ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №249

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების თანდართული გეგმა.

2. განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე

 

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების

გ ე გ მ ა

№

ღონისძიებების დასახელება

სულ ღირებულება

(ლარობით)

1

დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან

(1000 კაცი) შეხვედრა პროფკავშირების კულტურის ცენტრში (დარბაზის დაქირავება, დეკორაციის მოწყობა)

1,700

2

უკრაინაში დაკრძალული საბჭოთა კავშირის გმირის, მფრინავ ჭიჭიკო ბენდელიანის გადმოსვენებისა და დაკრძალვის ღონისძიებათა ორგანიზება

13,760

3

გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალისა და თბილისში „არტოს“ბაღში, ზ. რუხაძის ძეგლის გვირგვინებით შემკობა

300

4

ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის მისალოცი ბილბორდებისა და ბანერების დამზადება/განთავსება ქალაქის ცენტრალურ რაიონში, აგრეთვე მისალოცი ბარათების დაგზავნა

2,480

5

საჩუქრების გადაცემა ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში მწოლიარე ვეტერანებისა და მედიცინის მუშაკებისათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლო ომში

6,700

6

გაზეთ „საქართველოს ვეტერანის“ საიუბილეო ნომრის გამოშვება

5,000

7

ჟ. შარტავას სახელობის მინიფეხბურთის ტურნირის გამართვა ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით

15,460

8

დიდი სამამულო ომის ვეტერან მხატვართა ნამუშევრების გამოფენა რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზში.

4,500

 

სულ

49,900

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2008.
როდის იქნა მიღებული „ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ“?
„ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ“ მიღებულია 24.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №249. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავის აღნიშვნის შესახებ“, №249, 24.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182834/