საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1017
სარეგისტრაციო კოდი 020090000.22.034.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| N | გამოსაკ ვლევის გვარი, სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება
№1017/01-52/ნ
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე, 1972 და 236–ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დამტკიცდეს:
ა)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი (დანართი N1);
ბ)
ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები (დანართი N2);
გ)
ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც ამ ბრძანების მიზნებისათვის აქვთ მხოლოდ სისხლის სინჯის აღების უფლება (დანართი N3).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N768 – 161/ნ ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 3🔗
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ნუსხის (დანართი N3) პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ნუსხის (დანართი N3) პირველი მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
დანართი N1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.
ამ წესის მიზანია ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ მძღოლთა გამოვლენისა და სამართალდარღვევათა ჩადენის აცილება–აღკვეთის ხელშეწყობა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.
ამ წესის მიზნებისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი/პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).
უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე მძღოლის შემოწმებით (ტესტირება), სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით (შემდგომში – ალკოტესტის აპარატი).
აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართალდარღვევაზე, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის.
ეს წესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სიმთვრალის მდგომარეობის შემოწმებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 2🔗
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, უფლებამოსილი პირი მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშულების გაჩერების მოთხოვნით.
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ მძღოლი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს და ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე (საჯარიმო ქვითარი) ხელისმოწერით, უფლებამოსილი პირი მას ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი ადგილზე შეამოწმებს მას ალკოტესტის აპარატის მეშვეობით. თუ შემოწმების (ტესტირება) შედეგი ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (საჯარიმო ქვითარი), რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების შედეგები და ტესტირების ჩატარების ზუსტი დრო.
მუხლი 3🔗
1. ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება მძღოლის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია მძღოლის ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. მძღოლმა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით ალკოტესტის აპარატში ჰაერის ნაკადის უწყვეტი ამოსუნთქვა, აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე.
2. ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას.
3. ალკოტესტის აპარატზე 0,3–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
4. თუ მძღოლი არ ეთანხმება ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად, ექსპერტიზა ჩაიტაროს ამ ბრძანების დანართი 3-ით განსაზღვრულ ერთ–ერთ/ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში
5. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი არ ეთანხმება პირველადი ტესტირების შედეგს და შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებამდე მისასვლელად საჭიროა 2 საათზე მეტი დრო, იგი ასევე უფლებამოსილია, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სისხლის სინჯი ჩააბაროს სამედიცინო დაწესებულებაში თანდართული წესის შესაბამისად, პირველადი ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათის განმავლობაში.
6. მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას.
მუხლი 4🔗
თუ არსებობს საკმაო საფუძველი ან/და ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს სამართალდამრღვევ მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება მძღოლის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) თანხმობით სამართავად შეიძლება გადაეცეს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა.
ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი გადაჰყავს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ადგილზე.
დანართი N2
ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ სისხლის სინჯის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები
მუხლი 1🔗
1. გამოსაკვლევი პირი ვალდებულია სისხლის სინჯის აღების პროცედურის დაწყებამდე მის განმახორციელებელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. სისხლის სინჯი აღებულ უნდა იქნეს გამოსაკვლევი პირიდან ვენური პუნქციის გზით მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ (ექიმი, ექთანი).
3. სისხლის სინჯის აღებისას სამედიცინო პერსონალის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ერთჯერადი ხელთათმანი.
4. პუნქციის მიდამოში უნდა მოხდეს კანის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. კანის გასაწმენდად არ გამოიყენება სპირტის (ეთანოლის) და ვერცხლისწყლის შემცველი სადეზინფექციო ნაერთები. სისხლის სინჯის აღებისას გამოიყენება სტერილური, ანტიკოაგულანტის და კონსერვანტის შემცველი ვაკუუმიანი სინჯარა თავისი ნემსით ან შრატის გამომყოფი სინჯარა კოლტის აქტივატორით (გრანულებით ან ჟელეთი).
5. გამოსაკვლევი მასალის (სისხლის სინჯის) აღება წარმოებს 2 ულუფად, რომელიც მოთავსებულ უნდა იქნეს 2 სინჯარაში, თითოეულში 5-5მლ-ის ოდენობით. სინჯარების განმეორებით გამოყენება დაუშვებელია.
6. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდეგ, სინჯარებში არსებული სითხეების/კოლტის აქტივატორის არევა უნდა მოხდეს სინჯარების ფრთხილად მინიმუმ 5-ჯერ (მაქსიმუმ 10-ჯერ) 180 გრადუსით გადაბრუნების გზით.
7. სისხლის სინჯის აღების შემდეგ პუნქციის ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით და დაედოს პლასტირი.
მუხლი 2🔗
1. სისხლის სინჯის აღებისთანავე უნდა მოხდეს სინჯარების პირველადი მარკირება. პირველადი მარკირების ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მასალის კოდი, გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სისხლის აღების თარიღი და დრო, სინჯის ამღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.
2. სისხლის ამღებმა პირმა უნდა შეავსოს პირველადი მარკირების იარლიყი/ეტიკეტები და მათი საშუალებით დალუქოს თითოეული სინჯარა იმგვარად, რომ სინჯარის გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დაურღვევლად.
