„საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 09.09.2013
ძალაში შესვლა 12.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №3-16
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
matsne.gov.ge 485 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2013 მიღება
12.12.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით      (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, - სურთ რა საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა, - აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ხალხის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის, - აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ეცდებიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და განვითარებას ორივე ერის ისტორიის და კულტურის უკეთესად გაგების ხელშეწყობის მიზნით. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა განხორციელდება ამ შეთანხმების დებულებების, საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლისა და წესების შესაბამისად. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს და ესტონეთის იმ მეწარმეებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყებას და განვითარებას, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაში, ახორციელებენ ინვესტიციებს ტურიზმის სფეროში და აწარმოებენ ერთობლივ საქმიანობას ტურისტების მომსახურების მიზნით. მუხლი 3🔗 მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საქმიანობის მეშვეობით, კერძოდ: a) ერთობლივი საქმიანობის მხარდაჭერით ორივე ქვეყნის ტურისტების მომსახურების მიზნით; b) ექსპერტების გაცვლით; d) ტურისტების მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებით. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას შემდეგ სფეროებში: ტურიზმის სტატისტიკა; საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის ექსპერტებისათვის; ხელშემწყობი ღონისძიებები; საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არეგულირებენ გარემოს დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს; ტურიზმის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ იმ ექსპერტების და მეცნიერების გაცვლას, რომლებიც სპეციალიზდებიან ტურიზმის სფეროში, ასევე, იმ ინსტიტუტების თანამშრომლებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტურიზმის სფეროში კვლევების განხორციელებაზე. მუხლი 6🔗 თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე მხარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების შექმნას. მუხლი 7🔗 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და ნოუ-ჰაუს, რომელიც მიღებული აქვთ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის შედეგად. მუხლი 8🔗 მხარეები შექმნიან შერეულ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ შეთანხმების დებულებების სათანადოდ განხორციელებაზე და ეცდება ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი განხორციელებისას. შერეული კომისიის წევრები იქნებიან ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც დანიშნავენ მხარეები. შერეული კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში. პირველი შეხვედრისას შერეული კომისია შეიმუშავებს დებულებებს, რომლებითაც განისაზღვრება მისი საქმიანობის მარეგულირებელი პროცედურები. თითოეული მხარის წარმომადგენელი თავმჯდომარეობას გაუწევს კომისიას. შერეული კომისიის შეხვედრები გაიმართება საჭიროებისამებრ, რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცვლეობით, საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში. მუხლი 9🔗 ამ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლის თანახმად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 10🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ. მუხლი 11🔗 ეს შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთ) წლიანი პერიოდებით. თუ რომელიმე მხარემ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ განაცხადა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზარახვის შესახებ. შესრულებულია 2013 წლის 9 სექტემბერს, ქ. ტალინი, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)   ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით      (ხელმოწერილია)