„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალის დაკარგვა 01.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №418
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017629
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №418
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის N83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2013, 010220020.10.003.017247) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში -კომისია) და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა:
დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი
შალვა ფიფია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი
ალექსანდრე ჭიკაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი
ხათუნა გოგალაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი
დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი
მირიანე ოდიშარია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი
დავით დარახველიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კომისიის წევრი
ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი
დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი
გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი
თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითა-რებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი
გიორგი სოლომონია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი
გიორგი ამაშუკელი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი
ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი
მიხეილ ახვლედიანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი
გიორგი ბაქრაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი
გიორგი გახარია – საგადასახადო ომბუდსმენი, კომისიის წევრი
ლევან რაზმაძე – სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყი-დვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი
ბადრი გიორგიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
დავით მორალიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი
ავთანდილ სუდაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი