ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 06.01.2014
ძალის დაკარგვა 03.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 320110000.10.003.017576
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 155 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.01.2014 მიღება
03.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №40 2014 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, „საფოსტო ამანათებზე“ 1994 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის – ამანათის (შემდგომში − ამანათი) მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს: ა) საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი  ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის  გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა; ბ) სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით. მუხლი 2🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ,  2014 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი