⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.11.2015)
გაუქმებულია:

გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.01.2014
ძალის დაკარგვა 01.11.2015
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №02
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,272 სიტყვა · ~31 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.01.2014 მიღება
01.11.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
სითხეები, აეროზოლები და გელიები (საგ)
მათ განეკუთვნება წყალი და სხვა სასმელები, წვნიანები, ჯემები, ჩაშუშული ხორცი, სოუსები და პასტები; საკვები პროდუქტები სოუსის სახით ან დიდი რაოდენობის სითხის (100გრ-ზე მეტი) შემადგენლობით; კრემები, ლოსიონები, კოსმეტიკური საშუალებები და ზეთები; სუნამოები; სპრელები; გელები, საშხაპე და თმების გელების ჩათვლით, წნევის ქვეშ მყოფი ტარის შიგთავსი, საპარსი ქაფის ჩათვლით, სხვა სახის ქაფები და დეზადორანტები; პასტები, კბილების პასტის ჩათვლით; სითხეების და მყარი ნივთიერებების ნარევები; წამწამების საღებავი ტუშები; ტუჩის პომადები და ოთახის ტემპერატურაზე ანალოგიური კონსისტენციის ნებისმიერი პროდუქტები
მუხლი 2
არასანქცირებული გახსნისგან დაცული პაკეტების (აგდპ) მარაგი
არასანქცირებული გახსნისგან დაცული პაკეტები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ აეროპორტში ვაჭრობის ობიექტზე ან საჰაერო ხომალდის ბორტზე გაყიდული საგ-ების შესაფუთად
მუხლი 2
საგ-ს მარაგი
ეს არის სითხეები, აეროზოლები და გელები ნებისმიერი მოცულობით, რომლებიც განკუთვნილია აეროპორტების ვაჭრობის ობიექტებში (კვების პროდუქტებისა და სასმელების გარდა, რომლებიც მოიხმარება აეროპორტის სათავსებში და არ არის განკუთვნილი საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად) ან საჰაერო ხომალდის ბორტზე, მგზავრობის დღეს გასაყიდად
მუხლი 2
საგ-ის და/ან აგდპ-ის ცნობილი მიმწოდებელი
იურიდიული პირი, რომელიც აეროპორტის კონტროლირებად ზონაში საგ-ის და აგდპ-ის შემოტანის მომენტიდან მგზავრებისადმი მიწოდებამდე, უშიშროების უზრუნველსაყოფად ახორციელებს კონტროლს და საგ-ის და აგდპ-ის მარაგში არასანქცირებული ჩარევისაგან დაცვას
მუხლი 2
აეროპორტის ვაჭრობის ობიექტი
აეროპორტის კონტროლირებად ზონაში, სასაზღვრო კონტროლის ზონასა და საავიაციო უშიშროებაზე კონტროლის ზონას შორის განთავსებული სავაჭრო ობიექტ(ებ)ი, მათ შორის, უბაჟო ვაჭრობის (DUTY FREE) ობიექტ(ებ)ი
მუხლი 2
თანმქონი ნივთები
მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ის ნივთები (ხელბარგის გარდა), რომლებიც მათ თან აქვთ (სხეულზე, ტანსაცმელში) და რომელთა გადატანასაც ისინი გეგმავენ საჰაერო ხომალდით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით და „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №02 2014 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ     „საქართველოს საჰაერო კოდექსის" მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გაფრენისწინა შემოწმების წესი“  №1–14 დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 13 ნოემბრის №168 ბრძანება „ ტექნიკური რეგლამენტის „ გაფრენისწინა შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია გაფრენისწინა შემოწმების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტის „ გაფრენისწინა შემოწმების წესის“ ( შემდგომში – წესი) შემუშავების საფუძვლად გამოყენებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის კარი V- ის („ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება“), „მ ართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულების, „ უკანონო ჩარევის აქტებისაგან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 მაისის №14- ს ბრძანებულების, „ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის („ საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან“), იკაო- ს ოფიციალური გამოცემის DOC 8973 („ მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმძღვანელო“) მოთხოვნები. 2. წესი, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ადგენს სამოქალაქო აეროპორტში საჰაერო ხომალდების, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების, საავიაციო პერსონალის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთის და ფოსტის სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გაფრენისწინა შემოწმების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ რეისებზე. 3. წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა აეროპორტის, საჰაერო გადამყვან- გადამზიდველის ( შემდგომში – ავიაგადამზიდველი), სატვირთო ტერმინალის და სხვა ავია- საწარმოთა თანამშრომლებისათვის, მგზავრებისთვის და სხვა ნებისმიერი პირისათვის, რომლებიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ აეროპორტის ტერიტორიაზე. 4. გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის, მგზავრების, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების და საავიაციო პერსონალის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდის შესაძლო ხელში ჩაგდების ( გატაცების) და/ ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის სხვა აქტების აღკვეთის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნებისა და ნივთიერებების უკანონოდ გატანის არდაშვების მიზნით. 5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით რეგისტრირებული ბარგის, ხელბარგის ან თანმქონი ნივთების სახით, სითხეების, აეროზოლების და გელიების გაფრენისწინა შემოწმება და გადაზიდვისას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ამ წესის დანართი №13- ის შესაბამისად. 6. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე მგზავრებისათვის და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასატანად აკრძალული, აგრეთვე გარკვეულ მოთხოვნათა დაცვით ნებადართული, სახიფათო ნივთიერებების და საგნების ძირითადი ნუსხა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1- ით. 7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობის, „ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ( შემდგომში – ჩიკაგოს კონვენცია) მე-17 დანართის („ საავიაციო უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან“) და „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ  „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ (შემდგომ – სააგენტო).  მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სითხეები, აეროზოლები და გელიები (საგ) – მათ განეკუთვნება წყალი და სხვა სასმელები, წვნიანები, ჯემები, ჩაშუშული ხორცი, სოუსები და პასტები; საკვები პროდუქტები სოუსის სახით ან დიდი რაოდენობის სითხის (100გრ-ზე მეტი) შემადგენლობით; კრემები, ლოსიონები, კოსმეტიკური საშუალებები და ზეთები; სუნამოები; სპრელები; გელები, საშხაპე და თმების გელების ჩათვლით, წნევის ქვეშ მყოფი ტარის შიგთავსი, საპარსი ქაფის ჩათვლით, სხვა სახის ქაფები და დეზადორანტები; პასტები, კბილების პასტის ჩათვლით; სითხეების და მყარი ნივთიერებების ნარევები; წამწამების საღებავი ტუშები; ტუჩის პომადები და ოთახის ტემპერატურაზე ანალოგიური კონსისტენციის ნებისმიერი პროდუქტები; ბ) არასანქცირებული გახსნისგან დაცული პაკეტების (აგდპ) მარაგი – არასანქცირებული გახსნისგან დაცული პაკეტები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ აეროპორტში ვაჭრობის ობიექტზე ან საჰაერო ხომალდის ბორტზე გაყიდული საგ-ების შესაფუთად; გ) საგ-ს მარაგი – ეს არის სითხეები, აეროზოლები და გელები ნებისმიერი მოცულობით, რომლებიც განკუთვნილია აეროპორტების ვაჭრობის ობიექტებში (კვების პროდუქტებისა და სასმელების გარდა, რომლებიც მოიხმარება აეროპორტის სათავსებში და არ არის განკუთვნილი საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად) ან საჰაერო ხომალდის ბორტზე, მგზავრობის დღეს გასაყიდად; დ) საგ-ის და/ან აგდპ-ის ცნობილი მიმწოდებელი – იურიდიული პირი, რომელიც აეროპორტის კონტროლირებად ზონაში საგ-ის და აგდპ-ის შემოტანის მომენტიდან მგზავრებისადმი მიწოდებამდე, უშიშროების უზრუნველსაყოფად ახორციელებს კონტროლს და საგ-ის და აგდპ-ის მარაგში არასანქცირებული ჩარევისაგან დაცვას; ე) აეროპორტის ვაჭრობის ობიექტი – აეროპორტის კონტროლირებად ზონაში, სასაზღვრო კონტროლის ზონასა და საავიაციო უშიშროებაზე კონტროლის ზონას შორის განთავსებული სავაჭრო ობიექტ(ებ)ი, მათ შორის, უბაჟო ვაჭრობის (DUTY FREE) ობიექტ(ებ)ი; ვ) თანმქონი ნივთები – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ის ნივთები (ხელბარგის გარდა), რომლებიც მათ თან აქვთ (სხეულზე, ტანსაცმელში) და რომელთა გადატანასაც ისინი გეგმავენ საჰაერო ხომალდით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით და „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. გაფრენისწინა შემოწმების ჩატარების ორგანიზება 1. აეროპორტში საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების, საავიაციო პერსონალის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთების და ფოსტის გაფრენისწინა შემოწმება ( შემდგომში – შემოწმება) ხორციელდება აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიასაწარმოს ( ავიაგადამზიდველი, სატვირთო ტერმინალი) გაფორმებული აქვს აეროპორტთან ხელშეკრულება გაფრენისწინა შემოწმების საკუთარი ძალებით უზრუნველყოფაზე და ეს ხელშეკრულება შეთანხმებულია სააგენტოსთან. 