„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-20 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 421 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარული კონტროლი 2009 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდეს მხოლოდ:
ა) აგრარულ ბაზრებზე;
ბ) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები;
გ) იმ სავაჭრო ობიექტებზე, სადაც ხორციელდება არაქარხნული (არაორგანიზებული) წესით დამზადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტითა და ცხოველებით ვაჭრობა, მხოლოდ პირველადი გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კონტროლის მიზნით;
დ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ პროდუქციაზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 29 ივნისი.
№5121–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5121. სარეგისტრაციო კოდი — 340.090.000.05.001.002.932.
- სად არის „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5121, 29.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.002.932 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21874/