განჩინება შპს „დოგან“-ის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18 429 -13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში
მიღების თაობაზე
2013წლი ს26 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „დოგან”(ს/კ 206151929)
წარმომადგენელი: იმედა დვალიძე
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 13 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „დოგანის” წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ და ითხოვა შპს ”დოგანის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განცხადების ავტორი განმარტავს, რომ მოვალე შპს „დოგანის” მიმდინარე აქტივები 24414 ლარით განისაზღვრება. მოვალის სასაქონლო-მატერიალური აქტივების ღირებულება 154564,22 ლარია, გრძელვადიანი აქტივების ღირებულება 1225313,9 ლარია, ხოლო აქტივების სრული მოცულობა 1404292,12 ლარის ღირებულებით განისაზღვრება. ამასთან, განმცხადებლის მტკიცებით, დღეისათვის შპს „დოგანის” მიმდინარე ვალდებულებათა ჯამური ღირებულება 1869350,4 ლარს შეადგენს. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „დოგანი” იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, კომპანია გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს და აღარ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს არაერთი ვადამოსული უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა.
2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და მათი აღმოფხვრის მიზნით მოვალეს მიეცა 5 სამუშაო დღის ვადა. 2013 წლის 25 დეკემბერს ხარვეზის გამოწორების მიზნით მოვალემ სასამართლოს წარუდგინა სათანადო დოკუმენტები.
სასამართლო გაეცნო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებებს, მათზე თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ”დოგანის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „დოგანის”(ს/კ 206151929) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.
2. შპს „დოგანის”მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „დოგანს”ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს „დოგანის”მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულებ ის ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6 . გ ა ნ ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათგადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.
7. განემარტოს შპს „დოგანის”დირექტორს ოქტაი ოზთურქს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ნ ი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავი ანთი მოთხოვნები შპს „დოგანის”მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილ ნ ი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავი ანთი მოთხოვნები შპს ”დოგანის”მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ – აღსრულების ეროვნულ მა ბიურო მ უზრუნველყოს უცხოელ კრედიტორთა გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.
10.
კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2014 წლის 12 თებერვალს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი,დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
1 1 . განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2014 წლის 9 იანვრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულ მა ბიურო მ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე ც.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე