ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

(01.01.2013–01.12.2013)

 

2013 წლის განმავლობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თოთხმეტი მოთხოვნა. ყველა მათგანი დაკმაყოფილებული იქნა ათი დღის ვადაში. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურეა ნელი თავიდაშვილი – საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯები (ინფორმაციის ასლის დამზადება და ელექტრონულ მატარებელზე გადატანა) მთელი წლისათვის არ აღემატება 25 (ოცდახუთი) ლარს.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, აგრეთვე არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედებს ერთიანი საქმისწარმოება, ამდენად საჯარო მონაცემთა ბაზები განცალკევებით არ მუშავდება. საჯარო ინფორმაციის გაცემის გადაწყვეტილება მიიღება ყოველი მოთხოვნისათვის დამოუკიდებლად, პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის მიერ, საკრებულოს აპარატის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.

მიმდინარე წლის მანძილზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. არ დაფიქსირებულა საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი.

აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია – ბიუჯეტები, პროგრამები, ანგარიშები განთავსებულია მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდზე www.ambrolauri.ge.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2013.
როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013 წლის ანგარიში“?
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2013. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2013 წლის ანგარიში“, №0, 09.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2178503/