღიჭურვონ სამსახურებრივი იარაღით, სპეციალური და ტექნიკური საშუალებებით, ავტოტრანსპორტითა და სხვა მატერიალური საშუალებებით, რომლებიც საჭიროა შემოწმების, დაშვების კონტროლისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. 4. სუს-ის თანამშრომლებმა უნდა გაიარონ სპეციალური მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსები, საავიაციო უშიშროების სერტიფიცირებულ სასწავლო ცენტრებში, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით და მიიღონ დადგენილი ნიმუშის სერტიფიკატი. 5. აეროდრომებს და ავიასაწარმოებს უნდა ჰქონდეთ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამები, რომელშიც უნდა აისახოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის გასატარებელი ღონისძიებები, ბაზირების აეროდრომის ექსპლუატაციის პირობების თავისებურებების, საჰაერო ხომალდების ფრენების გეოგრაფიის, ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდების ტიპების, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 6. აეროდრომების მშენებლობისა და/ან რეკონსტრუქციის პროექტები, რომლებიც შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან, უნდა ითვალისწინებდეს: ა) შემოწმების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ სათავსს (მგზავრთა კონტროლის ზონას) მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმებისათვის; ბ) სათავსს ფოსტის, ტვირთების და ბორტმარაგის შემოწმებისათვის; გ) სათავსს საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში მგზავრების მიერ დროებით შესანახად გადაცემული იარაღის, ტყვია-წამლის და სხვა სახიფათო საშუალებების გადასაზიდად გასაფორმებლად; დ) სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშომლებისათვის სათავსს; ე) დასასვენებელ სათავსს სუს-ის მორიგე ცვლისთვის; ვ) საყარაულო ოთახს; ზ) საკონტროლო გამშვებ პუნქტებს (შემდგომში – სგპ); თ) აეროდრომის პერიმეტრის შემოღობვას. 7. აეროდრომის სუს-ი უზრუნველყოფს საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას და ექვემდებარება უშუალოდ აეროდრომის სააგენტოს ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს საავიაციო უშიშროების საკითხებში. 8. ავიასაწარმოს (გარდა აეროდრომისა) სუს-ი უზრუნველყოფს საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებას საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე აეროდრომის სუს-თან. მუხლი 32🔗. აეროდრომის ტერიტორიაზე სასაშვო და შიდაობიექტური რეჟიმის ორგანიზება და უზრუნველყოფა 1. აეროდრომის ტერიტორიაზე სასაშვო და შიდაობიექტური რეჟიმის ორგანიზება ხორციელდება სასაშვო და შიდაობიექტური რეჟიმის ინსტრუქციის თანახმად, რომელსაც ამტკიცებს აეროდრომის ადმინისტრაცია. ინსტრუქცია, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს შეზღუდვებს პერონზე, მიმოსვლის ბილიკებზე, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობასა და ყოფნის ვადებზე. ერთობლივი ბაზირების ან გამოყენების ტერიტორიები უნდა იყოს შემოღობილი, აეროდრომის შესასვლელ-გასასვლელები უნდა იმყოფებოდეს სუს-ის ან აეროდრომის და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ და გააჩნდეს საშუალებები სატრანსპორტო საშუალებების იძულებითი გაჩერებისათვის. 2. საავიაციო პერსონალი, ავიასაწარმოების თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ აეროდრომის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან სასაშვო და შიდა ობიექტური რეჟიმის ინსტრუქციის მოთხოვნები. 3. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრები თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აეროდრომის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობებში, სადაც შესვლა კონტროლდება (შემდგომში – აეროდრომის კონტროლირებადი ზონა), დაიშვებიან აეროდრომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით, ეკიპაჟის წევრის საშვით, გაფრენის წინა შემოწმების გავლის შემდეგ. 4. საავიაციო პერსონალი, ავიაწარმოების თანამშრომლები ან სხვა პირები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ აეროდრომის ტერიტორიაზე, სასაზღვრო, საბაჟო და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სხვა ორგანოების თანამშრომლები, ამასთანავე სატრანსპორტო და მექანიზაციის საშუალებები, აეროდრომის კონტროლირებად ზონაში შესვლის წინ, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადიან შემოწმებას საავიაციო უშიშიროებაზე. 5. საავიაციო პერსონალი, ავიასაწარმოების თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ აეროდრომის ტერიტორიაზე, სასაზღვრო, საბაჟო და სახელწიფო კონტროლის განმახორციელებელი სხვა ორგანოების თანამშრომლები, ამასთანავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აეროდრომის კონტროლირებად ზონაში დაიშვებიან ამ აეროდრომის დადგენილი და სასაშვო შიდაობიექტური რეჟიმის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისი ფორმის საშვებით. ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს აეროდრომის კონტროლირებად ზონაში ყოფნის განმავლობაში ზედა ტანსაცმლის მარცხენა მხარეს უნდა ეკეთოთ პირადი საშვი სურათით და დაშვების ზონების მითითებით. 6. სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და პირები აეროდრომის კონტროლირებად ზონაში დაიშვებიან აეროდრომის ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით, ერთჯერადი ან დროებითი საშვებით, რომლებშიც უნდა იყოს მითითებული დაშვების კონკრეტული ზონა ან ზონები. 7. აეროდრომის კონტროლირებად ზონაში დაუშვებელია: ა) იმ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების ექსპლუატაცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი დადგენილი წესით; ბ) აეროდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე კინოკამერების, ფოტო და ვიდეო აპარატურის გამოყენება; გ) აეროდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ აეროდრომის კონტროლირებად ზონაში საავიაციო პერსონალის და აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირების ყოფნა; დ) თამბაქოს მოწევა იმ ადგილებში, რომლებიც ამისათვის არ არის გათვალი სწინებული; ე) ტერიტორიის სამშენებლო და სხვა მასალებით ჩახერგვა, რომლებიც ხელს უშლიან/შეიძლება შეუშალონ ტრანსპორტის მოძრაობას; ვ) ზონის ტერიტორიის არამიზნობრივად გამოყენება. 8. აეროდრომის სგპ აღიჭურვება კავშირის, განათების საშუალებებით, ტურნიკეტებით, ავტომატურად გაღების მექანიზმიანი რკინის ჭიშკრით, რომელიც მოქმედებაში მოდის დისტანციური მართვის საშუალებებით, ვიდეოთვალის და ვიდეოჩაწერის სისტემით, საგანგაშო სიგნალიზაციით, ფიზიკური პირების შემოწმების სტაციონარული დანადგარებით, საყურებელი მოედნებით, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების შემოწმებისათვის და სატრანსპორტო საშუალებების იძულებითი გაჩერებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობებით. 9. სგპ-ში უნდა მოეწყოს სტენდი აეროდრომის მომქმედი საშვების და ყველა სახის საშვზე ხელისმომწერის უფლების მქონე თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშებით. 10. აეროდრომის პერიმეტრის შემოღობვაში უნდა იყოს გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის სათადარიგო გასასვლელები, ჩამკეტი ჭიშკრებით და დამცავი სიგნალიზაციის სისტემით. სათადარიგო გასასვლელების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების მისასვლელად სამოქალაქო ავიაციის ცალკე მდგომ ობიექტებთან კონტროლდება სუს-ის მიერ. მუხლი 33🔗. აეროდრომების ობიექტების დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა 1. აეროდრომის კონტროლირებად ზონაში მუდმივი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ: ა) საჰაერო ხომალდები; ბ) ცალკე მდგომი ობიექტების და საწვავ-საცხებ-მასალებიანი სატრანსპორტო საშუალებები; გ) საფოსტო-სატვირთო ტერმინალები; დ) საბორტო კვების საამქროები; ე) კომერციული საწყობები; ვ) სახიფათო ტვირთების შესანახი საწყობები; ზ) სგპ-ები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუდმივი დაცვის საკითხები რეგულირდება აეროდრომის დაცვის ინსტრუქციით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს აეროდრომის ადმინისტრაცია. 3. აეროდრომს და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ნავიგაციის და საჰაერო მოძრაობის მართვის ობიექტების ტერიტორიას უნდა აკონტროლებდნენ სუს-ის თანამშრომლები. 4. საჰაერო ხომალდების სადგომები, საწვავ-საცხები მარაგების, სპეციალური სითხეების და აირების შესანახი ცალკე მდგომი ობიექტების ტერიტორიები, ბორტკვების სამქროები, კომერციული საწყობები, საშიში ტვირთების შესანახი საწყობები და სგპ-ბი უნდა აღიჭურვოს დამცავი განიავებით. 5. აეროდრომის და სამოქალაქო ავიაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,13-2,44 მეტრი სიმაღლის შემოღობვა გამაფრთხილებელი ანშლაგებით, რომლებიც კრძალავენ კონტროლირებად ზონაში შეღწევას. გამაფრთხილებელ ანშლაგებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 100 მეტრს. შემოღობვაში, როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საშუალებები, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამცავი სიგნალიზაციის სისტემა, ვიდეოთვალი და ვიდეოჩაწერის სისტემა და დაცვის სხვა საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები, რომელთა ტიპები და სახეობები წინასწარ თანხმდება სააგენტოსთან. პერიმეტრის შემოღობვის ზემოდან უნდა დამონტაჟდეს სხვადასხვა პროფილის მეტალის კონსტრუქციები (მჩხვლეტავი, მავთულხლართი და სხვა). პერიმეტრული შემოღობვის შიდა და გარეთა მხარეს, 3მ სიგანის ზოლი უნდა გასუფთავდეს ნაგვის, ბუჩქნარის და ხეებისაგან. ამ ზოლში არ დაიშვება ობიექტების მშენებლობა, მოწყობილობების და მასალების დასაწყობება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომა და ხილვადობის შემზღუდავი სხვა მსგავსი ქმედებები. 6. აეროდრომების ობიექტების შემოღობვის გასწვრივ შეიძლება დამატებით დაიდგას: ა) საგუშაგო კოშკურები ან საყურებელი მოედნები შემოღობვის და მიმდებარე ტერიტორიის სამეთვალყურეოდ; ბ) საკონტროლო-გაფხვიერებული ზოლი სასაშვო რეჟიმის დამრღვევის შეღწევის ადგილის გამოსავლენად; გ) სამსახურებრივი ძაღლების ბლოკ-საგუშაგოები; დ) დამცავი სიგნალიზაციის სისტემები; ე) დამრღვევის მიერ პერიმეტრის შემოღობვის გადალახვის ან მისი მცდელობის გამომვლენი და განგაშის მიმცემი ელექტრონული მოწყობილობები. 7. აეროდრომების შემოღობვის გასწვრივ, შიდა მხარეს უნდა გაკეთდეს გზა ხელოვნური საფარით. 8. აეროდრომების სუს-ის ქვედანაყოფები უნდა განთავსდნენ საყარაულო შენობაში. იარაღის და ტყვიაწამლის შენახვა ხორციელდება სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. 9. აეროვაგზლის მიმდებარე მოედნებზე იქმნება აეროვაგზლის და აეროდრომის სხვა ობიექტებიდან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მანძილზე დაშორებული საავიაციო უშიშროების ზონები. საავიაციო უშიშროების ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოკლედროიანი დგომა დასაშვებია მხოლოდ მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის. უშიშროების ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომა აკრძალულია. მუხლი 34🔗. აეროდრომის ტერიტორიაზე გაფრენისწინა და გაფრენისშემდგომი შემოწმების ორგანიზება და უზრუნველყოფა 1. მგზავრების, ბარგის (მათ შორის, ეკიპაჟის წევრების, ავიასაწარმოს პერსონალის კუთვნილი ნივთები), საჰაერო ხომალდის ბორტმარაგის, ტვირთებისა და ფოსტის გაფრენისწინა და გაფრენის შემდგომი (თუ ასეთი ტარდება) შემოწმება ტარდება აეროდრომის ან საჰაერო ხომალდში სუს-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. 2. მგზავრების, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების, ხელბარგის, ბარგის, ფოსტის, ტვირთების და საბორტო მარაგის გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება დადგენილი წესით. 3. საავიაციო პერსონალის, ავიასაწარმოების თანაშრომლების და აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის მწარმოებელი სხვა პირების შემოწმება ხორციელდება სგპ-ზე. დასაშვებია ეკიპაჟის წევრების შემოწმება სგპ-ზე, თუ ეს გათვალისწინებულია აეროდრომის სასაშვო და ობიექტის შიდა რეჟიმის ინსტრუქციით. 4. ავიაბილეთების გაყიდვის ადგილებში, მგზავრების რეგისტრაციის ზონებში ბარგის გაფორმების და შემოწმების პუნქტების წინ უნდა გამოიკრას საავიაციო უშიშროების სპეციალური ინფორმაციის შემცველი პლაკატები, რომლებშიც უნდა მიეთითოს: ა) საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული საშიში ნივთიერებების და საგნების ნუსხა; ბ) საჰაერო ხომალდით იარაღის, ტყვიაწამლის, სპეციალური საშუალებების, რადიო-, ფოტო- და ვიდეოაპარატურის, ელექტროგამომთვლელი და სატელევიზიო ტექნიკის გადაზიდვის წესები, ამასთანავე გადასატანი ხელბარგის დასაშვები ნორმები. 5. მგზავრები, დელეგაციები, მათ შორის, პირები, რომელთა მომსახურება ხორციელდება ოფიციალურ პირთა დარბაზებში, საჰაერო ხომალდში დაიშვებიან რეგისტრაციისა და გაფრენისწინა შემოწმების დადგენილი წესით გავლის შემდეგ. 6. შემნახველ საკნებში ხორციელდება ჩასაბარებელი ბარგის შემოწმება სტაციონარულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 7. აეროდრომის ტერიტორიაზე გასათვალისწინებელია სათავსოები: შემოწმების პუნქტები, რომლებიც აღიჭურვება შემოწმების სტაციონარულ-ტექნიკური საშუალებებით (რენდგენული, სატელევიზიო ინტროსკოპები, სტაციონარული მეტალომძებნები), პორტატული (ხელის) მეტალომძებნებით, ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმომჩენი საშუალებებით, ამასთანავე ვიდეოთვალით და ვიდეოჩაწერის სისტემით, რომლის ინფორმაციაც ინახება ერთი თვის განმავლობაში, ავარიული განიავებით და ელექტრო მომარაგებით, საგანგაშო სიგნალიზაციით, სატელეფონო კავშირებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების სამსახურის დისპეტჩერთან, ბილეთების რეგისტრაციისა და ბარგის მიმღებ პუნქტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. 8. შემოწმების პუნქტების დაგეგმარება უნდა განხორციელდეს გაფრენისწინა შემოწმებაგავლილი და შეუმოწმებელი მგზავრების ერთმანეთში არევის გამორიცხვის აუცილებლობის გათვალისწინებით. 9. აეროვაგზლებში გასათვალისწინებელია: ა) მგზავრთა კონტროლის ზონები – სათავსი (შემოწმების პუნქტი ფართით არანაკლებ 51 კვ.მ-ისა გაფრენისწინა შემოწმებისათვის, რომლებიც უნდა აღიჭურვოს შემოწმების სტაციონარულ-ტექნიკური საშუალებებით, ამათანავე სათავსო არანაკლებ 4კვ.მ-ის ფართისა პირადი შემოწმების ჩასატარებლად); ბ) ზონა მგზავრთა გაფრენისწინა შემოწმების ნებისმიერ პუნქტსა და საჰაერო ხომალდს შორის, რომელშიც შესვლა მკაცრად კონტროლდება (შემდგომში – სტერილური ზონა) ფართით 1 მგზავრზე არანაკლებ 1,7კვ.მ-ისა, რომელიც აღიჭურვება დასაჯდომი სკამებითა და საერთო სარგებლობის ადგილებით; გ) ცალკეული სათავსოები მგზავრთა მიერ დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის, ტყვიაწამლის და სპეციალური საშუალებების მიღება-გაცემის, შემოწმების და გაფორმებისათვის. სათავსო უნდა მდებარეობდეს კონტროლირებადი ზონის მახლობლად მგზავრების მომსახურებისათვის მოსახერხებელ ადგილებში და აღიჭურვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; დ) შესაბამისად აღჭურვილი ცალკე სათავსი, შემოწმების დროს მგზავრებისათვის ჩამორთმეული გადასატანად აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დროებით შესანახავად; ე) ოფიციალური პირების და დელეგაციების დარბაზებში მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შესამოწმებელი პუნქტები. 10. შემოწმების პუნქტის შესასვლელი და გასასვლელი კარებები არ უნდა იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, უნდა აღიჭურვონ საკეტებით და დამცავი სიგნალიზაციით. კარებების გასაღებები უნდა ინახებოდეს აეროპორტის სუს-ში. 11. შემოწმების პუნქტები უნდა შემოიღობოს. მათში შესასვლელი და გასასვლელი ისე უნდა მოეწყოს, რომ გამოირიცხოს უცხო პირების მხრიდან შემოწმების პროცესის დანახვა და შემოწმებულ მგზავრებთან კონტაქტი. 12. აეროდრომის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შემოწმების ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ყოველდღიურ შემოწმებას. კონტროლის ზონებში შემოწმების ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების მუდმივი ქმედითუნარიანობის შენარჩუნება და მათი ექსპლუატაცია ხორციელდება სუს-ის სპეციალურად მომზადებული თანამშრომლების მიერ, ხოლო ტექნიკური მომსახურება – შესაბამისი კვალიფიკაციის და დაშვების მქონე აეროდრომის სპეციალისტების მიერ. 13. ბარგი, ფოსტა, ტვირთი და ბორტმარაგი შემოწმების დროს ექვემდებარება მარკირებას, დანომრილი სტიკერების და მათი საჰაერო ხომალდის ბორტზე მიტანა ხორციელდება სუს-ის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ. მუხლი 35🔗. უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში ღონისძიებათა დაგეგმვა 1. აეროდრომის ექსპლუატანტი შეიმუშავებს და სააგენტოსთან ათანხმებს უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ ვითარებაში ღონისძიებათა გეგმას. (შემდგომში – გეგმა). 2. გეგმაში განისაზღვრება: ა) კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული ოპერატიული შტაბის ფუნქციები და უფლებამოსილება; ბ) უკანონო ჩარევის აქტების აღკვეთის ღონისძიებებში ჩართული ქვედანაყოფების ამოცანები; გ) საჰაერო ხომალდების ხელში ჩაგდების და/ან გატაცების პრევენცია და აღკვეთა; დ) უკანონო ჩარევის აქტებისას: დ.ა) შეტყობინების და კავშირის სქემა; დ.ბ) შექმნილი სიტუაციების რეგულირებისთვის საჭირო ძალების და საშუალებების რაოდენობა. 3. უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებული სიტუაციების რეგულირებაში ჩართული აეროდრომის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან ერთად, არანაკლებ კვარტალში ერთხელ ზუსტდება ოპერატიული საკითხების გეგმა. 4. უკანონო ჩარევის აქტების შემთხვევებისთვის შეტყობინების და კავშირის სქემა და ძალების და საშუალებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დაიყვანება ამ შემთხვევების დარეგულირებაში მონაწილე აეროდრომის სამსახურებსა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამდე. 5. აეროდრომის ადმინისტრაციის მიერ მუშავდება და მტკიცდება უკანონო ჩარევის აქტების მუქარის ან ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღებისას მორიგე ცვლის და სამსახურის თანამდებობის პირების მოქმედების ინსტრუქცია. 6. საჰაერო ხომალდების უკანონოდ ხელში ჩაგდების და/ან გატაცების, ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში უკანონო ჩარევის სხვა აქტების შემთხვევაში შექმნილ გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის, აეროპორტში, სადაც წარმოიქმნა ასეთი სიტუაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქმნის ოპერატიულ შტაბს. აეროდრომის და ავიასაწარმოების ადმინისტრაციები ოპერატიულ შტაბს უქმნიან მუშაობის ნორმალურ პირობებს. 7. ოპერატიული შტაბის მუშაობისთვის აეროდრომის ტერიტორიაზე გამოიყოფა სპეციალური სათავსო – სამეთაურო პუნქტი, სტაციონარულ ან მოძრავ ვარიანტში. სამეთაურო პუნქტი აღიჭურვება მართვისა და კავშირისათვის საჭირო საშუალებებით (ტელეფონები, ტელეგრაფი, ფაქსი, რადიოსადგური, ორგტექნიკა, ელექტრო ფოსტა და ა.შ.). 8. აეროდრომის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს გაუთვალისწინებელი სიტუაციების დარეგულირებაში მონაწილე ძალების და საშუალებების განთავსების პუნქტები. 9. აეროდრომის ტერიტორიაზე ეწყობა სპეციალური იზოლირებული სადგომი საჰაერო ხომალდისათვის, რომელთა მიმართაც არსებობს ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებისთვის. 10. ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით, საეჭვო საგნების შემოწმებისათვის აეროდრომს უნდა გააჩნდეს სპეციალური ზონა, აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ლოკალიზატორებით. 11. უკანონო ჩარევის აქტების შემთხვევაში საავიაციო პერსონალი, ავიასაწარმოების თანამშრომლები და აეროდრომის ტერიტორიაზე საქმიანობის მწარმოებელი სხვა პირები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ ოპერატიულ შტაბს სიტუაციის რეგულირებისათვის გატარებულ ღონისძიებებში. 12. უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების დარეგულირებისათვის აეროდრომის ადმინისტრაციას უფლება აქვს აეროდრომზე და მის შემოგარენში მიიღოს უშიშროების დამატებითი ზომები, როგორიცაა: ფიზიკურ პირთა მოქმედების შეზღუდვა, საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების აკრძალვა ან შეზღუდვა, აეროვაგზლის და აეროდრომის სხვა ობიექტების შენობებიდან მგზავრების, პერსონალის და სხვა პირების გაყვანა.  თავი VII აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო და უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრები. სააგენტოს უფლებამოსილება. პასუხისმგებლობა მუხლი 36🔗. აეროდრომების უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი  1. სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი აღირიცხება „აეროდრომის უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი), რომელსაც აწარმოებს სააგენტო. 2 გაცემული სერტიფიკატის მონაცემები მის გაცემამდე აღირიცხება რეესტრში. 3. რეესტრში აღირიცხება სერტიფიკატის გაცემასთან, მოქმედების ვადის შეჩერებასთან, განახლებასთან, გაუქმებასთან, გადაცემასთან დაკავშირებული, აგრეთვე სერტიფიკატით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია. მუხლი 37🔗. აეროდრომების სახელმწიფო რეგისტრირება. აეროდრომების სახელმწიფო რეესტრი 1. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული აეროდრომი, სერტიფიკატის გაცემისთანავე, რეგისტრირდება „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების სახელმწიფო რეესტრში“ (შემდგომ – სახელმწიფო რეესტრი), რომელსაც აწარმოებს სააგენტო. 2. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე გაიცემა ამ წესის დანართი №6-ით განსაზღვრული ფორმის „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“, რომლის ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების რიგით ნომერს. 3. სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს დანომრილ და ზონარგაყრილ ჟურნალს, რომლის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №7-ით. 4. „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ არის მხოლოდ მისი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი და არ წარმოადგენს აეროდრომის საკუთრების ან სხვა უფლების მიმნიჭებელ საბუთს. 5. სახელმწიფო რეესტრში და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატში“ ცვლილება ხორციელდება აეროდრომის მფლობელის განცხადების და/ან სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წესით, და იმ შემთხვევაში, თუ იცვლება სახელმწიფო რეესტრით და/ან „სარეგისტრაციო სერტიფიკატით“ განსაზღვრული რომელიმე მონაცემი. 6. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომი ამოიღება სერტიფიკატის გაუქმებისთანავე. 7. სახელმწიფო რეესტრიდან აეროდრომის ამოღების დღიდან მისი „სარეგისტრაციო სერტიფიკატი“ კარგავს იურიდიულ ძალას, ხოლო აეროდრომის მფლობელი – აეროდრომის ექსპლუატაციის უფლებას. მუხლი 38🔗. სააგენტოს უფლებამოსილება 1. სააგენტო, როგორც სერტიფიკატის გამცემი ორგანო, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და წესით: ა) გასცემს სერტიფიკატს, შეაჩერებს, განაახლებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს; ბ) შეაქვს ცვლილებები სერტიფიკატში; გ) აწარმოებს რეესტრს; დ) სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს შვიდი წლის განმავლობაში; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე. მუხლი 39🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.