„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №387 |
|
2013 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) სისტემატიზებული და დისციპლინური მიდგომით, სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემებისა და პროცედურების, სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენისა და მათი მართვის მექანიზმების, და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენისა და აღმოფხვრის მექანიზმების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი:
პ.ა) აფასებს სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობას, გამოავლენს შესაძლო ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად;
პ.ბ) გამოავლენს და აფასებს სტრატეგიულ, ფინანსურ, ტექნოლოგიური უსაფრთხოების, რეპუტაციულ, საოპერაციო და კონტროლის რისკებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
პ.გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით;
პ.დ) ახორციელებს მონიტორინგს მის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულებაზე;
პ.ე) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №387. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.017556.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №387, 30.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017556 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2177581/