2. ავიაგადამზიდველი, სააგენტო სთან და აეროპორტთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს გაფრენისწინა შემოწმებას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იმ აეროდრომებზე ან დასაჯდომ მოედნებზე, სადაც არ ფუნქციონირებს საავიაციო უშიშროების სამსახურები, შემოწმებას ახორციელებს საჰაერო ხომალდის მეთაური ან მის მიერ დანიშნული ეკიპაჟის რომელიმე წევრი. 4. აეროპორტებში შემოწმების ჩატარება ხორციელდება სპეციალურ შენობაში ( შემოწმების პუნქტ( ებ) ში), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს შემოწმების სტაციონარული საშუალებებით და დაკვირვების ვიდეოსისტემებით, ამასთანავე, სათავსებით/ კაბინებით პირადი ( ინდივიდუალური) შემოწმების ჩატარებისთვის. 5. შემოწმების დროს გამოიყენება ტექნიკური და სპეციალური საშუალებები: სტაციონარული რენტგენოსატელევიზიო ინტროსკოპები და მეტალმძებნები, პორტატული ( ხელის) მეტალმძებნები და სხვა საშუალებები ( შემდგომში – ტექნიკური და სპეციალური საშუალებები). შემოწმებისას გამოიყენება აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების ან აეროპორტის კინოლოგიური ქვედანაყოფების სამსახურებრივი ძაღლები. 6. შემოწმების ჩატარების ინსტრუქციებს შეიმუშავებენ შემოწმების განმახორციელებელი ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურები. ინსტრუქციები, მომსახურე აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის კომიტეტთან ( შემდგომში – აეროპორტის კომიტეტი) და სააგენტო სთან შეთანხმების შემდეგ მტკიცდება ავიასაწარმოს ხელმძღვანელის მიერ. 7. შემოწმება ხორციელდება ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო რეისებზე. 8. ადგილობრივ რეისებზე მგზავრების შემოწმება ტარდება მათი რეგისტრაციის შემდეგ, საერთაშორისო რეისებზე კი რეგისტრაციის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ. 9. მგზავრის ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება ხორციელდება მგზავრის თანდასწრებით. ბარგის ხელით შემოწმება შეიძლება განხორციელდეს როგორც მგზავრის თანდასწრებით, ასევე მის დაუსწრებლად. მგზავრის დასწრებას მისი ბარგის ხელით შემოწმებაზე, შემმოწმებლის მოთხოვნით უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი. 10. საავიაციო უშიშროების, სასაზღვრო და საბაჟო ( საერთაშორისო რეისის შემთხვევაში) ორგანოების ხელმძღვანელების და ავიაგადამზიდველის წარმომადგენლის საერთო გადაწყვეტილებით, მგზავრის დაუსწრებლად ბარგის ხელით შემოწმება, რაც დაკავშირებულია ბარგის გახსნასთან, ხორციელდება საავიაციო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საავიაციო უშიშროების სამსახურის, სასაზღვრო, საბაჟო ორგანოების და ავიაგადამზიდველის თანამშრომლები/ წარმომადგენლები, ორი მოწმის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას – მგზავრის დაუსწრებლად ბარგის ხელით შემოწმებას მისი გახსნით, წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მგზავრმა დაარეგისტრირა ბარგი, მიიღო რეგისტრირებული ბარგის საჭდე და შემდგომ, მიუხედავად ავიაგადამზიდველის წარმომადგენლის მიერ მგზავრის უშედეგო ძებნისა და აეროპორტის შიდა რადიოქსელით არაერთჯერადი ( არანაკლებ სამი) გამოცხადებისა, არ გამოცხადდა საკუთარი ბარგის შემოწმებაზე მგზავრთა რეგისტრაციის დამთავრებამდე. ბარგში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის აშკარა ნიშნებისას, ამ პუნქტით განსაზღვრული წესით დაუყოვნებლივ მიიღება გადაწყვეტილება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების თაობაზე. იმ მგზავრის ბარგის გადაზიდვა, რომელიც არ გამოცხადდა ჩასხდომაზე, აკრძალულია. 11. გასაფრენად მომზადებული საჰაერო ხომალდის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება საჰაერო ხომალდის, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, ეკიპაჟის წევრების, საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთებისა და ფოსტის განმეორებითი შემოწმება. 12. მგზავრის, მისი თანმქონი ნივთების, ხელბარგის ან რეისზე შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებული მიზეზით, ამ მგზავრის რეისზე დაგვიანების შემთხვევაში, აეროპორტის ან ავიაგადამზიდველის ადმინისტრაცია ( რომელიც ახორციელებს შემოწმებას), უზრუნველყოფს მგზავრის შემდგომი რეისით გამგზავრებას. 13. ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია გააუქმოს მგზავრთან დადებული გადაყვანა- გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ მგზავრმა განაცხადა უარი შემოწმებაზე. 14. საფოსტო გზავნილების შემოწმება ხორციელდება მათი გახსნის გარეშე. შეფუთვადარღვეული საფოსტო გზავნილები საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასაზიდად არ დაიშვება. 15. საბორტო მარაგის შემოწმება ტარდება შესაბამისად აღჭურვილ შემოწმების პუნქტებში. 16. შემოწმებული ბარგი, საბორტო კვება, ტვირთი და ფოსტა ექვემდებარება საავიაციო უშიშროების სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ დანომრილი სტიკერებით მარკირებას. სტიკერის ფორმა განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციებში. მუხლი 4🔗. შემოწმების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები 1. შემოწმების ორგანიზაციულ- ტექნიკურ ღონისძიებებს განეკუთვნება: ა) საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის, საბრძოლო მარაგის, ასაფეთქებელი მოწყობილობების, ფეთქებადი, მომწამლავი, ადვილად აალებადი და იმ სხვა სახიფათო ნივთიერებების და საგნების უკანონო შეტანის დროული გამოვლენა და აღკვეთა, რომლებიც გათვალისწინებულია „ საჰაერო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის წევრების და მგზავრების მიერ, თანმქონი ნივთების, ხელბარგის და ბარგის სახით გადასატანად აკრძალული, აგრეთვე, გარკვეულ მოთხოვნათა დაცვით ნებადართული, სახიფათო ნივთიერებების და საგნების ძირითადი ნუსხით“ ( ამ წესის დანართი №1); ბ) სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში, მართლსაწინააღმდეგო ქმედობის აღკვეთის უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირ( ებ) ისათვის, საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდების მუქარის ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის სხვა აქტების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება; გ) მგზავრთა მომსახურების ყველა ეტაპზე მათი ინფორმირება შემოწმების მიზნებისა და გავლის წესის, მგზავრთა უფლებებისა და მოვალეობების, საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ნუსხის და საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკანონოდ შეტანის შემთხვევაში მგზავრთა პასუხისმგებლობის შესახებ; დ) კონკრეტული რეისის შემოწმებაგავლილი და ჩასასხდომად დაშვებული მგზავრების შერევის გამორიცხვა შემოწმებაგაუვლელ მგზავრებთან, გამცილებლებთან და/ ან იმ საავიაციო პერსონალთან, რომლებსაც არ აქვთ უფლებამოსილება ამ კონკრეტული რეისის მგზავრების მომსახურებასთან. 2. მგზავრების შესამოწმებლად აეროპორტში ეწყობა კონტროლის იზოლირებული ზონები. კონტროლის ზონა შედგება შემოწმების ერთი ან რამდენიმე პუნქტისაგან, შემოწმების პუნქტ( ებ) ის და საჰაერო ხომალდს შორის მგზავრების მოსაცდელი იმ ზონის ჩათვლით, რომელში შესვლაც მკაცრად კონტროლდება ( შემდგომში – სტერილური ზონა). კონტროლის ზონის და შემოწმების პუნქტ( ებ) ის შესასვლელების წინ უნდა გამოიკრას მაჩვენებელი წარწერით: „ კონტროლის ზონა“; „ შემოწმების პუნქტი“. წარწერა უნდა იყოს მინიმუმ ორ ენაზე: ქართული და ინგლისური. 3. შემოწმების პუნქტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი სათავსი და კაბინა პირადი ( ინდივიდუალური) შემოწმებისათვის. 4. აეროპორტებში კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების რაოდენობა და მათი აღჭურვა ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით განისაზღვრება გადაზიდვების მოცულობის მიხედვით და ისინი აისახება აეროპორტის „ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში“. 5. შემოწმების საიმედობის უზრუნველყოფა და მგზავრთა მომსახურება ხორციელდება: ა) აეროპორტის სამგზავრო ტერმინალებში ( აეროვაგზალში), კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების, აგრეთვე, ამ ზონებში და პუნქტებში ტექნიკური და სპეციალური საშუალებების ოპტიმალური განლაგებით; ბ) მგზავრების კომფორტულად განთავსების, საავიაციო პერსონალისათვის მუშაობის და შემოწმების პროცედურების მოხერხებულად ჩატარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნით; გ) ტექნიკური და სპეციალური საშუალებების ექსპლუატაციის პირობებისა და მომსახურების წესების დაცვით. 6. კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების აღჭურვა უნდა შეესაბამებოდეს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებით დამტკიცებული „ აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ 34- ე მუხლის მოთხოვნებს. 7. კონტროლის ზონებსა და შემოწმების პუნქტებში, შემოწმების გასავლელად დაიშვებიან კონკრეტული რეისის შემდგომი რეისის მგზავრებიც, თუ მათ გააჩნიათ დადგენილი წესით გაფორმებული ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი. 8. კონტროლის ზონებსა და შემოწმების პუნქტებში აკრძალულია იმ პირების ყოფნა, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება. 9. კონტროლის ზონების და შემოწმების პუნქტების ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს აეროპორტის ადმინისტრაცია. მუხლი 5🔗. გაფრენისწინა შემოწმების ჯგუფის სტრუქტურა 1. შემოწმების ჩამტარებელ საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ჯგუფის წევრთა ( შემდგომში – შემოწმების ჯგუფი) რაოდენობა, ისევე როგორც აღნიშნული სამსახურის თანამშრომლების საშტატო რაოდენობა, განისაზღვრება აეროპორტის მუშაობის რეჟიმის, მგზავრთა გადაყვანა- გადაზიდვების მოცულობის, აეროპორტის მიერ მომსახურე საჰაერო ხომალდების და შემოწმების პუნქტების აღჭურვილობის გათვალისწინებით. ამ პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომელთა რაოდენობას ამტკიცებს ავიასაწარმოს ხელმძღვანელი. 2. მგზავრთა შემოწმების ჯგუფი შედგება საავიაციო უშიშროების სამსახურის ხუთი თანამშრომლისაგან, რომელთა შორის ფუნქციები ნაწილდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 3. აეროპორტის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ნაწილდებიან ცვლების სახით. თითოეულ ცვლაში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება მოქმედი შემოწმების პუნქტების რაოდენობის მიხედვით. შემოწმების პუნქტის თანამშრომელთა მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს რანგით უფროსი ან შემოწმების ცვლის უფროსი. 4. შემოწმების ჩატარების პერიოდში შემოწმების ჩამტარებელ, საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს, უნდა ეცვათ ავიასაწარმოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფორმა, სახელოზე ან მკერდზე განმასხვავებელი ნიშნით. ფორმის ნიმუში თანხმდება აეროპორტის კომიტეტთან. 5. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ასახული უნდა იყოს აეროპორტის „ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში“.  მუხლი 6🔗. საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი შემოწმების ჩატარებისას 1. შემოწმების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უფლება- მოვალენი არიან: ა) მოითხოვონ მგზავრებისაგან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; ბ) შემოწმების პუნქტში მგზავრის შესვლისას, შეუმოწმონ მას სამგზავრო ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი საბუთ( ებ) ი და ამ საბუთების მონაცემების ერთმანეთთან შესაბამისობა; გ) ჩაატარონ გამოკითხვა პოტენციურად საშიში მგზავრებისა და მგზავრების თანმქონი, საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების გამოვლენის მიზნით; დ) გ ანახორციელონ მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების, საავიაციო პერსონალის, საჰერო ხომალდის საბორტო მარაგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთების და ფოსტის შემოწმება; ე) პოტენციურად საშიში მგზავრების გამოვლენის მიზნით დააკვირდნენ მგზავრის საქციელს შემოწმების პუნქტში; ვ) ჩამოართვან მგზავრს აღმოჩენილი, საჰაერო ტრანსპორტით გადასატანად აკრძალული, საგნები და ნივთიერებები; ზ) შეამოწმონ მგზავრების მიერ შემნახველ საკანში ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩასაბარებელი ბარგი; თ) შემოწმების ეფექტურობის მიზნით, შემოწმების ტექნოლოგიისა და ტექნიკური და სპეციალური საშუალებების გამოყენების სრულყოფის კუთხით, მოახსენონ საკუთარი მოსაზრებები უშუალო ხელმძღვანელს; ი) გადასაზიდად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოვლენის ან მათი არსებობის აშკარა ეჭვის შემთხვევაში, მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრის პირადი შემოწმების ჩატარების შესახებ; კ) განახორციელონ კონტროლი მგზავრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფრენის პერიოდში, დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის, ვაზნების და საბრძოლო მარაგის გადაზიდვის წესების დაცვაზე; ლ) ჩამოართვან მგზავრს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების პროცესში აღმოჩენილი იარაღი და საბრძოლო მასალები ( გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ იყვნენ შეიარაღებულნი საჰაერო ხომალდის ბორტზე), აგრეთვე ამ წესით განსაზღვრული, საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული სხვა სახიფათო საგნები და ნივთიერებები; მ) დააკავონ საავიაციო უშიშროების, ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დამრღვევი პირები; ნ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები; ო) მგზავრების მიმართ იყვნენ ყურადღებიანნი და თავაზიანნი; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში, გააფორმონ სათანადო საბუთები შემოწმების დროს საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასაზიდად აკრძალული საგნების და ნივთიერებების ამოღების შემთხვევაში; ჟ) ჰქონდეთ სათანადო უნარ- ჩვევები მგზავრების თანმქონი ნივთების, აგრეთვე ხელბარგის, ბარგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთისა და/ ან ფოსტის სახით, საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების გამოსავლენად; რ) საავიაციო უშიშროების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევი პირის მიმართ გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით, დადგენილი წესით წარუდგინონ მასალები თავის ხელმძღვანელობას; ს) არ დაუშვან გასაფრენად მგზავრები, რომლებიც უარს აცხადებენ შემოწმებაზე; ტ) არ დაუშვან შემოწმების პუნქტის გავლით სტერილურ ზონაში შეუმოწმებელი მგზავრები, ეკიპაჟის წევრები, სხვა საავიაციო პერსონალი და შემოწმებაგავლილი და შემოწმებაგაუვლელი ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთების, ფოსტის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის და ბარგის ერთმანეთში არევა; უ) იცოდნენ ტექნიკური და სპეციალური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები და ექსპლუატაციის წესები; ფ) ტექნიკურ და სპეციალურ საშუალებებთან მუშაობისას დაიცვან ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესები; ქ) განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება- მოვალეობანი. 2. აეროპორტებში, სადაც არის ტექნიკური და სპეციალური საშუალებების კომპლექსი ( რენტგენოსატელევიზიო ინტროსკოპი, სტაციონარული მეტალმძებნი, ხელის მეტალმძებნი) მგზავრთა შემოწმების ჯგუფის თანამშრომლებს შორის მოვალეობები ნაწილდება შემდეგნაირად: ა) შემოწმების პირველი სპეციალისტი: ა. ა) შემოწმების პუნქტში მგზავრის შესვლისას ამოწმებს მგზავრის ბილეთს, ჩასხდომის ტალონს, პირადობის დამადასტურებელ საბუთს და ადარებს მათ მონაცემებს მგზავრის პიროვნებას. დოკუმენტების უფრო დეტალურად შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში აცნობებს ამის შესახებ შემოწმების პუნქტის უფროსს. იღებს გადაწყვეტილებას მგზავრის შესამოწმებლად დაშვებაზე; ა. ბ) ატარებს მგზავრს შემოწმების გასავლელად რიგის მიხედვით და უზრუნველყოფს მგზავრების დაგროვების არდაშვებას; ა. გ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი გადაწყვეტილებით, ატარებს გამოკითხვას ( პროფაილინგს) პოტენციურად საშიში მგზავრების გამოვლენის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს მგზავრის პირად ( ინდივიდუალურ) შემოწმებაში; ბ) შემოწმების მეორე სპეციალისტი: ბ. ა) სთავაზობს მგზავრებს, ამოალაგონ თანმქონი ლითონის საგნები, მობილური ტელეფონები, ზედა ტანსაცმელი, თავსაბურავი, მოიხსნან ქამრები და წარმოადგინონ ეს საგნები შესამოწმებლად ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით; ბ. ბ) თვალყურს ადევნებს რენტგენოსატელევიზიო ინტროსკოპის ტრანსპორტიორზე ამ პუნქტის „ ბ. ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთების სწორად განლაგებას, არეგულირებს ტრანსპორტიორის დატვირთვას, აცნობებს შემოწმების მესამე სპეციალისტს ტრანსპორტიორის გაჩერების საჭიროების შესახებ; ბ. გ) სთავაზობს მგზავრებს, გაიარონ სტაციონარული მეტალმძებნის თაღში; ბ. დ) აწარმოებს მგზავრების იმ ნივთების ხელით ( კონტაქტური მეთოდით) შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება ინტროსკოპის გვირაბის გაბარიტებს; ბ. ე) აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობს მგზავრების პირად ( ინდივიდუალურ) შემოწმებაში; გ) შემოწმების მესამე სპეციალისტი: გ. ა) რენტგენოსატელევიზიო ინტროსკოპის ეკრანზე გამოსახულების მეშვეობით განსაზღვრავს ნივთების შიგთავსს; გ. ბ) შესამოწმებელ ნივთებში გადასატანად აკრძალული, მაღალი საფრთხის ( იარაღი, ტყვია- წამალი, ასაფეთქებელი მოწყობილობა) საგნების და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში აჩერებს ინტროსკოპის ტრანსპორტიორს და ამის შესახებ აცნობებს შემოწმების პუნქტის უფროსს; გ. გ) აუცილებლობის შემთხვევაში ხელით ( კონტაქტური მეთოდით) ამოწმებს მგზავრების ნივთებს, ვიდრე სრულიად არ დარწმუნდება, რომ ამ ნივთებში არ არის გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები; გ. დ) იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დროს აღმოჩენილი აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოღებაზე და/ ან სტერილურ ზონაში მგზავრების ნივთების დაშვებაზე; გ. ე) აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობს მგზავრის პირად ( ინდივიდუალურ) შემოწმებაში; დ) შემოწმების მეოთხე სპეციალისტი: დ. ა) თვალყურს ადევნებს სტაციონარული მეტალმძებნის სასიგნალო მოწყობილობის მაჩვენებლებს, არ უშვებს მგზავრების მიერ მეტალმძებნის გვერდის ავლას; დ. ბ) სტაციონარული მეტალმძებნის სიგნალის ამუშავებისას: დ. ბ. ა) სთავაზობს მგზავრს, ამოიღოს ტანსაცმლიდან და მოიხსნას სხეულიდან ლითონის საგნები და ხელმეორედ გაიაროს მეტალმძებნის თაღში; დ. ბ. ბ) ხელის მეტალმძებნის მეშვეობით განსაზღვრავს, თუ რა ადგილზე აქვს ლითონის საგანი; დ. გ) აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოებს მგზავრების ნივთების შემოწმებას ხელით ( კონტაქტური მეთოდით) და მონაწილეობს მგზავრების პირად ( ინდივიდუალურ) შემოწმებაში; დ. დ) მგზავრის უფრო გულდასმით შემოწმების აუცილებლობის შესახებ აცნობებს შემოწმების პუნქტის უფროსს; დ. ე) იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების პროცესში გამოვლენილი აკრძალული საგნების და ნივთიერებების ამოღებაზე და/ ან მგზავრის დაშვებაზე სტერილურ ზონაში; ე) შემოწმების მეხუთე სპეციალისტი ( შემოწმების პუნქტის უფროსი): ე. ა) აკონტროლებს შემოწმების ჯგუფის საქმიანობას შემოწმების ტექნოლოგიური პროცესის დაცვის კუთხით; ე. ბ) დოკუმენტურად აფორმებს გადასატანად აკრძალული ნივთების და ნივთიერებების ამოღებას; ე. გ) ორგანიზებას უკეთებს მგზავრების ნივთების ხელით ( კონტაქტური მეთოდით) და მგზავრების პირად ( ინდივიდუალურ) შემოწმებას და აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობს მასში; ე. დ) ორგანიზებას უკეთებს მგზავრების იმ ნივთების ხელით ( კონტაქტური მეთოდით) შემოწმებას, რომელთა გაბარიტები აღემატება ინსტროსკოპის გვირაბის გაბარიტებს; ე. ე) არ უშვებს სტერილურ ზონაში შემოწმებაგაუვლელ მგზავრებს, ეკიპაჟის წევრებს, ავიასაწარმოების მომსახურე პერსონალს; ე. ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ ა – დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს; ე. ზ) ორგანიზებას უკეთებს და ატარებს ინსტრუქტაჟს შემოწმების ჩატარების დროს ზომების გაძლიერების შესახებ; ე. თ) აკონტროლებს, საჰაერო ხომალდში ჩატვირთვამდე, მგზავრების მიერ ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის გადაზიდვის წესების დაცვას. 3. შემოწმებაში მონაწილე საავიაციო უშიშროების თანამშრომლები, ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ახორციელებენ მგზავრების ფსიქოლოგიურ გამოკითხვას ( პროფილინგს). 4. შემოწმების პუნქტში, ცვლის მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ხორციელდება სამუშაო ადგილებზე შემოწმების ჯგუფის სპეციალისტების როტაცია. თანამშრომლის მიერ რენტგენული დანადგარის მონიტორის ეკრანზე უწყვეტი დაკვირვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო შესვენება არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები. 5. მცირე მგზავრთნაკადის შემთხვევაში აეროპორტის ადმინისტრაციას შეუძლია შეამციროს შემოწმების ჯგუფის რაოდენობა 3 თანამშრომლამდე. ამასთან, დაცული უნდა იყოს რენტგენული დანადგარის მონიტორთან უწყვეტი მუშაობის ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 6. ბარგის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ტვირთების, ფოსტის და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის შემოწმებისას, შემოწმების ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მათი რაოდენობა არ უნდა იყოს 3 თანამშრომელზე ნაკლები თითოეულ შემოწმების პუნქტში. 7. შემოწმების ჯგუფის თანამშრომლებმა, რომლებიც თავისუფალნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, მგზავრის შემოწმების დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლის უფროსთან შეთანხმებით შეიძლება მონაწილეობა მიიღონ როგორც მოწმეებმა. 8. შემოწმების გავლის შესახებ სამგზავრო ბილეთში ან ჩასხდომის ბარათში შესაბამისი შტამპური აღნიშვნის გაკეთების ან ამ აღნიშვნის ანულირების, აგრეთვე ამ შტამპ( ებ) ის დამზადების, აღრიცხვის და გამოყენების საკითხები რეგულირდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქციებით. მუხლი 7🔗. სპეციალური ინფორმაცია საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებისათვის  აეროპორტის და ავიაგადამზიდველის ადმინისტრაციები მოვალენი არიან მგზავრებს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებითაც რეგულირდება მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის და ბარგის გადაზიდვა. სამგზავრო ბილეთების სარეალიზაციო სააგენტოებში, აეროპორტების მგზავრთა რეგისტრაციის ზონებში, აგრეთვე კონტროლის ზონებისა და შემოწმების პუნქტების წინ, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ეწყობა განათებული ტაბლოები და/ ან იკვრება ფირნიშები/ პლაკატები, რომელთა შინაარსი განსაზღვრულია „ აეროდრომის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34- ე მუხლის მე-4 პუნქტით. აეროპორტის შიდა რადიოქსელით პერიოდულად უნდა გადაიცეს ინფორმაცია: ა) საჰაერო ხომალდის ბორტით ფეთქებადი, მომწამლავი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო საგნების და ნივთიერებების გადატანის აკრძალვის შესახებ; ბ) მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგისა და ბარგის გაფრენისწინა აუცილებელი შემოწმების ჩატარების აუცილებლობის შესახებ; გ) მგზავრის მიერ გადასატანად აკრძალული საგნების და ნივთიერებების საჰაერო ხომალდის ბორტზე შეტანისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მგზავრის პასუხისმგებლობის შესახებ; დ) საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად უცხო პირებისაგან ჩანთების, ხელჩანთების, ჩემოდნების, ამანათების და სხვა საგნების მიღების და თავისი ხელბარგის/ ბარგის უცხო პირებისათვის დროებით დატოვების აკრძალვის შესახებ; ე) საჰაერო ხომალდის ბორტზე ფრენის დროს ელექტრონული სათამაშოებით, პორტატული ვიდეოკამერებით, ვიდეომაგნიტოფონებით, გადასატანი ტელეფონებით და სხვა ელექტრონული აპარატებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ, თუ ავიაგადამზიდველის ფრენის წესები სხვა რამეს არ ითვალისწინებს. მუხლი 8🔗. შემოწმების ჩატარების თანმიმდევრობა 1. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგისა და ბარგის შემოწმება ხორციელდება ტექნიკური და სპეციალური საშუალებების გამოყენებით და/ ან ხელით ( კონტაქტური მეთოდით), ხოლო იმ აეროპორტებში ან დასაჯდომ მოედნებზე, სადაც არ არის შემოწმების პუნქტები და ტექნიკური და სტაციონარული საშუალებები, მგზავრი მოწმდება ხელის მეტალმძებნით და/ ან ხელით ( კონტაქტური მეთოდით). 2. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების და სხვა საავიაციო პერსონალის შემოწმება ხორციელდება მგზავრთა შემოწმების ანალოგიურად, აეროვაგზლის შემოწმების პუნქტებში ან აეროპორტის/ აეროდრომის საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოწყობილ შემოწმების პუნქტებში. 3. ტექნიკური და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მგზავრის შემოწმება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) I ეტაპი – შემოწმების პუნქტში შესვლის წინ მოწმდება სამგზავრო ბილეთი, ჩასხდომის ტალონი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მათი შესაბამისობა ერთმანეთთან და მგზავრის პიროვნებასთან; ბ) II ეტაპი – მგზავრს შეეთავაზება განაცხადოს, აქვს თუ არა გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები, ამასთანავე, უცხო პირებისაგან გადაცემული ნივთები ( ამანათები, ფუთები და სხვა). მგზავრს ასევე შეეთავაზება, ამოალაგოს ტანსაცმლიდან ლითონის შემცველი საგნები ( პორტსიგარები, გასაღებები, სიგარეტის კოლოფები, ავტოკალმები, სათვალეები და ა. შ), გაიხადოს ზედა ტანსაცმელი ( პალტო, ქურთუკი, ლაბადა, პიჯაკი, სვიტერი, ჯემპრი, პულოვერი, კოფტა და ა. შ), თავსაბურავი, ფეხსაცმელები ( ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში), მოიხსნას ქამარი და ეს ყველაფერი ჩაალაგოს კალათში და დადგას კალათა ინტროსკოპის ტრანსპორტიორზე; გ) III ეტაპი – მგზავრს შეეთავაზება, გაიაროს სტაციონარული მეტალმძებნის თაღში; დ) IV ეტაპი – ხორციელდება ხელბარგის და მგზავრის თანმქონი ნივთების შიგთავსის და კალათში ჩალაგებული ნივთებისა და საგნების შემოწმება; ე) V ეტაპი – სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში: ე. ა) ხელის მეტალმძებნის საშუალებით ზუსტდება მგზავრის ტანსაცმლის ადგილი, სადაც მოთავსებულია ლითონის შემცველი საგანი; ე. ბ) მგზავრს შეეთავაზება, ამოიღოს ტანსაცმლის მითითებული ადგილიდან ლითონის საგნები და ხელმეორედ გაიაროს თაღში; ვ) VI ეტაპი – სიგნალიზაციის განმეორებით ამოქმედების შემთხვევაში ხორციელდება მგზავრის შემოწმება ხელის მეტალმძებნით და ხელით ( კონტაქტური მეთოდით). 4. შემოწმების მიმდინარეობისას, პოტენციური საფრთხის ნიშნების გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრის ქცევის ისეთ თავისებურებებს, როგორიცაა გადამეტებული ნერვიულობა, შეშფოთება, მოუსვენრობა. ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს მგზავრის ფსიქოლოგიური გამოკითხვა (პროფილინგი) მისი პოტენციური საფრთხის ხარისხის განსაზღვრის მიზნით. 5. პოტენციურად საშიში მგზავრის ბარგი, ხელბარგი და თანმქონი ნივთები ექვემდებარება ხელით (კონტაქტური მეთოდით) შემოწმებას. 6. მგზავრების პირადი (ინდივიდუალური) შემოწმება ტარდება, თუ: ა) მიღებულ იქნა ინფორმაცია კონკრეტული რეისის შემსრულებელი საჰაერო ხომალდის მოსალოდნელი ხელში ჩაგდების ან გატაცების შესახებ; ბ) მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ მგზავრს თან აქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ან სხვა სახიფათო საგანი და/ან ნივთიერება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟზე თავდასხმის იარაღად; გ) მგზავრის ნივთებში აღმოჩენილ იქნა იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერება ან სხვა, გადასაზიდად აკრძალული საგნები და ნივთიერებები; დ) საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის მიერ პირადი დაკვირვების შედეგად მგზავრის ქცევებში გამოვლენილია საეჭვო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მის შესაძლო დანაშაულებრივ ზრახვებზე ან/და იწვევს ეჭვს, რომ მას აქვს იარაღი, საბრძოლო მასალა ან სხვა, გადასაზიდად აკრძალული საგნები ან ნივთიერებები. 7. პირადი (ინდივიდუალური) შემოწმება ხორციელდება ორი მოწმის დასწრებით. შემმოწმებელი და მოწმეები უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაცაა მგზავრი. აკრძალულია ერთ სათავსში (კაბინაში) ერთდროულად რამდენიმე მგზავრის პირადი შემოწმება. გადასაზიდად აკრძალული სახიფათო საგნების და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში დგება აქტი, რომლის ფორმაც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №2-ით. 8. მგზავრების, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების, საავიაციო პერსონალის შემოწმებისას, ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით პირად (ინდივიდუალური) შემოწმებასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელით (კონტაქტური მეთოდით) შემოწმება. 9. ხელით შემოწმების (კონტაქტური) მეთოდი გამოიყენება, თუ მიღებულია შეტყობინება საჰაერო ხომალდის შესაძლო ხელში ჩაგდების/ გატაცების შესახებ, ან, თუ შემოწმების პუნქტში არ არის ტექნიკური და სპეციალური საშუალებები. ხელით (კონტაქტური) შემოწმების მეთოდი გამოიყენება აგრეთვე, თუ: ა) მგზავრები არიან ისეთი ფართო ტანსაცმლით, რომელიც ფარავს ტანის მოხაზულობას; ბ) ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით შეუძლებელია ნივთების შიგთავსის განსაზღვრა; გ) მგზავრს აღმოაჩნდა ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სახიფათო საგნები და/ან ნივთიერებები; დ) არსებობს მუქარა კონკრეტული რეისის საჰაერო ხომალდის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედობის აქტის ჩადენაზე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოწმდება ყველა მგზავრი. 10. თუ მგზავრის თანმქონ ნივთებში, ხელბარგსა და/ან ბარგში აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობის ელემენტები ან ნიშნები, გამოძახებული უნდა იქნენ ასაფეთქებელი მოწყობილობის სპეციალისტები – პიროტექნიკოსები. 11. ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით შემოწმების ჩატარებისას აუცილებელია: ა) შემოწმდეს რადიო და ტელეაპარატურა, ფოტო და კინოაპარატურა, აუდიო და ვიდეოტექნიკა, მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, სათამაშოები; ბ) ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში ელექტრონული და ელექტროხელსაწყოების ჩართვა და მათი მუშაობის უნარის შემოწმება; გ) დათვალიერდეს ფუტლიარები (ჩიხოლები), გაიხსნას და შემოწმდეს კვების ბლოკი, საკასეტო ღრმულები და ფირის კამერები (აპარატურის ჩართვას, კვების ბლოკის თავსახურის და საკასეტო ღრმულების გახსნას ახორციელებს მგზავრი); დ) ვიზუალურად დამატებით შემოწმდეს სითხიანი ჭურჭლები და თერმოსები. 12. მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომელთა შემოწმება ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით ვერ ხერხდება მათი გაბარიტების და/ან სპეციფიკის გამო, უნდა მოეხსნას შალითები, გაიხსნას ფუტლიარები, შეირხეს ისინი, ხოლო ღიობები, ხვრელები და ფოსოები უნდა შემოწმდეს სატრიალებელი სპეციალური სარკეების საშუალებით. 13. საჰაერო ხომალდის ბორტზე, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ნებადართულია ისეთი ნივთებისა და საგნების გადაზიდვა, რომლებიც მოპყრობისას ითხოვენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს: კინოფოტოაპარატურა, ელექტროხელსაწყოები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მინის, ფაიფურის, კერამიკის ნაწარმი. 14. ცხოველები, ფრინველები, რეპტილიები და ფაუნის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ვეტერინარული ცნობები და დაშვებულნი არიან საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასაზიდად, ამასთანავე, მათი გალიები მოწმდება ვიზუალურად, ეჭვის წარმოშობისას კი ხელით (კონტაქტური მეთოდით). 15. საგნები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც თავდასხმის იარაღი (ცული, ხერხი, ყინულსაჭრელი, არბალეტი, პნევმატური იარაღი, წყალქვეშა სანადირო იარაღი და მისთ.), გადაიზიდება მხოლოდ ბარგში. 16. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი, აეროპორტის პერსონალი და სხვა, მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, რომლებიც შემოწმების პუნქტის გავლით შედიან სტერილურ ზონაში, საავიაციო უშიშროებაზე შემოწმებას გადიან იმავე წესებით, როგორც მგზავრები. ყველა საგანი, რომელიც თან აქვთ ამ პირებს, მოწმდება ისევე, როგორც მგზავრის ხელბარგი და/ან თანმქონი ნივთები. 17. მგზავრები, რომელთაც ვენის 1961 წლის კონვენციის „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ შესაბამისად გააჩნიათ/მინიჭებული აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათთან გათანაბრებული პირები, შემოწმებას გადიან აღნიშნული კონვენციით და აეროპორტის „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის“ მოთხოვნების შესაბამისად. 18. დიპლომატიური კურიერები და მათი პირადი ბარგი არ თავისუფლდება საავიაციო უშიშროების შემოწმებისგან და უნდა გაიარონ შემოწმება სხვა მგზავრების ანალოგიურად. 19. სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნების მქონე დიპლომატიური ვალიზები (დიპლომატიური ფოსტა) არ მოწმდება, თუ ისინი დალუქულია და პირი, რომელსაც ეს ვალიზები გადააქვს, წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ამ ვალიზების გადატანის უფლების დამადასტურებელ შესაბამის საბუთს. ეს პირი და მისი ხელბარგის ყველა სხვა ნივთი მოწმდება დადგენილი წესით საავიაციო უშიშროებაზე. დიპლომატიური ფოსტის გახსნა ან შეყოვნება დაუშვებელია. 20. საგნები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებ(ებ)ის საიდუმლოობის გრიფი, მოწმდება გახსნის გარეშე. თუ წარმოიქმნება რაიმე ეჭვი საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებით, ასეთი საგნები გადაზიდვას არ ექვემდებარება. 21. შემოწმებას არ ექვემდებარება საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი სახელმწიფოების, პარლამენტების და მთავრობების მეთაურები და ოფიციალური დელეგაციის წევრები. 22. ბადრაგირებული პირების გადაყვანისას საჰაერო ხომალდზე ბადრაგის პირადმა შემადგენლობამ შეიძლება იქონიოს თან ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სპეცსაშუალებები, გარდა ცრემლსადენი გაზის ბალონისა და გაზის იარაღისა. 23. ბადრაგი ვალდებულია წარუდგეს ეკიპაჟის მეთაურს და აცნობოს მათ ხელთ არსებული იარაღისა და ბადრაგირებულ პირთა მიერ დაკავებული ადგილების ნომრების შესახებ. 24. ჩასხდომამდე აეროპორტის ან ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ (ათვალიერებენ) საჰაერო ხომალდის სალონს, რათა განათავსონ ბადრაგირებულნი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომელი, ბადრაგის პირად შემადგენლობასთან ერთად, აეროპორტის ან ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების თანდასწრებით ახორციელებენ ბადრაგირებულთა პირად ჩხრეკას. 25. ბადრაგირებულთა ბარგი და პირადი ნივთები (მათ შორის, თამბაქოს მოსაწევი ნივთები) გადაიზიდება საჰაერო ხომალდის საბარგო ნაკვეთურით. 26. პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის გადაყვანისას ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს უშიშროების შემდეგი დამატებითი ზომების მიღება: ა) პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის პირადი ნივთების, ხელბარგისა და ბარგის შემოწმების ორგანიზება; ბ) სხვა მგზავრების ჩასხდომამდე პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის ჩასხდომა საჰაერო ხომალდში; გ) არ დაუშვას პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის განთავსება გასასვლელთან ან სხვა მგზავრების გვერდით მდებარე სავარძელში; დ) არ დაუშვას პოტენციურად საშიში ბადრაგირებულის, მგზავრების და მათი თანმხლები პირების მიერ სპირტიანი სასმელების მიღება; ე) რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღოს შემზღუდავი ხასიათის სხვა ზომები. 27. ბადრაგირებული პირ(ებ)ის საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე დროებით განსათავსებლად, ოთახის გამოყოფას უზრუნველყოფს აეროპორტის ადმინისტრაცია. 28. მგზავრი, რომელსაც აქვს იმპლანტირებული აპარატ(ებ)ი, გულის მოქმედების სტიმულატორ(ებ)ი, ექვემდებარება ხელით (კონტაქტური მეთოდით) და/ან პირად (ინდივიდუალურ) შემოწმებას ტექნიკური და სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე. 29. მგზავრების ბარგი, იმ საჰაერო ხომალდის ბორტზე, რომელსაც კონსტრუქციული თავისებურების გამო, არ გააჩნია იზოლირებული საბარგო ნაკვეთური, უნდა განთავსდეს ისე, რომ ფრენის პერიოდში მგზავრს არ ჰქონდეს ბარგთან შეხების საშუალება. 30. საჰაერო ხომალდით მგზავრების თანმქონი ნივთების, ხელბარგის და ბარგის სახით სახიფათო ნივთიერებების და საგნების გადაზიდვის პირობები განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით. 31. მგზავრის შემოწმების დროს აღმოჩენილი სახიფათო საგნები და ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღად, მაგრამ მათი გადაზიდვა საჰაერო ხომალდის ბორტზე არ არის აკრძალული, მგზავრის მიერ იფუთება და გადაიზიდება ბარგის სახით. 32. შემოწმების პუნქტში ფეთქებადსაშიში, მომწამლავი და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძახებული შესაბამისი სპეციალისტები (პიროტექნიკოსები, სამაშველო რაზმის თანამშრომლები და სხვ.). სპეციალისტების მოსვლამდე, აღმოჩენილი ნივთიერებების გაუვნებელყოფის მიზნით, ნებისმიერი თვითნებური მოქმედება აკრძალულია. 33. მგზავრების და ეკიპაჟის წევრების შემოწმებისას აღმოჩენილი სახიფათო საგნები და ნივთიერებები, რომლებიც არის თავისუფალ გაყიდვაში, მაგრამ მათი გადაზიდვა საჰაერო ხომალდის ბორტზე აკრძალულია, ამოიღება შესაბამისი აქტის (ამ წესის დანართი №2) გაფორმებით, აქტი რეგისტრირდება მგზავრების და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების შემოწმების დროს გადასაზიდად აკრძალული სახიფათო საგნების და/ან ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტების და პირადი (ინდივიდუალური) შემოწმებაგავლილი მგზავრების რეგისტრაციის ჟურნალში (ამ წესის დანართი №3) და გადაეცემა შესანახად აეროპორტის სპეციალურად მოწყობილ საწყობში. 34. თუ მგზავრს ან ეკიპაჟის წევრს ჩამოერთვა შემოწმებაზე წარუდგენელი იარაღი, საბრძოლო მასალა, გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნები და/ან ნივთიერებები, ცვლის უფროსი უფლებამოსილია გადასცეს იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს სათანადო ზომების მისაღებად. ასეთი მგზავრის ან ეკიპაჟის წევრის საჰაერო ხომალდის ბორტზე დაშვების შემთხვევაში მისი ბარგი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას. 35. ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად, მგზავრის დაუსწრებლად მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შემთხვევაში, ფორმდება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტი (ამ წესის დანართი №4), რომელიც რეგისტრირდება მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტების რეგისტრაციის ჟურნალში (ამ წესის დანართი №5). შემოწმებული ბარგის შეკვრას და პირვანდელი სახის დაბრუნებას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი. 36. მგზავრის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების გავლის შესახებ სამგზავრო ბილეთში და/ან ჩასასხდომ ტალონში კეთდება აღნიშვნა და მგზავრს უფლება ეძლევა შევიდეს სტერილურ ზონაში. 37. სტერილურ ზონაში მგზავრების კონტროლს და საჰაერო ხომალდის ტრაპთან სამგზავრო ბილეთებზე და/ან ჩასხდომის ტალონზე მგზავრის (მათ შორის, ტრანზიტული) მიერ შემოწმების გავლის აღნიშვნის კონტროლს ახორციელებენ აეროპორტის ან ავიაგადამზიდველის შესაბამისი (როგორც წესი – გადაზიდვების ორგანიზების) სამსახურის თანამშრომლები. მუხლი 9🔗. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება 1. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების და მათი თანმქონი ნივთების და ხელბარგის შემოწმება აეროპორტში ხორციელდება მგზავრთა შემოწმების ანალოგიურად სტერილურ ზონაში შესვლამდე და მათ შერევამდე სტერილურ ზონაში მყოფ შემოწმებაგავლილ იმ მგზავრებში, რომელთათვისაც ეს პუნქტი წარმოადგენს გაფრენის საწყის პუნქტს. 2. შემოწმებაგაუვლელ მგზავრებთან კონტაქტის გამორიცხვის მიზნით, აეროპორტში შეიძლება მოეწყოს ჩამოფრენის/გაფრენის დარბაზები ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების განსათავსებლად. 3. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრები არ დაიშვებიან თავიანთ ტრანზიტულ/ტრანსფერულ ბარგთან. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრები, მათ თანმქონ ნივთებთან და ხელბარგთან ერთად, ექვემდებარებიან განმეორებით შემოწმებას. 5. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების ბარგი ექვემდებარება შემოწმებას იმ შემთხვევაში, თუ მასთან მოხდა არასანქცირებული შეხება. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების ბარგი, მგზავრის მიერ ფრენის მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში, ექვემდებარება დამატებით შემოწმებას. 6. კორესპონდენციის გამცილებელ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სანებართვო და საფელდეგერო მომსახურების სამმართველოს (შემდგომში – ფელდკავშირი) თანამშრომლებს, უფლება აქვთ დარჩნენ საჰაერო ხომალდის ბორტზე შუალედური დაფრენის პუნქტებში და მოახდინონ კორესპონდენციის გაცვლა საჰაერო ხომალდის სალონში, პირადად დაესწრონ კორესპონდენციის ჩატვირთვას/ჩამოტვირთვას საბარგო ნაკვეთურებში/ნაკვეთურებიდან. 7. ამ მუხლით და „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამობის შემთხვევაში, ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 10🔗. ტვირთების, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ფოსტის და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის შემოწმება 1. საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩატვირთვამდე ტვირთი, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები, ფოსტა და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგი ექვემდებარება ტექნიკურ და სპეციალური საშუალებებით შემოწმებას და საკონტროლო აწონვას. სახიფათო ტვირთების შემოწმება და საჰაერო ხომალდით გადაზიდვა ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-18 დანართის („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“) და „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. ტვირთების შემოწმება ხორციელდება სატვირთო ტერმინალში შემოწმების ჯგუფის მიერ, ტერმინალის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლ(ებ)ის თანდასწრებით. 3. ტვირთის შემოწმების საშუალების არარსებობის შემთხვევაში, სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩატვირთვამდე დააყოვნოს შეუმოწმებელი ტვირთი უსაფრთხო პირობებში ამ საჰაერო ხომალდის მიერ დაგეგმილი რეისის შესრულებისთვის საჭირო დროზე ორი საათით მეტი პერიოდის განმავლობაში. 4. საეჭვო ტვირთი ექვემდებარება განმეორებით შემოწმებას მათში გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით. 5. ტვირთის გარე შეფუთვა ექვემდებარება შემოწმებას. გარე შეფუთვის დაზიანების (მთლიანობის დარღვევის) შემთხვევაში ტვირთი გადასაზიდად არ დაიშვება. 6. შემოწმების შემდეგ ტვირთი მარკირდება ნომრიანი სტიკერებით, შემოწმების შესახებ კეთდება აღნიშვნა საავიაციო სატვირთო ზედნადების და უწყისის ყველა ეგზემპლარში. შემოწმების შედეგების შესახებ კეთდება ჩანაწერი შემოწმებული ტვირთების, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ფოსტის და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის აღრიცხვის ჟურნალში (ამ წესის დანართი №6). 7. ტვირთში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ნიშნების აღმოჩენისას, ტვირთი არ იხსნება, არ გადაადგილდება და ხორციელდება ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტის (პიროტექნიკოსის) გამოძახება. 8. საფოსტო გზავნილების (კორესპონდენციის) შემოწმება ხორციელდება შემოწმების პუნქტში აეროპორტის საფოსტო განყოფილებაში მიღებისას/გაგზავნისას ან ასეთი განყოფილების არარსებობის შემთხვევაში, სატვირთო ტერმინალის შემოწმების პუნქტებში, მათი გახსნის გარეშე. 9. ტვირთი და ფოსტა, რომლებიც გადაიზიდება სატვირთო საჰაერო ხომალდით უფლებამოსილი შეიარაღებული თანამშრომლების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს) თანხლებით, აგრეთვე, ფელდკავშირის თანამშრომლების თანხლებით სამგზავრო საჰაერო ხომალდის ბორტზე გადაზიდვისას კორესპონდენცია, დიპლომატიური ფოსტა, საკონსულო ვალიზები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციების და დაწესებულებების სხვა ოფიციალური კორესპონდენცია (შემდგომში – სპეციალური ბარგი), ხელით შემოწმებას და დაკავებას არ ექვემდებარება. 10. სპეციალური ბარგი, რომელსაც აცილებენ ამ მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილი თანამშრომლები, უნდა იყოს შეფუთული და დალუქული. ადგილების რაოდენობა, წონა და ლუქის რეკვიზიტები შეიტანება სპეციალური ბარგის თანმხლებ ფურცელში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ორგანოს (ორგანიზაციის) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. 11. დიპლომატიურ ფოსტას, საკონსულო ვალიზებს და მათთან გათანაბრებულ სხვა ოფიციალურ კორესპონდენციას უნდა გააჩნდეს თვალსაჩინო გარე ნიშნები (საკეტები, ე.წ. სურგუჩის ბეჭედი, დალუქული საჭდეები, დანიშნულების და გამგზავნი პუნქტების ჩვენებით), ხოლო დიპლომატიურ კურიერებს თან უნდა ჰქონდეთ საკურიერო ფურცლები. 12. დიპლომატიურ გზავნილში (კორესპონდენციაში), გადასატანად აკრძალული სახიფათო საგნების ან ნივთიერებების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, დიპლომატიური გზავნილი (კორესპონდენცია) ექვემდებარება გახსნის გარეშე ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით შემოწმებას უფლებამოსილი დიპლომატიური კურიერის თანდასწრებით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დიპლომატიური გზავნილი (კორესპონდენცია) ექვემდებარება მისი გამგზავნისათვის დაბრუნებას, გახსნის გარეშე. 13. შემოწმების დამთავრების შემდეგ დიპლომატიური გზავნილი (კორესპონდენცია), აგრეთვე სპეციალური ბარგის სხვა სახეობები, მარკირდება ნომრიანი სტიკერებით და საავიაციო სატვირთო ზედნადებში და უწყისში კეთდება აღნიშვნა შემოწმების ჩატარების შესახებ. შემოწმების შედეგების შესახებ კეთდება ჩანაწერი შემოწმებული ტვირთის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ფოსტის და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის აღრიცხვის ჟურნალში (ამ წესის დანართი №6). 14. ტვირთების, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ფოსტის და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის შემოწმებისას აღმოჩენილი გადასაზიდად აკრძალული საგნები და ნივთიერებები (მათ შორის, ისინი, რომლებიც თავისუფალ გაყიდვაშია), ამოიღება შესაბამისი აქტის (ამ წესის დანართი №7) გაფორმებით, ორ ან მეტ (საჭიროების შემთხვევაში) ეგზემპლარად. ის ამოღებული საგნები და ნივთიერებები, რომლებიც თავისუფალ გაყიდვაშია, გადაეცემა ამ საგნების/ნივთიერებების გამგზავნს. 15. ტვირთი (საფოსტო გზავნილი), ბორტკვება და თანამდევი საშუალებები კავდება და საჰაერო ხომალდის გადასაზიდად (გასაცემად) არ დაიშვება, თუ მათში აღმოჩენილ იქნა გადასაზიდად აკრძალული საგნები და ნივთიერებები. 16. საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, საავარიო-სამაშველო საშუალებების, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, აგრეთვე, საბორტო კვების მოსამზადებელი მოწყობილობების შემოწმება ხორციელდება მათი კომპლექტაციის ადგილებში მოწყობილ შემოწმების პუნქტებში შემოწმების ჯგუფის მიერ ტექნიკური და სპეციალური საშუალებების გამოყენებით. ამ პუნქტით განსაზღვრული საკითხი აისახება ავიასაწარმოს „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში“. 17. ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების შემოწმება ხორციელდება საბორტო კვების დამამზადებლის წარმომადგენლის თანდასწრებით. 18. აუცილებლობის შემთხვევაში, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების კონტროლის განხორციელების მიზნით, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს უფლება აქვს ჩაატაროს ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების შერჩევითი შემოწმება უშუალოდ საჰაერო ხომალდის ბორტზე დატვირთვის წინ, რაზედაც დგება შემოწმების აქტი ორ ეგზემპლარად. ერთი პირი გადაეცემა საბორტო კვების დამამზადებლის წარმომადგენელს, მეორე რჩება საავიაციო უშიშროების სამსახურს. 19. ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების შემოწმების დამთავრების შემდეგ, საბორტო კვების თითოეული კონტეინერი მარკირდება ნომრიანი სტიკერებით, შემოწმების შესახებ კეთდება აღნიშვნა საავიაციო სატვირთო ზედნადებში. 20. საჰაერო ხომალდის ბორტზე ტვირთის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ფოსტის, საბორტო მარაგის და საავარიო-სამაშველო საშუალებების ჩატვირთვის კონტროლს ახორციელებენ საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. 21. ტვირთი, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები, ფოსტა, საბორტო მარაგი და საავარიო-სამაშველო საშუალებები არ უნდა შეიცავდნენ გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს. ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების მიმართ ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ავიაგადამზიდველის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისა და სააგენტოს წერილობითი თანხმობის შემთხვევაში და ისიც, მხოლოდ საერთაშორისო რეისების ბიზნეს და პირველი კლასით მოსარგებლეთათვის. 22. სააგენტო , ტვირთის, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, აგრეთვე, საბორტო მარაგის გაფრენისწინა შემოწმებით დადგენილი ფორმალობების გამარტივების და მათი გადაზიდვისას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, იკაო-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8973 („მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმძღვანელო“) 25-ე („ავიატვირთის უშიშროების უზრუნველყოფის ზომები“) და 26-ე დამატებების („საბორტო კვებისა და საბორტო მარაგის უშიშროების უზრუნველყოფა“) შესაბამისად, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს სატვირთო ტერმინალებისათვის, აგრეთვე აეროპორტებისათვის და ავიაგადამზიდველებისათვის. მუხლი 11🔗. შემოწმების ჩატარების ვადები 1. შემოწმების პროცესმა არ უნდა გაზარდოს გამფრენი მგზავრების მომსახურების ხანგრძლივობა და არ უნდა იმოქმედოს შესრულებული რეისების რეგულარობაზე, რის უზრუნველსაყოფადაც საავიაციო უშიშროების სამსახური პერიოდულად აცნობებს ავიაგადამზიდველის წარმომადგენელს და/ან საჰაერო ხომალდის მეთაურს შემოწმების მიმდინარეობაზე. შემოწმების მიზნით/მიზეზით საჰაერო ხომალდის გაფრენის დაყოვნება თანხმდება ავიაგადამზიდველის წარმომადგენელთან და საჰაერო ხომალდის მეთაურთან. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილების შესაბამისად, რეისი სრულდება და ფრენის შესრულების მოქმედი ნორმების მოთხოვნების დაცვით გადაიყვანება/გადაიზიდება მხოლოდ შემოწმებაგავლილი მგზავრი, ბარგი, ტვირთი, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები, ფოსტა, საბორტო მარაგი. 2. რეისის დაყოვნების გამორიცხვის მიზნით, შემოწმების დაწყება და დამთავრება განისაზღვრება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ტექნოლოგიური გრაფიკით, რომელიც მტკიცდება აეროპორტის კომიტეტის მიერ. 3. აეროპორტის და/ან ავიაგადამზიდველის შესაბამისი სამსახურის ცვლის უფროსი, რეისის დაყოვნების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულად ატყობინებს საავიაციო უშიშროების სამსახურის შემოწმების ცვლის უფროსს. მუხლი 12🔗. დაფრენისშემდგომი შემოწმება 1. დაფრენისშემდგომი შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა მიღებულია ინფორმაცია: ა) ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ბორტზე, საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდების ან გატაცების ზრახვების მქონე პირების არსებობის შესახებ; ბ) ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის, ფეთქებადი ნივთიერებების ან სხვა საგნებისა და ნივთიერებების არსებობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ფრენას და მგზავრებს; გ) გამოფრენის აეროპორტში, ამ რეისის გაფრენისწინა შემოწმების ტექნოლოგიის და/ან შემოწმების ტექნიკური საშუალებ(ებ)ის დარღვევის/გაუმართაობის გამოფრენის შემდეგ აღმოჩენის შესახებ. 2. აეროპორტის ბარგის გაცემის ზონა უნდა ითვალისწინებდეს დაფრენისშემდგომი შემოწმების პუნქტის არსებობას. 3. დაფრენისშემდგომი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს სრული მოცულობით ან შერჩევით. დაფრენისშემდგომი შემოწმება ხორციელდება გაფრენისწინა შემოწმების ანალოგიურად. 4. საჰაერო ხომალდის აეროპორტში დაფრენის შემდეგ მგზავრები, მათი თანმქონი ნივთები, ხელბარგი, ბარგი, საბორტო მარაგი, ბორტკვება და თანამდევი საშუალებები, ტვირთი და ფოსტა ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებას. მუხლი 13🔗. შემოწმებისას გამოყენებული დოკუმენტები. შემოწმების ჯგუფის მუშაობის აღრიცხვა და ანგარიშგება  1. შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს: ა) ამ წესის დანართ №2-ს – მგზავრების და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების შემოწმების დროს გადასაზიდად აკრძალული სახიფათო საგნების და/ან ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტი; ბ) ამ წესის დანართ №3-ს – მგზავრების და ეკიპაჟის წევრების შემოწმების დროს გადასაზიდად აკრძალული სახიფათო საგნების და/ან ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტების და პირადი (ინდივიდუალური) შემოწმებაგავლილი მგზავრების აღრიცხვის ჟურნალი; გ) ამ წესის დანართ №4-ს – მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტი; დ) ამ წესის დანართ №5-ს – მგზავრის დაუსწრებლად ბარგის შემოწმების აქტების აღრიცხვის ჟურნალი; ე) ამ წესის დანართ №6-ს – შემოწმებული ტვირთების, ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების, ფოსტის და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის აღრიცხვის ჟურნალი; ვ) ამ წესის დანართ №7-ს – შემოწმების დროს ტვირთში, ბორტკვებასა და თანამდევ საშუალებებში, ფოსტაში და საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგში გადასაზიდად აკრძალული საგნების და ნივთიერებების აღმოჩენის და ამოღების აქტი; ზ) ამ წესის დანართ №8-ს – საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში იარაღის დროებით შესანახად მიღების აქტი; თ) ამ წესის დანართ №9-ს – მგზავრების და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისაგან გადასაზიდად აკრძალული სახიფათო საგნების და ნივთიერებების ამოღების და დროებით შესანახ საწყობში გადაცემის აქტების აღრიცხვის ჟურნალი; ი) ამ წესის დანართ №10-ს – ფრენის დროს მგზავრის მიერ დროებით შესანახად გადაცემული იარაღის მიღების აქტების აღრიცხვის ჟურნალი; კ) ამ წესის დანართ №11-ს – შემოწმებული რეისების და მგზავრების აღრიცხვის ჟურნალი (კონტროლის ზონაში რამდენიმე შემოწმების პუნქტის არსებობის შემთხვევაში წარმოებაშია ერთი ჟურნალი); ლ) ამ წესის დანართ №12-ს – შემოწმების პუნქტში მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალი. 2. აქტები, რომელთა ნიმუშებიც მოცემულია ამ წესის №2 და №4 დანართებში, დგება ორ ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მგზავრს (დანართი №2) ან თან ერთვის მგზავრის დაუსწრებლად შემოწმებულ ბარგს (დანართი №4), მეორე ეგზემპლარი რჩება საავიაციო უშიშროების სამსახურში. აქტები, რომელთა ნიმუშიც მოცემულია ამ წესის დანართ №2, №7 და №8-ში, დგება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 3. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების წარმოების ორგანიზებას უზრუნველყოფენ საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის ან შემოწმების ჯგუფის უფროსები. 4. საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ყოველთვიურად ამოწმებს ამ წესით განსაზღვრული აქტების/ჟურნალების წარმოების სისწორეს. 5. საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი სააგენტოში წარადგენს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს საავიაციო უშიშროების მდგომარეობის შესახებ არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. მონაცემები აეროპორტის შემოწმების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს საავიაციო უშიშროების მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშთან ერთად. 6. ინფორმაცია შემოწმების დროს ამოღებული ან აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის ან ფეთქებადი ნივთიერების შესახებ საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა სააგენტოს.