იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე
მიღების თარიღი 31.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №397
სარეგისტრაციო კოდი დაფინანსების წყარო
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ზემო აფხაზეთის საავადმყოფო |
| 2 | გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო |
| 3 | საბერიოს საექიმო ამბულატორია |
| 4 | ოტობაიას საექიმო ამბულატორია |
| 5 | ნაბაკევის საექიმო ამბულატორია |
| 6 | მზიურის საექიმო ამბულატორია |
| 7 | ოქუმის საექიმო ამბულატორია |
| 8 | ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია |
| 9 | ქვემო ბარღების ამბულატორია |
| 10 | რეფის საექიმო ამბულატორია |
| 11 | შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა“ |
| 12 | შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“ |
| 13 | შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა“ |
| 14 | შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (წალკის მუნიციპალიტეტი) |
| 15 | შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №397
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად,
1. განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის 2013 წლის ის სახელმწიფო პროგრამები, მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით.
2. სამინისტრომ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები დანართის შესაბამისად, მათ შორის:
ა) 2014 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს 2013 წელს დადებული/მოქმედი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, ამასთან:
ა.ა) ხელშეკრულებების გაფორმების/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2013 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);
ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2013 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2013 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;
ბ) შენარჩუნებულ იქნეს 2013 წლის ვაუჩერული პროგრამების მიწოდების/განხორციელების/დაფინანსების პრინციპები, ამასთან, 2014 წელს გაგრძელებული ჯანმრთელობის დაცვის 2013 წლის ვაუჩერული პროგრამების ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია, აგრეთვე პროგრამებში მონაწილე ყველა მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2013 წელს განსაზღვრული წესით;
გ) შენარჩუნებულ იქნეს „იმუნიზაციის“ პროგრამის ,,ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვის“, „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვის, შენახვისა და გაცემის“ და „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტების ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2013 წელს განსაზღვრული წესით;
დ) ,,ტუბერკულოზის მართვის“ პროგრამის ,,ეპიდზედამხედველობისა და ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგის“ კომპონენტის ფარგლებში ეპიდკვლევა ნაცვლად სკრინინგული მეთოდისა (მანტუს სინჯი), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური/საქალაქო ცენტრების მიერ განხორციელდეს სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით;
ე) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის:
ე.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში:
ე.ა.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 1 იანვრიდან ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილების (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილება) 17.1 დანართით განსაზღვრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება) განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად, ხოლო 17.2 დანართით განსაზღვრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება სრულად პროგრამის ფარგლებში;
ე.ა.ბ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაციის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების დაფინანსებას სრულად, შესაბამის რაიონში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილების 17.1 დანართით განსაზღვრული თვის ლიმიტის შესაბამისად.
ე.ბ) არ გაგრძელდეს 2013 წელს არსებული ხელშეკრულება „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების კომპონენტის ფარგლებში.
ვ) „სოფლის ექიმის“ პროგრამის:
ვ.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად კომპონენტის ფარგლებში:
ვ.ა.ა) 2014 წლის 1 იანვრიდან სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება ფინანსდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით გათვალისწინებული თანხის შესაბამისად, ხოლო დაფინანსების/თანადაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად.
ვ.ა.ბ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით ან მე-12 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაციის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურების დაფინანსებას სრულად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული თანხის შესაბამისად.
ვ.ბ) „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები განისაზღვროს შემდეგი ცხრილის (სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) შესაბამისად:
სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები
№
დაწესებულება
თვის ბიუჯეტი (ლარებით)
1
ზემო აფხაზეთის საავადმყოფო
17,674
2
გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო
6,358
3
საბერიოს საექიმო ამბულატორია
12,047
4
ოტობაიას საექიმო ამბულატორია
4,332
5
ნაბაკევის საექიმო ამბულატორია
2,599
6
მზიურის საექიმო ამბულატორია
2,599
7
ოქუმის საექიმო ამბულატორია
4,332
8
ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია
2,599
9
ქვემო ბარღების ამბულატორია
867
10
რეფის საექიმო ამბულატორია
760
11
შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა“
15,518
12
შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“
5,000
13
შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა“
5,272
14
შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (წალკის მუნიციპალიტეტი)
6,014
15
შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
21,490
16
შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
25,245
17
შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (დაბა ბაკურიანი)
3,500
18
შპს „მარნეულის რაიონის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (წერაქვის ამბულატორია)
1,170
19
შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“
2,000
20
შპს „ბარისახოს ამბულატორია“
1,170
21
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
16,200
22
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ონის მუნიციპალიტეტი)
11,000
23
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
16,500
24
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (მესტიის მუნიციპალიტეტი)
9,632
25
შპს „ერედვის ამბულატორია“
8,470
26
შპს „ქარელის რაიონის სოფელ ავნევის ამბულატორია“
3,582
27
შპს „ქსუისის ამბულატორია“
8,160
28
შპს „ქურთის საავადმყოფო“
35,976
29
შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“
3,460
30
შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“
5,000
31
შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“
1,271
32
შპს „ნიქოზის ამბულატორია“
5,688
33
შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია“
1,733
34
შპს „ტყვიავის საავადმყოფო“
3,400
35
შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება“
14,504
36
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“(ლენტეხის მუნიციპალიტეტი)
12,500
ვ.გ) „შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობისა და განვითარების“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების - შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ თვის ლიმიტი განისაზღვროს 12,100 ლარით.
ვ.დ) დაევალოს სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებელთან (შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“) 2014 წლის იანვრის თვის შესაბამისი ლიმიტის ანაზღაურება განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი თვეები ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ზ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტების და სხვა საქონლის შესყიდვების უზრუნველყოფისთვის სამინისტროს, ცენტრს და სააგენტოს მიეცეთ უფლება დამატებით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება შემდეგი პროგრამების ფარგლებში, ხოლო სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და შესყიდული საქონლის მოწოდებამდე იხელმძღვანელონ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით:
ზ.ა) ,,იმუნიზაციის“ პროგრამის ფარგლებში უფლება მიეცეს ცენტრს „იმუნიზაციის“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 02) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ვაქცინების შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხოლო „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვის, შენახვისა და გაცემის“, „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა - კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ზ.ბ) ,,უსაფრთხო სისხლის“ პროგრამის ,,ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა;
ზ.გ) ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის ,,ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა;
ზ.დ) ,,აივ-ინფექცია/შიდსის“ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა;
ზ.ე) ,,ეპიდზედამხედველობის“ პროგრამის ნოზოკომიური ინფექციებისა და დიარეული დაავადებების ეპიდზედამხედველობის კომპონენტების ფარგლებში ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა;
ზ.ვ) ,,დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა;
ზ.ზ) ,,ნარკომანიის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა;
ზ.თ) „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა; ამასთან, „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში შესასყიდ მედიკამენტებში დამატებით განისაზღვროს რეკომბინანტული აქტივირებული კოაგულაციური VII ფაქტორის (rFVIIa) და აქტივირებული პროთრომბინ კომპლექს კონცენტრატის (ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსის) შესყიდვა;
ზ.ი) ,,დიაბეტის მართვის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა;
ზ.კ) ,,ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებისა და საქონლის შესყიდვა.
3. სააგენტომ და ცენტრმა 2014 წლის 31 იანვრამდე სამინისტროში წარადგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების შესაბამისად დადებული/გაგრძელებული ხელშეკრულებების შესახებ (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების), რომელიც დადგენილი წესით უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო განმახორციელებელი დადგენილი წესით აცნობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
4. სააგენტომ და ცენტრმა 2013 წლის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის დაფინანსება იმავე პირობებითა და მოცულობით განახორციელონ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, დანართის მიხედვით. ამასთან, 2013 წლის განმავლობაში სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2014 წელს, ანაზღაურდეს 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;
ბ) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წელს გაფორმებული, აგრეთვე 2012 წელს გაფორმებული და შეთანხმებით 2013 წელს გაგრძელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდეს შესაბამისი პროგრამის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან;
გ) „რეფერალური მომსახურების“ „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ 2013 წელს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2014 წელს ხელშეკრულებების გაფორმება და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან.
6. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, გაფორმდეს ხელშეკრულებები და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან.
7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21
თებერვლის დადგენილება №192
– ვებგვერდი, 24.02.2014წ.
მუხლი 2🔗
სამინისტრომ, სააგენტომ და ცენტრმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
პროგრამული კოდი
დაფინანსების წყარო
ღონისძიებები
პროგრამული კოდი
დაფინანსების წყარო
განმახორციელებელი
35 03 02 01
1) დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
ა) კიბოს სკრინინგის კომპონენტი
35 03 03 01
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
ცენტრი
ბ) ბავშვთა ასაკის განვითარების შეფერხება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
გ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა
დ) მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანია
ე) ადმინისტრირება და მონიტორინგი
35 03 02 02
2) იმუნიზაცია
ა) ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა
35 03 03 02
იმუნიზაცია
ცენტრი
ბ) სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა
ცენტრი
გ)ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა
ცენტრი
დ) ვაქცინების, შრატებისა და ასაცრელი მასალების შენახვა და გაცემა-განაწილება „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ ერთეულებამდე და სხვა ლოჯისტიკური ხარჯები
ცენტრი
35 03 02 03
3) ეპიდზედა-მხედველობის პროგრამა
ა) რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსება
35 03 03 03
ეპიდზედამხედველობის პროგრამა
ცენტრი
ბ) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება (მათ შორის – სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვა)
ცენტრი
გ) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა, ნოზოკომიური ინფექციების, დიარეული დაავადებების, მენინგოენცეფალიტების, ჰეპატიტებისა და ჰემორაგიული ცხელებების ეპიდზედამხედველობის, კომპონენტების ფარგლებში ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა (მ.შ. გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კომპონენტის ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა )
ცენტრი
დ) ადმინისტრირება და მონიტორინგი
ცენტრი
35 03 02 04
4) უსაფრთხო სისხლი
ა) დონორული სისხლის კვლევა B და C ჰეპატიტზე, აივ-ინფექციაზე/შიდსზე და ათაშანგზე
35 03 03 04
უსაფრთხო სისხლი
ცენტრი
ბ) ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფა
გ) უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანია, მათ შორის, „უანგარო დონორთა მსოფლიოს დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა
35 03 02 05
5) პროფესიულ დაავადებათა პრევენცია
35 03 03 05
პროფესიულ დაავადებათა პრევენცია
ცენტრი
35 03 02 06
6) ინფექციური დაავადებების მართვა
35 03 03 06
ინფექციური დაავადებების მართვა
სააგენტო
35 03 02 07
7) ტუბერკულო-ზის მართვა
ა) ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ფარგლებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება – 12 500 ლარი თვეში)
35 03 03 07
ტუბერკულოზის მართვა
სააგენტო
ბ) ეპიდზედამხედველობისა და ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგი
ცენტრი
გ) ლაბორატორიული კონტროლი
ცენტრი
დ) სტაციონარული მომსახურება
სააგენტო
ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა
სააგენტო
35 03 02 08
8) აივ-ინფექცია/შიდსი
ა) აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება
35 03 03 08
აივ-ინფექცია/შიდსი
ცენტრი
ბ) ამბულატორიული მომსახურება
სააგენტო
გ) სტაციონარული მომსახურება
სააგენტო
35 03 02 09
9) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
ა) ანტენატალური მეთვალყურეობა
35 03 03 09
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
სააგენტო
ბ) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა
სააგენტო
გ) გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა
სააგენტო
დ) ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა
ცენტრი
ე) ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
სააგენტო
ვ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა
ცენტრი
35 03 02 10
10) ნარკომანია
ა) სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია
35 03 03 10
ნარკომანია
სააგენტო
ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში
გ) ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვა
დ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა
35 03 03 01
11) ფსიქიკური ჯანმრთელობა
ა) ამბულატორიული მომსახურება
35 03 04 01
ფსიქიკური ჯანმრთელობა
სააგენტო
ა.ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება
ა.ბ) ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
ა.გ) ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა
ა.დ) ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია
ბ) სტაციონარული მომსახურება
ბ.ა) ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება
ბ.ბ) ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი
ბ.გ) ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება
35 03 03 02
12) დიაბეტის მართვა
ა) დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება
35 03 04 02
დიაბეტის მართვა
სააგენტო
ბ) სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება
გ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა
35 03 03 03
13) ბავშვთა ონკოჰემატოლო-გიური მომსახურება
35 03 04 03
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება
სააგენტო
35 03 03 04
14) დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია
ა) ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა
35 03 04 04
დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია
სააგენტო
ბ) პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა
სააგენტო
გ) ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება
სამინისტრო
დ) თირკმლის ტრანსპლანტაცია
სააგენტო
ე) ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა
სააგენტო
ვ) სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა
სააგენტო
35 03 03 05
15) ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა
ა) ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა
35 03 04 05
ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა
სააგენტო
ბ) ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა
გ) ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
35 03 03 06
16) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა
ა) იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება
35 03 04 06
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა
სააგენტო
ბ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება
გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება
დ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
35 03 03 07
17) სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო
ტრანსპორტირება
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარება
35 03 04 07
სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება
სააგენტო
ბ) სამედიცინო ტრანსპორტირება
ბ.ა) რეფერალური დახმარება
ბ.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
ბ.გ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა
35 03 03 08
18) სოფლის ექიმი
ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად
35 03 04 08
სოფლის ექიმი
სააგენტო
ბ) სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება
გ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება
35 03 03 09
19) რეფერალური მომსახურება
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
35 03 04 09
რეფერალური მომსახურება
სააგენტო
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმიური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება
გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევა
დ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფა
35 03 03 10
20) სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
ა) სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმება
35 03 04 10
სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
სააგენტო
ბ) სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებითი სტაციონარული გამოკვლევები