ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

რესურცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:

                      

                           განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს

                        რესურსცენტრში შემოვიდა 13 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე.საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ს თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 

                           13-ვე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე არ მიგვიღია გადაწყვეტილება მოთხოვნის არდაკმაყოფილებაზე.

                           არ შემოსულა მოთხოვნა: საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე.

                           2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

                           რესურსცენტრს არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო.

                           ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან რესურსცენტრს  ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა

 

 

 

 

 

ამასთან რესურსცენტრის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით(დანართი №1) თან ერთვის

 

დანართი №1

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

13

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0