ს.ს. „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დაზღვევის (სიცოცხლის) და დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზიების გაუქმების და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აჯარო სამართლისიურიდიული პირი ს –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფოზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №01/ 63 -ო
2013 წლის 31დეკემბერი
ქ. თბილისი
სს„სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დაზღვევის (სიცოცხლის) და დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზიების გაუქმებისა და მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე
,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 271 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 334 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ თანახმად,ვბრძანებ:
1. სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ (ს/კ 204543869) გაუუქმდესდაზღვევის (სიცოცხლის) და დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზიები.
2.დაიწყოს სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი ნომერი 01014000880), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.
4. ამ ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია ლიცენზიიის გაუქმების შესახებ გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ეცნობოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
ლაშა ნიკოლაძე
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი