ოკუპირებულ ტერიტორიაზე გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსათვის საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქარ თ ველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№805
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსათვის საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემის შესახებ
1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მიეცეს თანხმობა გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან განახორციელოს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა.
2. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი