საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №428
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| R1 | ფეთქებადია მშრალ მდგომარეობაში; |
| R2 | დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების რისკს; |
| R3 | დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების განსაკუთრებულ რისკს; |
| R4 | წარმოქმნის მეტად მგრძნობიარე ფეთქებად მეტალურ ნაერთებს; |
| R5 | ფეთქებადია გათბობისას; |
| R6 | ფეთქებადია ჰაერთან შეხებისას ან შეხების გარეშე; |
| R7 | შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი; |
| R8 | შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი საწვავ მასალასთან შეხებისას; |
| R9 | ფეთქებადია საწვავთან შერევისას; |
| R10 | აალებადი; |
| R11 | ძლიერ აალებადი; |
| R12 | უკიდურესად აალებადი; |
| R13 | გაუქმებულია |
| R14 | აგრესიულად რეაგირებს წყალთან; |
დოკუმენტის ტექსტი
საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №428
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 7 აპრილის №80/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1🔗
1. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი.
2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება შემდეგ პროდუქციაზე:
ა) ადამიანთა და ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ და სამკურნალო პრეპარატებზე მზა სახით;
ბ) კოსმეტიკურ პროდუქციაზე;
გ) ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება სასწავლო-სამეცნიერო მიზნით იმ ოდენობით, რომელიც არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე;
დ) მიკროორგანიზმებსა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე;
ე) ნარევებსა და ნივთიერებებზე ნარჩენების სახით;
ვ) საკვებ დანამატებზე;
ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე (გარდა მათი ერთიანი სახელმწიფო რეესტრისა);
თ) რადიაქტიურ ნივთიერებებსა და მასალებზე;
ი) საშიშ სამრეწველო ნარჩენებზე;
კ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე.
3. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი გათვალისწინებული უნდა იქნას ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროს მარეგულირებელ სახელმწიფო სტანდარტებსა და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებში.
4. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი ეფუძნება აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
მუხლი 2🔗
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ცნებები ნიშნავს:
ა) ,,საშიშროება“ – გამოყენების რეალურ პირობებში ქიმიური ნივთიერების მავნე ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა;
ბ) ,,რისკი“ – საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების არასასურველი ეფექტების მოსალოდნელი სიხშირე;
გ) ,,რისკის ფრაზა(ები) (R-phrases)“ – ინფორმაცია ნივთიერების სპეციფიკური რისკის შესახებ. გამოისახება R-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით;
დ) ,,უსაფრთხოების ფრაზა(ები) (S-phrases)“ – რეკომენდაცია უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ. გამოისახება S-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით;
ე) IUPAC – თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი;
ვ) CAS № – ქიმიური ნივთიერების სარეგისტრაციო სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
მუხლი 3🔗
1. საშიში ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებისა და ნიშანდების მიზანია კონტაქტში მყოფი პირებისა და მომხმარებლის ინფორმირება ჯანმრთელობასა და გარემოზე ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ, უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.
2. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის მიზნით და მისი სამომხმარებლო თვისებების შესანარჩუნებლად, ნივთიერების/პრეპარატის სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენისა და სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის წინ შემქმნელ/მწარმოებლის მიერ ხდება საშიშროების მიხედვით კლასიფიცირება, აგრეთვე ნიშნისა და ეტიკეტის ნიმუშების პროექტის შემუშავება.
3. საშიშროების კლასიფიკაციის თითოეული კატეგორია გამოისახება აბრევიატურით, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი რისკის ფრაზა ან ფრაზები.
4. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა, როგორც აალებადი, მასენსიბილიზირებელი და საშიში გარემოსათვის, გამოიყენება მხოლოდ რისკის ფრაზა.
5. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან ტოქსიკური გამოიყენება შესაბამისი აბრევიატურა კატეგორიის (მაგ.,1,2,3) მითითებით.
6. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება შემდეგი აბრევიატურით:
ა) ფეთქებადი: E
ბ) დამჟანგავი: O
გ) განსაკუთრებულად აალებადი: F+
დ) მაღალაალებადი: F
ე) აალებადი: R10
ვ) ძლიერტოქსიკური: T+
ზ) ტოქსიკური: T
თ) მავნე: Xn
ი) კოროზიული: C
კ) გამაღიზიანებელი: Xi
ლ) მასენსიბილიზებელი: R42 და/ან R43
მ) კანცეროგენული: Carc. Cat. (1)
ნ) მუტაგენური: Muta. Cat. (1)
ო) ტოქსიკური რეპროდუქციისათვის: Repr. Cat. (1)
პ) საშიში გარემოსათვის: N ან/და R52, R53, R59.
7. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება დასურათებული სიმბოლოებით (დანართი 3), რისკის R-ფრაზებით (დანართი 1) და უსაფრთხოების S-ფრაზებით (დანართი 2).
8. მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, ვალდებულია უზრუნველყოს ტარაზე ეტიკეტისა და ნიშნის შენარჩუნება.
მუხლი 4🔗
ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ნივთიერებისათვის – სავაჭრო სახელწოდება, ქიმიური სახელწოდება IUPAC- ის მიხედვით გავრცელებული სინონიმები და CAS-ის ნომერი;
ბ) პრეპარატისათვის – სავაჭრო სახელწოდება, შემადგენელი ნივთიერებების ქიმიური სახელწოდებები IUPAC-ის მიხედვით, CAS-ის ნომრები და კონცენტრაციები;
გ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი;
დ) გამოყენების სფერო;
ე) სრული ინფორმაცია ნივთიერების/პრეპარატის მწარმოებლის, იმპორტიორის ან დისტრიბუტორის შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი;
ვ) დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, პარტიის ან სერიის ნომერი, შენახვის პირობები, ნეტო, მასა;
ზ) საშიშროების შესაბამისი კლასიფიკაციის სიმბოლოები და ნიშნები;
თ) სპეციფიკური საშიშროების აღმნიშვნელი რისკის R- ფრაზები;
ი) უსაფრთხოების ღონისძიებების აღმნიშვნელი S-ფრაზები;
კ) ინფორმაცია პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ.
მუხლი 5🔗.
1. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა იყოს შესრულებული:
ა) ქვეყნის შიგნით მოსახმარებელი საშიში ქიმიური ნივთიერებებისათვის – ქართულად;
ბ) საექსპორტო ქიმიური ნივთიერებებისათვის რამდენიმე უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური და სხვ.);
გ) წარწერა უნდა იყოს ადვილად გასაგები გადამზიდველისა და პროფესიული მომხმარებლისათვის.
2. ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს შესაფუთი ტარის ან მასალის მეორადი გამოყენების აკრძალვის შესახებ, აგრეთვე რეკომენდაციები მის უტილიზაციასა და გაუვნებლებაზე.
3. ეტიკეტი მყარად უნდა დამაგრდეს შესაფუთ ტარაზე ან მასალაზე ქიმიური ნივთიერების შეფუთვისთანავე.
4. ეტიკეტის ზომები განისაზღვრება ტარის მოცულობის შესაბამისად. ეტიკეტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 3 ლიტრამდე მოცულობის შემთხვევაში – 52X74 მმ;
ბ) 3 ლიტრზე მეტი და არაუმეტეს 50 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 105X148 მმ;
გ) 50 ლიტრზე მეტი და არა უმეტეს 500 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 148X210მმ.
5. თითოეულმა სიმბოლომ ეტიკეტზე უნდა დაიკავოს ტარის ზედაპირის 1/10 ნაწილი და ამავე დროს არ უნდა იყოს 1 სმ-ზე ნაკლები.
6. საშიშროების სიმბოლოების გამოსახვა უნდა ხდებოდეს დანართი 3-ის შესაბამისად. თუ საშიშროება აღინიშნება ერთზე მეტი სიმბოლოთი, მაშინ ეტიკეტზე:
ა) აუცილებელი E სიმბოლოს ჩვენებისას F, F+ და O სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის;
ბ) აუცილებელი T+ ან T სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi , C სომბოლოების ჩვენება საჭირო არ არის;
გ) აუცილებელი C სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის;
დ) უცილებელი Xn, სიმბოლოს ჩვენებისას Xi სიმბოლოს ჩვენება საჭირო არ არის.
7. სიმბოლოები უნდა ჩაიხატოს კვადრატში შავად, ნარინჯისფერ-ყვითელ ფონზე.
8. ეტიკეტისათვის რისკის R – ფრაზების შერჩევა ხდება საშიშროების კრიტერიუმების მიხედვით (დანართი 1). რისკის აღსაწერად გამოიყენება მაქსიმუმ ექვსი ფრაზა. შერეული რისკის ფრაზები გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ნივთიერება ხასიათდება საშიშროების რამდენიმე კატეგორიით სტანდარტულმა ფრაზებმა უნდა მოიცვას ყველა მათგანი.
9. ეტიკეტისათვის უსაფრთხოების S–ფრაზების შერჩევა ხდება რისკის ფრაზების შესაბამისად (დანართი 2). უსაფრთხოების ღონისძიებების ფორმირებისათვის, როგორც წესი, საკმარისია მაქსიმუმ ექვსი S -ფრაზა.
მუხლი 6🔗.
1. ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირების შემთხვევაში სატრანსპორტო ტარის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს დამატებით ინფორმაციას სატრანსპორტო ტარაში მოთავსებული შეფუთული ტარის ადგილების რაოდენობის შესახებ, თითოეული ადგილის ნეტო და ბრუტო მასას, აღნიშვნას ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესახებ.
2. თუ პრაქტიკულად შეუძლებელია საშიში ქიმიური ნივთიერების ტარის ეტიკეტირება და ნიშანდება ტარის ზომების ან შეფუთვის ხასიათის გამო, შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს თანდართულ დოკუმეტაციაში.
3. მოთხოვნები ნიშანდებისადმი მოიცავს:
ა) ნიშნები ეტიკეტზე უნდა ასახავდეს ზუსტ ინფორმაციას საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ;
ბ) ეტიკეტი უნდა იყოს ტარაზე მყარად დამაგრებული. მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესების მე-5 მუხლის 4-პუნქტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს. წარწერა უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გასაგები;
გ) ეტიკეტები მათზე გამოსახული ნიშნებითა და სიმბოლოებით უნდა იყოს ერთგვაროვანი, გამოყენებული ფერების ჩათვლით.
დანართი 1
რისკის R -ფრაზები
R1
ფეთქებადია მშრალ მდგომარეობაში;
R2
დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების რისკს;
R3
დარტყმა, ხახუნი, სროლა ან აალების სხვა წყაროები წარმოქმნიან აფეთქების განსაკუთრებულ რისკს;
R4
წარმოქმნის მეტად მგრძნობიარე ფეთქებად მეტალურ ნაერთებს;
R5
ფეთქებადია გათბობისას;
R6
ფეთქებადია ჰაერთან შეხებისას ან შეხების გარეშე;
R7
შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი;
R8
შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი საწვავ მასალასთან შეხებისას;
R9
ფეთქებადია საწვავთან შერევისას;
R10
აალებადი;
R11
ძლიერ აალებადი;
R12
უკიდურესად აალებადი;
R13
გაუქმებულია
R14
აგრესიულად რეაგირებს წყალთან;
R15
წყალთან შეხებისას გამოიყოფა განსაკუთრებით აალებადი აირები;
R16
ფეთქებადია დამჟანგავებთან შერევისას;
R17
ჰაერში სპონტანურად აალებადია;
R18
გამოყენებისას შეიძლება წარმოიქმნას ჰაერისა და ორთქლის აალებადი/ფეთქებადი ნარევი;
R19
შეიძლება წარმოიქმნას ფეთქებადი ზეჟანგები;
R20
საშიშია ჩასუნთქვისას;
R21
საშიშია კანზე მოხვედრისას;
R22
საშიშია გადაყლაპვისას;
R23
ტოქსიკურია ჩასუნთქვისას;
R24
ტოქსიკურია კანზე მოხვედრისას;
R25
ტოქსიკურია გადაყლაპვისას;
R26
ტოქსიკურია ჩასუნთქვისას;
R27
ძლიერ ტოქსიკურია კანზე მოხვედრისას;
R28
ძლიერ ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას;
R29
წყალთან შეხებისას გამოიყოფა ტოქსიკური აირები;
R30
გამოყენებისას შეიძლება გახდეს ძლიერ აალებადი;
R31
მჟავებთან შეხებისას გამოიყოფა ტოქსიკური აირები;
R32
მჟავებთან შეხებისას გამოიყოფა ძლიერ ტოქსიკური აირები;
R33
კუმულაციური ეფექტის საშიშროება;
R34
იწვევს დამწვრობას;
R35
იწევს მძიმე დამწვრობას;
R36
იწვევს თვალების გაღიზიანებას;
R37
იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას;
R38
იწვევს კანის გაღიზიანებას;
R39
ძალიან სერიოზული შეუქცევადი ეფექტების საშიშროება;
R40
მონაცემები კანცეროგენული ეფექტის შესახებ შეზღუდულია;
R41
თვალების დაზიანების სერიოზული რისკი;
R42
ჩასუნთქვისას შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია;
R43
კანზე მოხვედრისას შიეძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია;
R44
დახურულ სივრცეში გახურებისას წარმოიქმნება აფეთქების რისკი;
R45
იწვევს კიბოს განვითარებას;
R46
შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი გენეტიკური დაზიანება;
R47
ხანგრძლივი ზემოქმედებისას ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საშიშროებაა;
R49
ჩასუნთქვისას შესაძლებელია კიბოს განვითარება;
R50
ძლიერ ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის;
R51
ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისათვის;
R52
მავნეა წყლის ორგანიზმებისათვის;
R53
შეიძლება გამოიწვიოს მავნე შორეული შედეგები;
R54
ტოქსიკურია მცენარეებისათვის;
R55
ტოქსიკურია ცხოველებისათვის;
R56
ტოქსიკურია ნიადაგის ორგანიზმებისათვის;
R57
ტოქსიკურია ფუტკრებისათვის;
R58
შეიძლება გამოიწვიოს გარემოში შორეული უარყოფითი ეფექტები;
R59
საშიშია ოზონის შრისათვის;
R60
აზიანებს განაყოფიერების ფუნქციას;
R61
შეიძლება გმოიწვიოს ემბრიოტოქსიკური ეფექტი;
R62
განაყოფიერების ფუნქციის დაზიანების რისკი;
R63
ემბრიოტოქსიკური ეფექტის წარმოქმნის შესაძლო რისკი;
R64
შეიძლება დააზიანოს ძუძუმწოვარი ბავშვი;
R65
საშიშია: შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების დაზიანება;
R66
შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე და დასკდომა;
R67
ორთქლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და ძილიანობა;
R68
შეუქცევადი ეფექტების განვითარების შესაძლო რისკი;
დანართი 2
უსაფრთხოების S-ფრაზები
S1
შეინახეთ ჩაკეტილ სათავსში;
S2
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილზე;
S3
შეინახეთ გრილ ადგილზე;
S4
შეინახეთ შორს დასახლებული ადგილიდან;
S5
შეინახეთ ნივთიერება სითხის (სითხის სახეს განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი). . . . . ქვეშ;
S6
შეინახეთ ნივთიერება აირის (აირის სახეს განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი). . . . ქვეშ;
S7
შეინახეთ ნივთიერება ჰერმეტულ ტარაში;
S8
შეინახეთ ტარა მშრალად;'
S9
შეინახეთ ტარა კარგად განიავებად ადგილზე;
S12
არ შეინახოთ ტარა დალუქული;
S13
შეინახეთ შორს საკვები პროდუქტების, სპირტიანი სასმელებისა და ცხოველების საკვებისაგან;
S14
შეინახეთ შორს მასალებისაგან (შეუთავსებელ მასალებს განსაზღვრავს ნივითერების დამამზადებელი);
S15
შეინახეთ შორს სითბოსაგან;
S16
შეინახეთ შორს აალების წყაროებისაგან. ǀ თამბაქოს მოწევა აკრძალულია;
S17
შეინახეთ შორს საწვავი მასალებისაგან;
S18
ტარა აიღეთ და გახსენით ფრთხილად;
S19
გაუქმებულია
S20
გამოყენებისას აკრძალულია საკვების და სასმელის მიღება;
S21
გამოყენებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა;
S22
არ შეისუნთქოთ მტვერი;
S23
არ შეისუნთქოთ აირი/ორთქლი/შხეფები (შესატყვის ფორმულირებას განისაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი);
S24
დაიცავით კანი;
S25
დაიცავით თვალები;
S26
თვალში მოხვედრისას, ჩამოირეცხეთ დიდი რაოდენობა წყლით და მიმართეთ ექიმს;
S27
სასწრაფოდ მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი;
S28
კანზე მოხვედრისას ჩამოირეცხეთ დიდი რაოდენობა . . . . (განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი);
S29
ტარას ბოლომდე ნუ დაცლით;
S30
არ დაამატოთ წყალი;
S31
გაუქმებულია
S32
გაუქმებულია
S33
გადმოტვირთვისას მიიღეთ წინასწარი გამაფრთხილებელი ზომები;
S34
გაუქმებულია
S35
ეს მასალა და მისი კონტეინერი უნდა განთავსდეს უსაფრთხოდ;
S36
ჩაიცვით შესატყვისი დამცავი ტანსაცმელი;
S37
იხმარეთ შესატყვისი დამცავი ხელთათმანები;
S38
არასაკმარისი ვენტილაციისას იხმარეთ შესატყვისი სასუნთქი მოწყობილობა;
S39
იხმარეთ თვალების/ სახის დამცავი საშუალებები;
S40
დაბინძურებული სათავსი (იატაკი და ყველა ობიექტი) უნდა დასუფთავდეს . . . . . . (დასუფთავების საშუალებას განსაზღვრავს ნივთიერების დამამზადებელი);
S41
აფეთქების ან ხანძრის შემთხვევაში არ შეისუნთქოთ ორთქლი;
S42
ნივითერების გამოფრქვევის შემთხვევაში იხმარეთ შესატყვისი სასუნთქი მოწყობილობა . . . . . (სასუნთქ მოწყობილობას განსაზღვრავს დამამზადებელი);
S43
ხანძრის შემთხვევაში გამოიყენეთ ------- (მიუთითეთ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის ტიპი. თუ წყალი ზრდის რისკს, არ დაუმატოთ. არასოდეს არ გამოიყენოთ წყალი;
S44
გაუქმებულია
S45
უბედური შემთხვევის დროს, ან თუ თქვენ თავს ცუდად იგრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს (აჩვენეთ ეტიკეტი);
S46
ჩაყლაპვისას, მიმართეთ ექიმს და დაუყოვნებლივ აჩვენეთ ტარა და ეტიკეტი;
S47
დაიცავით ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არ აღემატება . . . . . . . . C0 (ტემპერატურას განსაზღვრავს დამამზადებელი);
S48
შეინახეთ სველ მგომარეობაში -------- (შესაბამის მასალას განსაზღვრავს დამამზადებელი);
S49
შეინახეთ მხოლოდ პირველად ტარაში;
S50
ნუ შეურევთ . . . . . (განსაზღვრავს დამამზადებელი);
S51
გამოიყენება მხოლოდ კარგად განიავებულ სათავსში;
S52
არ არის რეკომენდებული შენობის შიგნით დიდ ფართობზე გამოყენება;
S53
მოერიდეთ ზემოქმედებას. გამოყენების წინ გაეცანით სპეციალურ ინსტრუქციას. (გამოიყენება კანცეროგენული, მუტაგენური და რეპროდუქციისათვის ტოკსიკური ნივთიერებებისა და პრეპარატებისათვის);
S54
გაუქმებულია
S55
გაუქმებულია
S56
განათავსეთ ეს მასალა და მისი ტარა საშიში ქიმიური ნივთიერებების ან ნარჩენების შეგროვების პუნქტებში;
S57
გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება შესაბამისი ტარა;
S58
გაუქმებულია
S59
აღდგენისა და ხელახალი გადამუშავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ დამამზადებელს/მომწოდებელს;
S60
ეს ნივითიერება და მისი ტარა უნდა განთავსდეს, როგორც საშიში ნარჩენები;
S61
ნივთიერება არ უნდა მოხვდეს გარემოში. ისარგებლეთ საინფორმაციო ფურცლის მონაცემებით უსაფრთხოების შესახებ;
S62
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ტარა ან ეტიკეტი
S63
ჩასუნთქვისას, დაზარალებული სასწრაფოდ გამოიყვანეთ სუფთა ჰაერზე და ამყოფეთ მოსვენებულ მდგომარეობაში;
S64
ჩაყლაპვისას, საჭიროა პირში წყლის გამოვლება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას გრძნობა არა აქვს დაკარგული);