ა) პირველ და მე-2 პუნქტებში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

ბ) მე-3 პუნქტში აღინიშნება უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

გ) მე-4 პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებში მიეთითება მონაცემები არასამხედრო გემის შესახებ;

დ) მე-5 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებში მიეთითება არასამხედრო გემის კაპიტნის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი ან პირადი ნომერი;

ე) მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და შედეგები;

ვ) მე-7 პუნქტში მიეთითება თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ)  მე-8 პუნქტში მიეთითება მონაცემები ოქმზე დართული დოკუმენტების თაობაზ