ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე სიმინდის (Zea mays L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017609
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე სიმინდის (Zea mays L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №14
2014 წლის 3 იანვარი
ქ.თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე სიმინდის (Zea mays L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული: ტექნიკური რეგლამენტი - „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე სიმინდის (Zea mays L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესახებ“ (დანართი №1-2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე სიმინდის (Zea mays L) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 8 იანვრის № 2-1 ბრძანება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი