ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე კარტოფილის (Solanum tuberosum 1.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017612
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე კარტოფილის (Solanum tuberosum 1.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №27
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე კარტოფილის (Solanum tuberosum 1.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული: ტექნიკური რეგლამენტი - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე კარტოფილის (Solanum tuberosum 1.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესახებ“ დანართი (№1-2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარულად გამოცხადდეს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე კარტოფილის (Solanum tuberosum 1.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 2 ივნისის №2-85 ბრძანება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი