ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №415
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017618
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,170 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №415 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების  შესახებ (დანართი №1 და №2)“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის” დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის №2-244 ბრძანება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი N1 ტექნიკური რეგლამენტი ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად. 2. დებულების მიზანია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგური გამოკვლევის ჩატარებით სწორად განისაზღვროს გამოკვლეული ტერიტორიის ნაყოფიერების დონე, რაც საფუძვლად დაედება სასოფლო-სამეურნეო მიწების რაციონალურ გამოყენებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის სწორი რეკომენდაციების შემუშავებას. 3. დებულება გათვალისწინებულია იმ ლაბორატორიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რომლებიც განახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოკვლევას, ნაყოფიერების დონის დადგენას და რეკომენდაციების შემუშავებას.  მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტებანი 1. ნიადაგი – დედამიწის ზედა ნაყოფიერი ფენა, რომელიც შექმნილია ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგად. 2. ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება და უნარი უზრუნველყოს მცენარის მოთხოვნილებები ფესვური კვების ელემენტებსა და წყალზე, შექმნას შესაბამისი ჰაეროვანი და თბური რეჟიმი და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი. 3. ჰუმუსი – ნიადაგში არსებული სპეციფიკური და არასპეციფიკური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვს უჯრედის აგებულება. 4. ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული. 5. ეროზია – ნიადაგის ზედა ფენის ჩამორეცხვა, გადარეცხვა და ახვეტა სხვადასხვა ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების მოქმედების შედეგად. 6. თესლბრუნვა – ერთსა და იმავე ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მონაცვლეობა წინასწარ შემუშავებული მეცნიერულად დასაბუთებული სქემის მიხედვით. 7. ნიადაგის ნაყოფიერების დონე – გულისხმობს შემდეგ კატეგორიებს: მაღალნაყოფიერს, საშუალო და დაბალნაყოფიერს, უნაყოფოს და მწირს. 8. ეფექტური ნაყოფიერება – იქმნება ნიადაგზე ადამიანის და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით და განაპირობებს მოსავლის მიღებას. 9. ბიცობი ნიადაგი – ნიადაგი, რომლის პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოხატულია ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში. 10. მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე რეაქცია.  მუხლი 3🔗. ნიადაგის ნაყოფიერების პარამეტრებია 1. ნიადაგის ნაყოფიერების დასადგენად აუცილებელია ჩატარდეს ნიადაგური გამოკვლევა 1:2000 ან 1:5000 მასშტაბით. 2. მოხდება ნიადაგური ტიპების მიხედვით ჭრილების გაჭრა, მისი მორფოლოგიური აღწერა და ჰორიზონტების მიხედვით ნიმუშების აღება. 3. ნიადაგის ნიმუშებში ჩატარდება შემდეგი ანალიზები: ა) მექანიკური შედგენილობა; ბ) სტრუქტურა; გ) შთანთქმული ფუძეები; დ) კარბონატულობა; ე) PH; ვ) მჟავიანობა; ზ) ჰუმუსი; თ) ჰიდროფიზიკური თვისებები: მოცულობითი წონა, ხვედრითი წონა, წყალგამტარობა, საველე ზღვრული ტენტევადობა; ი) საკვები ელემენტების საერთო და შესათვისებელი ფორმები: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი.  მუხლი 4🔗. ნიადაგის ნაყოფიერების დიფერენციაცია 1. საველე და ლაბორატორიული გამოკვლევების მიხედვით განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერება და დადგინდება მისი დონეები: მაღალნაყოფიერი, ნაყოფიერი, საშუალო ნაყოფიერი, დაბალნაყოფიერი, უნაყოფო, მწირი. 2. შეფასება მოხდება 100-ქულიანი სისტემით: ა) 100-დან 81-მდე არის მაღალნაყოფიერი; ბ) 81-დან 71-მდე – ნაყოფიერი; გ) 71-დან 61-მდე – საშუალო ნაყოფიერი; დ) 61-დან 41-მდე დაბალი ნაყოფიერების; ე) 41-დან 21-მდე – უნაყოფო; ვ) 20-ზე ქვევით – მწირი.  მუხლი 5🔗. ნაყოფიერების დონის შეფასების მაჩვენებლები 1. 100-ქულიანი სისტემა მოიცავს 10 კლასს, რომლებიც განისაზღვრება ქულების შემდეგი ოდენობით: ა) რელიეფი – 1-დან 5-მდე; ბ) მცენარეული საფარი - 1–5; გ) მექანიკური შედგენილობა – 1–10; დ) სტრუქტურა – 1_5; ე) შთანთქმული ფუძეები – 1–5; ვ) ჰუმუსი – 1–30; ზ) საერთო აზოტი – 1–15; თ) საერთო ფოსფორი – 1–10; ი) საერთო კალიუმი – 1–10; კ) ნიადაგის არის რეაქცია (PH) – 1–5. 2. თითოეული მაჩვენებლის შეფასების შემდეგ მიღებული ქულები დაჯამდება და ნიადაგური ტიპების მიხედვით მოხდება ნაყოფიერების დაჯგუფება.  მუხლი 6🔗. ნიადაგის საველე გამოკვლევის შედეგების დიფერენციაცია ქულების მიხედვით 1. რელიეფი: ა) ვაკე რელიეფი – 5 ქულა; ბ) ტალღოვანი რელიეფი – 3-4 ქულა; გ) სუსტად დახრილი რელიეფი (1 – 5​0) – 2-3 ქულა; დ) საშუალო დახრილი რელიეფი (5 – 15​0) – 1-2 ქულა; ე) ძლიერ დახრილი რელიეფი (>15​0) – 1 ქულა. 2. მცენარეული საფარი. ა) ბუნებრივი ბალახები – 5 ქულა; ბ) ნათესი ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახები – 3-4 ქულა; გ) ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები – 2-3 ქულა; დ) მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები – 1-2 ქულა; ე) შიშველი, მცენარეული საფარის გარეშე – 1 ქულა.  მუხლი 7🔗. ნიადაგის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების დიფერენციაცია ქულების მიხედვით 1. ნიადაგის მექანიკური შედგენილობა: ა) მსუბუქი თიხნარი – 9-10 ქულა; ბ) საშუალო თიხნარი – 8-9 ქულა; გ) მძიმე თიხნარი – 6-8 ქულა; დ) საშუალო და მსუბუქი თიხა – 5-6 ქულა; ე) მძიმე თიხა – 3-4 ქულა; ვ) სილნარი – 2 ქულა; ზ) სილა – 1 ქულა. 2. ნიადაგის სტრუქტურა: ა) კარგად ჩამოყალიბებული სტრუქტურა – 5 ქულა; ბ) საშუალოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურა – 3-4 ქულა; გ) სუსტად ჩამოყალიბებული სტრუქტურა – 2-3 ქულა; დ) უსტრუქტურო (სილა, სილნარი) – 1 ქულა. 3. შთანთქმული ფუძეები: ა) შთანთქმულ ფუძეებში მნიშვნელოვნად ჭარბობს Ca – 5 ქულა; ბ) შთანთქმულ ფუძეებში Ca და Mg მაღალია და თითქმის თანაბარია – 3-4 ქულა; გ) შთანთქმული ფუძეები შეიცავს Na – 2-3 ქულა (Na-ის რაოდენობის მიხედვით); დ) შთანთქმული ფუძეები შეიცავს წყალბადიონებს – 1-2 ქულა (წყალბადიონების რაოდენობის მიხედვით); 4. ნიადაგის არის რეაქცია PH: ა) PH 6,5 – 7,0 9-10 ქულა;  5 – 6,5   6-9 ქულა;  4 – 5      4-6 ქულა;  3 – 4     2-4 ქულა;  < 3      1 ქულა. ბ) ჩაის პლანტაციებით დაკავებულ ნიადაგებში PH-ის მაჩვენებლები დიფერენცირებული იქნება ნიადაგის მჟავიანობისადმი ჩაის მცენარის ბიოლოგიური დამოკიდებულების გათვალისწინებით.  მუხლი 8🔗. ჰუმუსის და საკვები ელემენტების საერთო და მცენარისათვის შესათვისებელი ფორმების მაჩვენებლების დიფერენციაცია ქულების მიხედვით თითოეულ მაჩვენებელს (ჰუმუსი, აზოტი, ფოსფორი და კალიუმი საერთო და შესათვისებელი ფორმები) მიენიჭება მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ქულათა შემდეგი რაოდენობა: ა) გამოკვლეული კონკრეტული ნიადაგური ტიპისათვის დამახასიათებელი ამ მაჩვენებლების მაქსიმუმის შემთხვევაში მაქსიმუმი ქულა; ბ) 80%-ის შემცველობის შემთხვევაში – მაქსიმუმი ქულის 80%; გ) 60%-ის შემცველობის შემთხვევაში – მაქსიმუმი ქულის 60%; დ) 50%-ის შემცველობის შემთხვევაში – მაქსიმუმი ქულის 50%; ე) 50%-ზე ნაკლები შემცველობის შემთხვევაში მას მიენიჭება მინიმალური ქულა.  მუხლი 9🔗. ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირების საშუალებები 1. მიწების გამოყენების ინტენსიფიკაცია, ნიადაგების გადიდებული დატვირთვა ერთი და იმავე კულტურებით, ნიადაგის დამუშავების ძველი სისტემა, მაღალმოსავლიანი ჯიშების დანერგვა ნიადაგის ნაყოფიერების მნიშვნელოვან შემცირებას განაპირობებს. 2. ნიადაგში ჰუმუსის შემცირებას ყველაზე მეტად იწვევს სათოხნი კულტურები, რომლის დროსაც ნიადაგის მრავალჯერადი დამუშავება და გადიდებული აერაცია იწვევს ორგანული ნივთიერებების გაძლიერებულ მინერალიზაციას. 3. ბუნებრივ პირობებში ჰუმუსის ბალანსი ნიადაგში რეგულირდება მცენარეთა თანასაზოგადოებებისა და ნიადაგს შორის ბუნებრივი გაცვლა-გამოცვლით და წონასწორობის აღდგენით, თუმცა ამისათვის საკმაოდ დიდი დროა საჭირო. 4. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ეს წონასწორობა ირღვევა, ჰუმუსის რაოდენობა მცირდება, რაც დაბლა სცემს ნიადაგის პოტენციურ ნაყოფიერებას. 5. აუცილებელია ნიადაგში ორივე პროცესი, როგორც ორგანული ნივთიერების დაგროვების, ისე მინერალიზაციის, ძლიერად მიმდინარეობდეს პირველის უპირატესობით, ასევე სხვა ღონისძიებების გატარება ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. 6. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გადიდება ნიადაგის ნაყოფიერების ზრდასთან ერთად ინტენსიური მიწათმოქმედების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 7. ნიადაგის ნაყოფიერების მართვა უნდა ხორციელდებოდეს ისეთი უარყოფითი მოვლენების შემცირებითა და აღკვეთით, როგორიცაა: ეროზია, დაჭაობება, გამჟავიანება და გაბიცობება, გვალვა, ჰუმუსისა და საკვები ნივთიერებების მარაგების შემცირება. 8. ნიადაგში საკვები ელემენტების დეფიციტის შევსება უნდა ხორციელდებოდეს ისეთი სწრაფი საშუალებით, როგორიცაა მინერალური სასუქების გამოყენება მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების საფუძველზე. 9. ნიადაგში ჰუმუსის შევსების ძირითადი წყარო ორგანული სასუქია (ნაკელი, ტორფი, ბიოჰუმუსი, ფესვური და სანაწვერალო ნარჩენები, სიდერაცია). 10. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს: მჟავე ნიადაგების მოკირიანება, ბიცობი ნიადაგების მოთაბაშირება, მცენარეთა ბალანსირებული კვება და მინერალური სასუქების რაციონალური გამოყენება, მეცნიერულად დასაბუთებული თესლბრუნვები, ნათესი ფართობის სტრუქტურის კორექტირება საწარმოო ზონების მიხედვით, საკმარისი ტენიანობის ზონაში პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების, სამარცვლე პარკოსნების თესვა, რწყვის პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენება.  მუხლი 10🔗. ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებლების პრაქტიკული გამოყენება ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლები და ნაყოფიერების დადგენა ხელს შეუწყობს: 1. მიწების კატეგორიის დადგენას. 2. მიწის გადასახადის სწორად განსაზღვრას. 3. მიწის ეკონომიკურ შეფასებას. 4. მიწის ბაზრის ფორმირებას. 5. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების შემუშავებას და შესაბამისი დაფინანსების გაანგარიშებას. 6. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურად წარმართვას და სასოფლო სამეურნეო კულტურათა სწორ გაადგილებას. 7. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაღალი მოსავლის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას. დანართი №2 ტექნიკური რეგლამენტი ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე დებულება შემუშავებულია ,,ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად. იგი ხელს შეუწყობს მონიტორინგის სწორი მეთოდით და სრულყოფილად ჩატარებას. დებულების მიზანია საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ნიადაგური ტიპების კონსერვაცია-შენარჩუნების და უარყოფითი პროცესების შეჩერების რეკომენდაციების შემუშავება. დებულება გათვალისწინებულია იმ ლაბორატორიებისა და კვლევითი დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგს. მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები ნიადაგი – დედამიწის ზედა, ფხვიერი ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია. ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას ქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფელი თვისებების ერთობლიობას. ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტექსონომიური ერთეული. მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი. ნიადაგის კონსერვაცია – ნიადაგების შენარჩუნება, მისი ნაყოფიერების რეგულირება. პოტენციური ნაყოფიერება – შექმნილია ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით ადამიანის ჩარევის გარეშე. ეფექტური ნაყოფიერება – იქმნება ნიადაგზე ადამიანთა და სხვათა ზემოქმედებით და რომელიც განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლის მიღებას. მუხლი 3🔗. ნიადაგის ნაყოფიერება და მონიტორინგის არსი 1. ნიადაგს ახასიათებს როგორც პოტენციური, ისე ეფექტური ნაყოფიერება, რომელიც კომპლექსში განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. 2. ნიადაგის ნაყოფიერება სასოფლო-სამეურნეო წარმოების უმნიშვნელოვანესი პირობაა. იგი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის 50-60%-ს. 3. მაღალნაყოფიერი ნიადაგი, გარდა ადამიანთა სურსათით გამოკვებისა, უზრუნველყოფს სიცოცხლის შენარჩუნებას დედამიწაზე, განაპირობებს რა სუფთა ჰაერის, სუფთა წყლის და სუფთა საკვების არსებობას. 4. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგი უნდა ჩატარდეს საქართველოში გავრცელებული ძირითადი ტიპის ნიდაგებზე როგორც ათვისებულ და ექსპლუატაციაში მყოფ მიწებზე, ისე სასოფლო-სამეურნეო წარმოებით დაუტვირთავ მიწებზე.  მუხლი 4🔗. ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის მნიშვნელობა 1. ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს ნიადაგში მიმდინარე ცვლილებები როგორც ბუნებრივ პირობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებით დაუტვირთავ მიწებზე, ისე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ქვეშ ათვისებულ მიწებზე. 2. მონიტორინგის მასალები საშუალებას იძლევა დადგინდეს, თუ რა გავლენას ახდენს ნიადაგის სხვადასხვა თვისებებზე და ნაყოფიერებაზე ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოება. 3. მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება ბუნებრივ პირობებში თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ნიადაგში და რა მიმართულებით. 4. ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის მასალების საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებები ნიადაგების დაცვის და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მტკიცე საფუძველია. მუხლი 5🔗. მონიტორინგის სამუშაოები 1. მონიტორინგისათვის შეირჩევა საქართველოს ძირითადი ნიადაგური ტიპები რეგიონების მიხედვით. ნაკვეთის სიდიდეს მნიშვნელობა არა აქვს, იგი შეიძლება მერყეობდეს 0,5–3,0 ჰექტრის ფარგლებში. სასურველია შერჩეული ნაკვეთი მდებარეობდეს დასახლებული ადგილებიდან 0,5 კმ-ის დაშორებით. 2. მონიტორინგისათვის არ გამოდგება ნაკვეთები, რომლებზედაც ადრე ჩატარებული იყო მიწის სამუშაოები, გადიოდა გზები, არხები, გამოყენებული იყო პირუტყვის სადგომად და ა.შ. 3. ერთსა და იმავე ტიპის ნიადაგზე გამოიყოფა ორი ნაკვეთი: ერთი (საკონტროლო), რომელიც არ არის დატვირთული და არ მიმდინარეობს არავითარი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, მეორე ნაკვეთი – ათვისებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ქვეშ. 4. ნაკვეთებზე გაკეთდება ტრაფარეტები, გაიხსნება ზონარგაყრილი მონიტორინგის ჟურნალი. მონიტორინგის ხანგრძლივობა რამდენიმე წელია, დაწყებული სამი წლიდან, ათი და მეტი წელი. მონიტორინგის ყოველწლიური მონაცემების ანალიზი და შედარებები განაპირობებს მონიტორინგის ხანგრძლივობას. ჩვეულებრივად მონიტორინგი ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. 5. ყველა ჩანაწერი მონიტორინგის დაწყებასა და მიმდინარეობაზე მკაცრად აღრიცხვადია. 6. მონიტორინგის ნაკვეთების სამეთვალყურეოდ უნდა გამოიყოს შესაბამისი პიროვნება.  მუხლი 6🔗. საკონტროლო ნაკვეთზე მონიტორინგის ჩატარება 1. მონიტორინგისათვის შერჩეულ იმ ნაკვეთზე, რომელზედაც არ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოება, დადგინდება რელიეფი, მცენარეული საფარი, კლიმატური პირობები, მეთოდიკის დაცვით გაკეთდება სრული ნიადაგური ჭრილი, მოხდება მისი მორფოლოგიური აღწერა, გენეტიკური ჰორიზონტების მიხედვით აიღება ნიადაგური ნიმუშები. 2. ჭრილებიდან აღებულ ნიადაგის ნიმუშებში ჩატარდება ლაბორატორიული გამოკვლევები შემდეგ მაჩვენებლებზე: ა) – ნიადაგის მექანიკური შედგენილობა; ბ) – სტრუქტურული და აგრეგატული შედგენილობა; გ) – ფიზიკური თვისებები ყველა მაჩვენებელზე; დ) – შთანთქმული ფუძეები; ე) – PH; ვ) – მჟავიანობა; ზ) – კარბონატულობა; თ) – საკვები ელემენტების საერთო და მოძრავი ფორმები; ი) – ჰუმუსი; კ) – მიკრობიოლოგიური გამოკვლევა; ლ) – მიკროელემენტები. 3. აღნიშნული გამოკვლევები ჩატარდება წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე. მიღებული მასალები დამუშავდება, იგი შეუდარდება წინა წლის მონაცემებს და დადგინდება ის ცვლილებები, რაც მიმდინარეობს ნიადაგში ბუნებრივ პირობებში და გამოიკვეთება პროცესების ტენდენციები. მუხლი 7🔗. სასოფლო-სამეურნეო წარმოებით დატვირთულ ნაკვეთზე მონოტორინგის ჩატარება 1. სასოფლო-სამეურნეო წარმოებით დაკავებულ ნაკვეთზე დადგინდება რელიეფი, კლიმატური პირობები, ბუნებრივი მცენარეული საფარი, გავრცელებული სარეველები. 2. მონიტორინგის დასაწყისში გაკეთდება სრული ნიადაგური ჭრილი და ჩატარდება ყველა ის სამუშაო, რაც ტარდება თავისუფალ საკონტროლო ნაკვეთზე, მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. 3. აუცილებელია მონიტორინგის ნაკვეთზე ყველა აგროტექნიკური ღონისძიების და მეწარმეთა მიერ ჩატარებული ნებისმიერი საქმიანობის დეტალურად ჩაწერა მონიტორინგის ჟურნალში. მონიტორინგის ნაკვეთზე მიღებული მოსავალი და მისი ხარისხი ასევე დაფიქსირდება მონიტორინგის ჟურნალში. 4. გამოკვლევები ჩატარდება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე. 5. მოხდება მიღებული მონაცემების დეტალური დამუშავება და ანალიზი. რამოდენიმე წლის მონაცემების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დადგინდეს ანთროპოგენური და სხვათა ზეგავლენა ნიადაგზე და მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. 6. საკონტროლო ნაკვეთზე და სასოფლო-სამეურნეო წარმოებით დაკავებულ ნაკვეთებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შედარება იძლევა იმ რეალურ სურათს, რასაც იწვევს ნიადაგების ექსპლუატაცია და მასზე განხორციელებული ზემოქმედებანი.  მუხლი 8🔗. ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის შედეგების გამოყენება 1. საკონტროლო ნაკვეთზე ნიადაგების მონიტორინგით დგინდება ბუნებრივ პირობებში ნიადაგში მიმდინარე პროცესები და ცვლილება გარკვეული დროის მონაკვეთში. განისაზღვრება ცვლილებების მიმართულება, დადებითი თუ უარყოფითი. 2. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო წარმოების ქვეშ ათვისებულ ნიადაგებზე ჩატარებული მონიტორინგი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, თუ რა ცვლილებები ხდება ნიადაგში აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით, სხვადასხვა სახის და ფორმის სასუქების გამოყენებით, ფერმერთა მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიებებით (რაც თავის დროზე საკმაოდ დაწვრილებით და სრულყოფილად იქნება დაფიქსირებული მონიტო-რინგის ჟურნალში). 3. მონიტორინგის საფუძველზე შედგება ნიადაგების კონსერვაციის და დაცვის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების და მცენარეთა კვების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები და რეგლამენტები, რაც უზრუნველყოფს ნიადაგში მიმდინარე უარყოფითი პროცესების მაქსიმალურად შეჩერებას, ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას და კონსერვაციას, მისი სასოფლო-სამეურნეო ათვისების პირობებში და სასოფლო-სამეურნეო წარმოების სწორ მართვას, მცენარეთა ნორმალურ განვითარებას, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას. 4. დადგინდება საკონტროლო ნაკვეთთან შედარებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების დღევანდელი დონე და მიწათმოქმედების სისტემა რა დოზით ახდენს უარყოფით გავლენას ნიადაგების თვისებებსა და ნაყოფიერებაზე, რის საფუძველზეც შემუშავდება მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები, ჩატარდება ფერმერთა სწავლება-სემინარები მიწების ექსპლუატა-ციის პირობებზე, მის კონსერვაციასა და ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საკითხებზე და ა.შ. 5. ნიადაგის მონიტორინგის მასალები ხელს შეუწყობს ნიადაგების კონსერვაციისა და შენარჩუნების მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას, შესაბამისი დაფინანსების გაანგარიშებას, ინვესტიციების მოზიდვას და ა.შ.