⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 29.09.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 416 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
29.09.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №33 2013  წლის  27  დეკემბერი ქ. თბილისი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების, მათი რაოდენობისა და მოვლა-შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით: 1. დამტკიცდეს იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთაც სამსახურებრივი სარგებლობისათვის მოემსახურებათ პერსონალური ავტომანქანები №1 დანართის შესაბამისად. 2. დადგინდეს სამსახურებრივი მიმოსვლისათვის განკუთვნილი ავტომანქანების ზღვრული ოდენობა დაწესებულებათა მიხედვით №2 დანართის შესაბამისად. 3. მიეცეს უფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს, სარგებლობაში ჰყავდეთ სპეციალური (8 ადგილზე მეტი - სამგზავრო, სამედიცინო, სატვირთო და სამეურნეო) დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაიზარდოს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით დადგენილი სამსახურებრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი. 5. სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენისა და მოვლა-შენახვის ხარჯები ყოველწლიურად განისაზღვროს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონით. 6. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (ა. ძაგანია): ა) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონებას მიკუთვნებული ავტომანქანების გადანაწილება ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ბ) გამოთავისუფლებული ავტომანქანების რეალიზაცია მოახდინოს კანონით დადგენილი წესით. 7. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, დაადგინოს უმაღლესი საბჭოს აპარატის, უმაღლეს საბჭოს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის პერსონალური და სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი. 8. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). 9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“. 10. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ვ. ყოლბაია დანართი №1 თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები პერსონალური სარგებლობისთვის -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 2 (ორი) ერთეული ; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი 1 (ერთი) ერთეული; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები (მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები) 1 (ერთი) ერთეული; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები 1(ერთი) ერთეული; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ - სამეურნეო სამმართველოს უფროსი 1 (ერთი) ერთეული. დანართი №2 დაწესებულებათა  ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები სამსახურებრივი მიმოსვლისათვის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 2 (ორი) ერთეული; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები (მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატები) თითოეულს 1 (ერთი) ერთეული; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები - თითოეულს 1 (ერთი) ერთეული; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო -  1 (ერთი) ერთეული.