3. სინჯარები გამოსაკვლევი მასალით თავსდება ცალ-ცალკე კონვერტში. თითოეულ კონვერტს ეკვრება მეორე ეტიკეტი, რომელიც პირველი ეტიკეტის იდენტურია. გარდა ამისა, კონვერტზე უნდა მიეთითოს იმ დაწესებულების დასახელება და მისამართი, სადაც სისხლის აღების პროცედურა ჩატარდა.
4. თითოეული კონვერტი ილუქება და თავსდება პოლიეთილენის პაკეტში, რომელსაც აქვს სპეციალური შესაკრავი (zip-lock). დალუქვის ადგილზე ხელს აწერს სისხლის სინჯის ამღები პირი, გამოსაკვლევი პირი და დაესმება დაწესებულების ბეჭედი. მისი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საექსპერტო დაწესებულებაში.
5. გამოსაკვლევი მასალა საექსპერტო დაწესებულებაში იგზავნება სინჯის აღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, სამედიცინო დაწესებულების სათანადო მიმართვის თანხლებით. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ ეცნობება გამოსაკვლევ პირს სინჯის აღების დროს.
6 დალუქული კონვერტების გადაცემა სამედიცინო დაწესებულებასა და საექსპერტო დაწესებულებას შორის ხორციელდება მიღება-ჩაბარების პრინციპის დაცვით და ფორმდება შესაბამისი ხელმოწერებით.
7. აღებული სისხლის ნიმუში უნდა მოთავსდეს უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ ბიქსში, სინჯარის მთლიანობის დარღვევის პრევენციული პირობების დაცვით.
8. სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას ე.წ. იზოთერმული სატრანსპორტო ჩანთები, რომლებშიც გაყინული გელით სავსე პაკეტების მოთავსებით მიიღწევა + 2 + 8 C° ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება 8 – 24 საათის განმავლობაში, ან სატრანსპორტო მაცივარ კონტეინერები, რომელთაც აქვთ მუშაობის საშუალება როგორც ჩვეულებრივ ელექტრო ქსელიდან, ასევე მანქანის აკუმულატორიდანაც, სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებისას საჭირო + 2 + 8 C° ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებისათვის.
9. მასალის ტრანსპორტირება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს როგორც სამედიცინო დაწესებულების მიერ საკუთარი რესურსით, ასევე დაკონტრაქტებული საფოსტო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, ისე, რომ დაცული იქნას ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 3🔗
1. გამოსაკვლევი მასალის ორივე ნიმუში (გამოსაკვლევი და საკონტროლო) იგზავნება საექსპერტო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მაშინვე არ ახორციელებს გამოსაკვლევი მასალის საექსპერტო დაწესებულებაში გადაგზავნას, მან უნდა უზრუნველყოს გამოსაკვლევი მასალის შენახვა სათანადო პირობების დაცვით.
2. გამოსაკვლევი მასალის მეორე ნიმუში ინახება საექსპერტო დაწესებულებაში სათანადო პირობების დაცვით 1 თვის განმავლობაში.
3. თუ ერთი თვის განმავლობაში არ დადგა სინჯის განმეორებითი კვლევის საჭიროება, გამოსაკვლევი მასალა ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სისხლის სინჯის აღების, შენახვის, გადაგზავნის, გადაგზავნილი მასალის კვლევის, გაუვარგისებული და/ან შენახვის ვადაგასული მასალის განადგურების ხარჯებს ანაზღაურებს გამოსაკვლევი პირი სამედიცინო დაწესებულების და/ან სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულების შიდა სტანდარტის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ყველა ჩატარებული პროცედურა ფიქსირდება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი N2-ის ცხრილი). ჟურნალში ფიქსირდება შემდეგი ინფორმაცია: გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი; პირადი ნომერი; მისამართი; სქესი; შემოწმების/პროცედურის ჩატარების ზუსტი დრო; სინჯის ამღები პირის სახელი, გვარი; აღებული მასალის რაოდენობა; მასალის გადაგზავნის თარიღი და დრო; გამოსაკვლევი მასალის გადაგზავნა პირის ხდება გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით თუ ფოსტით; გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა.
დანართი N3
სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის ამღები დაწესებულებებისა და ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
1. სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის აღება შესაძლებელია განხორციელდეს იმ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ფუნქციონირებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს ლაბორატორიულ სერვისს 24-საათიან რეჟიმში.
2. სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომლებშიც შესაძლებელია სისხლის სინჯის აღება განისაზღვრება ,,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 აგვისტოს N01-33/ნ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://cloud.moh.gov.ge/Default.aspx)
მუხლი 2🔗
ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებია:
ა) სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ და ბიუროს ტერიტორიული ორგანოები;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებები.
(დანართი N2-ის ცხრილი)
სარეგისტრაციო ჟურნალის ნიმუში
N
გამოსაკ
ვლევის გვარი, სახელი
პირადი N
დაბადე
ბის წელი
სქესი
მისამართი
პროცე
დურის ჩატა
რების დასრუ
ლების ზუსტი დრო
სისხლის სინჯის ამღები პირის სახელი, გვარი
აღებული მასალის რაოდენობა
მასალის გადაგზავნის თარიღი და დრო
საკვლევი
მასალის
გადაგზავნა
პირის თანდასწრებით/
ფოსტით
გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა