„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№447
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.033.016604
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №447

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული  ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2008წ. N61, მუხ. 698) შეტანილ იქნეს  ცვლილება:
1. „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა - ორგანიზაციის ბალანსი“ (ფორმა N1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. „ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ  – ბალანსის დანართი“ ფორმა N3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. „ანგარიში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ – ბალანსის დანართი“ ფორმა №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. „ანგარიში ფულადი გრანტების შესახებ – ბალანსის დანართი“ ფორმა N4-1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. „ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ – ბალანსის დანართი“ ფორმა N5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. „ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე – ბალანსის დანართი“ ფორმა №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
7. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„ა) 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან, მეორე თვის 10 რიცხვამდე;“. 

8. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა პერიოდული (1 აპრილის, 1 ივლისის, 1 ოქტომბრის მდგომარეობით) და წლიური ანგარიშგებები წარუდგინონ – ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური