ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 05.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017595
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 23 | ძარის (კაბინის) ჭერის გადასაკრავი. |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| 1. | თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები, თითოეულ ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა, სრული მასა. |
| 2. | ავტოსატრანსპორტო საშუალების აწყობა და ელემენტების შედუღებით შეერთება. |
| 3. | ძარის ან კაბინის შეთანწყობა და კონსტრუქცია. |
| 4. | მანძილი თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების უდაბლესი წერტილიდან გზის სავალი ნაწილის სიბრტყემდე. |
| 5. | თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგრადობა. |
| 6. | საჭით მართვის სისტემა, დაკიდებები და მუხრუჭები. |
| 7. | საჭის მაძლიერებლის ჰიდროსისტემის, საჭის მექანიზმისა და ამძრავის მდგომარეობა. |
| 8. | საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა |
| 9. | სამუხრუჭო სისტემებით აღჭურვა. |
| 10. | მუშა სამუხრუჭო სისტემის მოქმედება. |
| 11. | სამუხრუჭო სისტემების მართვა მძღოლის სამუშაო ადგილიდან. |
| 12. | დამუხრუჭებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და სამუხრუჭო სისტემების მოქმედების ეფექტიანობა |
| 13. | საჭით მართვის და სამუხრუჭო სისტემის მექანიზმებში თვითნაკეთი დეტალებისა და კვანძების გამოყენება. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტექნიკური რეგლამენტის ”მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.09.2011
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №11
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ” (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო – ტექნიკურ თვისებებს, ცალკეული შემადგენელი ნაწილებისა და მოწყობილობების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებსა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისობის შეფასების პროცედურებს.
2. რეგლამენტის მიზანია ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების განსაზღვრა და მისი სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი პირობებისა და პროცედურების დადგენა.
3. ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ არაკომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს, ამ რეგლამენტის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდგომში – თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება) – საკუთარი ძალებით ან სერვისის საწარმოს მეშვეობით, როგორც წესი, ერთ ეგზემპლარად დამზადებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ორიგინალური (არასამრეწველო წარმოების) ძარით;
ბ) დამამზადებელი – პირი, რომელმაც ინდივიდუალური წესით (საკუთარი ძალებით ან სერვისის საწარმოს მეშვეობით) დაამზადა თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მისი წინამდებარე მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით განცხადებით მიმართა აკრედიტებულ ტესტირების ცენტრს;
გ) მუშა სამუხრუჭო სისტემა – ძირითადი სამუხრუჭო სისტემა, განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად და მის გასაჩერებლად;
დ) სათადარიგო სამუხრუჭო სისტემა – სამუხრუჭო სისტემა, განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად და მის გასაჩერებლად მუშა სამუხრუჭო სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას.
2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები (შემდგომში – ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები) დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის N . . დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „ტექნიკური მოთხოვნებითა და ტესტირების მეთოდებით” განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი მონაცემები
თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების დამზადებისათვის საჭიროა შემდეგი ძირითადი მონაცემების განსაზღვრა:
ა) დამამზადებლის მიერ თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიკუთვნებული სახელწოდება;
ბ) თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების:
ბ.ა) ტიპი („მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად);
ბ.ბ) აღჭურვილი მასა (კგ);
ბ.გ) სრული მასა (კგ);
ბ.დ) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (ადგილი) და/ან ტვირთამწეობა (ტ);
ბ.ე) მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ);
ბ.ვ) ღერძებზე მოსული დასაშვები მაქსიმალური მასები (კგ);
ბ.ზ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე (კგ);
ბ.თ) გაბარიტული ზომები (მმ);
ბ.ი) გამოყენებული საბურავების აღნიშვნები და ზომები (მმ);
გ) თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის:
გ.ა) მარკა და ტიპი;
გ.ბ) მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (ცხ.ძ);
გ.გ) აღჭურვილი მასა (მოწყობილობებთან და გადაბმულობასთან ერთად) (კგ);
გ.დ) კუთრი სიმძლავრე (ცხ.ძ/ტ).
მუხლი 4🔗. საერთო მონაცემები, შეთანწყობა და ძირითადი ზომები
1. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების დამზადებისათვის დასაშვებია:
ა) ნებისმიერი შეთანწყობის გამოყენება;
ბ) სამრეწველო წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს, ძარის მზიდი სისტემების, აგრეგატების, კვანძებისა და დეტალების გამოყენება.
2. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები, ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა, ან/და სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლებს.
3. დაუშვებელია სათადარიგო ნაწილებისაგან არსებული ტიპისა და მოდელის ავტოსატრანსპორტო საშუალების აწყობა, აგრეთვე ჩარჩოს ელემენტების შედუღებით შეერთება.
4. ნებადართულია თვითნაკეთი მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) დამზადება და ავტოსატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირება, თუ მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) კონსტრუქცია აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით მის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗. საექსპლუატაციო – ტექნიკური თვისებები
1. სამგზავრო თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის (შემდგომში – ძარა) ან სატვირთო თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინის (შემდგომში – კაბინა) შეთანწყობამ, მათმა კონსტრუქციამ და სავარძლებმა უნდა უზრუნველყონ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოხერხებულობა. მძღოლის ადგილიდან გზის უხილავი ზონა თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა მხარეს არ უნდა აღემატებოდეს ევროსაბჭოს 1977 წლის 27 სექტემბრის 77/649/EEC დირექტივით („მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა ხილვადობის ზონების განმსაზღვრელი წევრი ქვეყნების კანონმდებლობის დაახლოების შესახებ”) დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.
2. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული დატვირთვისას მანძილი მისი უდაბლესი წერტილიდან გზის სავალი ნაწილის სიბრტყემდე არ უნდა იყოს 155 მმ-ზე ნაკლები.
3. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს მდგრადობას – მშრალ მოასფალტებულ მოედანზე წრიულად (დიამეტრით 50 მ) 30 კმ/საათში სიჩქარით მოძრაობისას არ უნდა შეიმჩნეოდეს გვერდმოქნევის მოვლენები.
მუხლი 6🔗. მოთხოვნები თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ცალკეული შემადგენელი ნაწილისა და მოწყობილობის მიმართ
1. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იქნეს სამრეწველო წარმოების, მის სრულ მასაზე არანაკლები სრული მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის გათვალისწინებული საჭით მართვის სისტემით, დაკიდებებითა და მუხრუჭებით.
2. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭით მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგრადი სწორხაზოვანი მოძრაობა და მიმართულების მსუბუქად, სწრაფად და საიმედოდ შეცვლა. მშრალ მოასფალტებულ საფარზე მდგომი თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების მობრუნებისას საჭის თვლის მოსაბრუნებლად საჭირო მხების ძალის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 20 კგძ.
3. დაუშვებელია საჭის მაძლიერებლის ჰიდროსისტემაში სამუშაო სითხის გაჟონვა, საჭის მექანიზმში და ამძრავში ბზარებიანი, დეფორმირებული ან სხვა დეფექტების მქონე დეტალების გამოყენება.
4. საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს „ტექნიკური მოთხოვნების და ტესტირების მეთოდების” მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელობებს.
5. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იქნეს აღჭურვილი შემდეგი სამუხრუჭო სისტემებით:
ა) მუშა – სატერფულისაგან ამძრავით, ღერძების მიხედვით დაცალკევებული, რომელიც უნდა მოქმედებდეს ყველა თვალზე, ამცირებდეს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარეს და აჩერებდეს მას საიმედოდ და ეფექტურად, როგორც აღმართზე, ასევე დაღმართზე მოძრაობისას, სიჩქარისა და დატვირთვის პირობების მიუხედავად;
ბ) სადგომი – მუხრუჭის ბერკეტისაგან ამძრავით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სრულად დატვირთული თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების უძრავ მდგომარეობაში შეკავება (მათ შორის, გამორთული ტრანსმისიისა და მძღოლის თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არყოფნის პირობებში) დამუხრუჭებულ მდგომარეობაში მყარ საფარიან მშრალ გზაზე არანაკლებ:
ბ.ა) 25%-ის ქანობზე M1 კატეგორიის თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის;
ბ.ბ) 20%-ის ქანობზე M2, M3, და N კატეგორიის თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის;
ბ.გ) 18%-ის ქანობზე O კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ავტომატარებლისათვის;
გ) სათადარიგო – რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მოყვანილი ფუნქციის შესრულება, მუშა სამუხრუჭო სისტემის ნებისმიერი ელემენტის დაზიანების შემთხვევაში.
6. M1, M2 და M3 კატეგორიის (შემდგომში – M კატეგორიის), აგრეთვე N1, N2 და N3 კატეგორიის (შემდგომში – N კატეგორიის) თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ ორი დამოუკიდებლად მოქმედი სამუხრუჭო სისტემა. დასაშვებია, რომ M და N კატეგორიის თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნდეთ სათადარიგო სამუხრუჭო სისტემა, თუ მის ფუნქციას ამავდროულად ასრულებს სადგომი ან მუშა სამუხრუჭო სისტემა.
7. მისაბმელს (ნახევარმისაბმელს), ერთღერძიანის გარდა, უნდა ჰქონდეს გამართული სადგომი მუხრუჭი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) შეკავება მისი მობუქსირე ავტოსატრანსპორტო საშუალებისაგან განცალკევების შემდეგ. დასაშვებია, რომ:
ა) O1, O2, O3 და O4 კატეგორიის (შემდგომში – O კატეგორიის) თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნდეთ სათადარიგო სამუხრუჭო სისტემა;
ბ) O1 კატეგორიის თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნდეს მუშა სამუხრუჭო სისტემა იმ შემთხვევაში, თუ მისი სრული მასა არ აღემატება მობუქსირე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი მასის 50%-ს;
გ) 2.5 ტონამდე სრული მასის მქონე O2 კატეგორიის ერთღერძიან თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნდეს მუშა სამუხრუჭო სისტემა იმ შემთხვევაში, თუ მისი სრული მასა არ აღემატება მობუქსირე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილი მასის 65%-ს.
8. მუშა სამუხრუჭო სისტემის მოქმედება უნდა იყოს რეგულირებადი და რაციონალურად განაწილებული თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძების მიხედვით.
9. მძღოლს უნდა ჰქონდეს საშუალება სამუშაო ადგილიდან მართოს:
ა) M, N და O კატეგორიის თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშა და სათადარიგო სამუხრუჭო სისტემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) M და N კატეგორიის თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომი სამუხრუჭო სისტემა.
10. დამუხრუჭებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგრადობისა და სამუხრუჭო სისტემების მოქმედების ეფექტიანობის მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდნენ „ტექნიკური მოთხოვნების და ტესტირების მეთოდების” მე-4 მუხლის 26-ე, 27-ე, 30-ე და 31-ე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
11. საჭით მართვის და სამუხრუჭო სისტემებში თვითნაკეთი დეტალებისა და კვანძების გამოყენება დაუშვებელია.
12. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში ნახშირჟანგის ზღვრული შემცველობა ბენზინის ძრავებისათვის და კვამლიანობის ზღვრული დონე დიზელის ძრავებისათვის არ უნდა აღემატებოდეს „ტექნიკური მოთხოვნების და ტესტირების მეთოდების” დანართი №3-ით გათვალისწინებულ ზღვრულ მნიშვნელობებს.
13. თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენებული უნდა იქნეს საბურავები, რომლებიც დასაშვები მაქსიმალური დატვირთვითა და სიჩქარით შეესაბამება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამის ტექნიკურ მახასიათებლებს. დაუშვებელია ერთ ღერძზე სხვადასხვა ზომის, მოდელის და პროტექტორის სურათით საბურავების დაყენება.
14. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის შეწყვილებული თვლებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიგა თვლების საბურავების წნევის გაზომვისა და დატუმბვის შესაძლებლობა გარე თვლების საბურავების დემონტაჟის გარეშე.
15. თვლების კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს მხოლოდ მძღოლის ძალებით თვლების მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული ინსტრუმენტების საშუალებით.
16. 450 კგ-ზე მეტი აღჭურვილი მასით თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს უკანა სვლის გადაცემა.
17. დასაშვებია ნებისმიერი კონსტრუქციული ტიპის ძარის გამოყენება: დახურული, ასახდელი სახურავით, სპორტული და სხვა.
18. ძარა (კაბინა) უნდა იყოს დამზადებული ისეთი მასალებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის გამძლეობასა და საიმედოობას. არალითონური მასალისაგან დამზადებული ნაწილები უნდა იყოს დაშორებული გაცხელებული მექანიზმებისაგან (ძრავა, გამონაბოლქვის სისტემა) არანაკლებ 100 მმ-ით (საწვავის ავზი არანაკლები 200 მმ-ით), ნაკლები მანძილის შემთხვევაში კი უნდა იყოს დაცული აზბესტის ან ლითონის ზესადებებით. ძარა და კაბინა შეღებილი უნდა იყოს ჩამოურეცხვადი (საავტომობილო) საღებავით.
19. ძარის (კაბინის) პანელის, დეტალებისა და მათი შეუღლებების გარე ზედაპირიდან გამოყოფილი (გამოშვერილი) ნაწილების მომრგვალების რადიუსი არ უნდა იყოს 2,5 მმ-ზე ნაკლები. ძარის (კაბინის) პანელის ზედაპირიდან მასზე დაყენებული დეტალების გამოყოფა (გამოშვერა) არ უნდა სცილდებოდეს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (შემდგომში – ეეკ) №26 წესებით („სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები გარე შვერილების მიმართებაში”) დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს.
20. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბერკეტები და სატერფულები უნდა იყოს რბილად გადაადგილებადი, ბერკეტებს უნდა ჰქონდეთ მაფიქსირებელი მოწყობილობა, მუშა ორგანოების გადაცემებისა და ამძრავების თვითნებურად ჩართვისა და გამორთვის გამორიცხვისათვის. მართვის ბერკეტებს უნდა გააჩნდეთ დაუზიანებელი შემამჭიდროებლები ნამუშევარი აირების კაბინაში ან სალონში შეღწევის ასაცილებლად.
21. ძარა (კაბინა) უნდა იყოს აღჭურვილი მზისსაწინაღო საჩეხითა და უკანა ხედვის სარკით.
22. კარები, კაპოტისა და საბარგულის სახურავები უნდა იყოს აღჭურვილი საკეტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დახურულ მდგომარეობაში მათ საიმედო ფიქსაციას თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პროცესში.
23. ძარის (კაბინის) მინები უნდა იყოს უსაფრთხო: „სტალინიტის” ან „ტრიპლექსის” ტიპის გამოწრთობილი უნამსხვრევო მინისაგან. დასაშვებია ორგანული მინის გამოყენება (საქარე მინის გარდა). თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული მინები უნდა პასუხობდეს ეეკ №43 წესებით („უსაფრთხო მინებისა და მინა მასალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები”) დადგენილ მოთხოვნებს.
24. ძარის (კაბინის) ჭერს უნდა გააჩნდეს მორბილებული გადასაკრავი.
25. საწვავის ავზისა და ძრავას გაგრილების სისტემის შესავსები მილყელები უნდა იქნეს განთავსებული ძარის (კაბინის) გარეთ სამგზავრო სალონისაგან იზოლირებულად. საწვავის ავზის განლაგების ადგილი უნდა შეირჩეს ისე, რომ გამართვისას გამოირიცხოს საწვავის მოხვედრა თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ადვილაალებად ნაწილებზე.
26. შიგაწვის ძრავიანი თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს აღჭურვილი სამრეწველო წარმოების მაყუჩით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მახასიათებლებს. ნამწვი აირების გამომშვებ მილებსა და მაყუჩს არ უნდა გააჩნდეთ ბზარები და ნახვრეტები, ხოლო მათი შეერთებებიდან ნამუშევარი აირები არ უნდა გაედინებოდეს.
27. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს აღჭურვილი გარე მაშუქი და მანათობელი სიგნალიზაციის ხელსაწყოებით ეეკ №48 წესების („სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები მაშუქი და მანათობელი სიგნალიზაციის ხელსაწყოების მიმართ”) და ვენის საერთაშორისო კონვენციის (1968 წლის 8 ნოემბერი) „საგზაო მოძრაობის შესახებ” (დანართი 5, თავი 2 „სატრანსპორტო საშუალების მაშუქი და მანათობელი სიგნალიზაციის ხელსაწყოები”) მოთხოვნების შესაბამისად.
28. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს აღჭურვილი მინასაწმენდითა და მინამრეცხით. მინასაწმენდი, მინამრეცხის საშუალებით, უნდა წმენდდეს გასაწმენდ ზონას არა უმეტეს 5 ორმაგი სვლით ისე, რომ გაუწმენდავი ზოლების საერთო განი არ აღემატებოდეს მინასაწმენდი რეზინის სიგრძის 10 %-ს.
29. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს აღჭურვილი სამრეწველო წარმოების ხმოვანი სიგნალით, სპიდომეტრით, ოდომეტრით, ანთების გასაღებით, შუქისა და მოხვევის მაჩვენებლების გადამრთველებით, მოხვევის მაჩვენებლების ინდიკატორით.
30. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების წევითი-ჩასაბმელი მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ეეკ №55 წესებით („სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მექანიკური ჩასაბმელი მოწყობილობების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები”) დადგენილ მოთხოვნებს.
31. უსაფრთხოების მოთხოვნები M2 და/ან M3 კატეგორიის თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისადმი განისაზღვრება ეეკ №52 („M2 და M3 კატეგორიის მცირე ტევადობის სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები საერთო კონსტრუქციის მიმართ”) და №36 („დიდი ტევადობის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები საერთო კონსტრუქციის მიმართ”) წესებით.
32. მისაბმელს, რომელსაც არ გააჩნია მუხრუჭები, უნდა ჰქონდეს დამცავი ან საავარიო ჯაჭვი ან გვარლი, რომელიც გამორიცხავს მისაბმელის მობუქსირე ავტოსატრანსპორტო საშუალებისაგან განცალკევებას გადასაბმელი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისას. ერთღერძიან მისაბმელს უნდა ჰქონდეს საყრდენი დგარები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მდგრადობას გადახსნილ მდგომარეობაში.
33. თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილები სახელმწიფო სანომრო ნიშნების დასაყენებლად ვენის საერთაშორისო კონვენციის (1968 წლის 8 ნოემბერი) „საგზაო მოძრაობის შესახებ” 36-ე მუხლის („სარეგისტრაციო ნომერი”) და საერთაშორისო სტანდარტის ISO 7591-82 („საგზაო ტრანსპორტი. სანომრო ნიშნები ამრეკლავი ზედაპირით” (დანართი 5, თავი 2) მოთხოვნების მიხედვით და დაყენებული უსაფრთხოების ღვედები ეეკ №14 წესების („სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები უსაფრთხოების ღვედების დამაგრების მიმართებაში”) მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 7🔗. შესაბამისობის შეფასების პროცედურები
1. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი დამამზადებელი მიმართავს ამ მომსახურებაზე აკრედიტებულ ტესტირების ცენტრს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი მონაცემების (ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მიხედვით), კონსტრუქციის აღწერილობა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, გამოყენებული აგრეგატებისა და კვანძების ჩამონათვალით, მათი ნომრების (არსებობის შემთხვევაში) მითითებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე ტესტირების ცენტრი ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო სამუშაოების მოცულობიდან ან/და სირთულიდან გამომდინარე, ტესტირების ცენტრმა შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია იძლევა სრულფასოვანი ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას.
3. ტესტირების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, ამ და სხვა შესაბამისი რეგლამენტების, აგრეთვე ევროსაბჭოს დირექტივებისა და ეეკ წესების მოთხოვნებით, სახელმწიფო სტანდარტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. ტესტირების ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ტესტირების ცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში, ახორციელებს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ ექსპერტიზას ამ რეგლამენტის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპერტიზის აქტის (შემდგომში – ექსპერტიზის აქტი) გაფორმებას ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გაფორმებიდან 3 დღის ვადაში გადაეცემა დამამზადებელს, ხოლო მეორე ინახება ტესტირების ცენტრში. ექსპერტიზის აქტის ფორმა და შინაარსი გათვალისწინებულია ამ რეგლამენტის დანართით.
5. ტესტირების ცენტრი ვალდებულია შექმნას თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპერტიზის შედეგების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ინახება დამამზადებლის მიერ წარმოდგენილ და ტესტირების ცენტრის მიერ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
6. ექსპერტიზის აქტი სავალდებულოდ შეიცავს საექსპერტო დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
7. დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში, დამამზადებელი, თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის მიზნით, ექსპერტიზის აქტს წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – მომსახურების სააგენტო).
8. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის შემდეგ, უნდა განხორციელდეს მისი საექსპლუატაციო გამოცდა. საექსპლუატაციო გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრება M და N კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის 5000 ± 500 კმ-ის გარბენით, ხოლო O კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის – 6 თვით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარბენის/ვადის ამოწურვის შემდეგ, დამამზადებელი, ამ რეგლამენტის ტექნიკური მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას განმეორებით წარუდგენს ტესტირების ცენტრს. ექსპერტიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში, ტესტირების ცენტრი ექსპერტიზის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში, დამამზადებელზე გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრულ, თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც წარედგინება მომსახურების სააგენტოს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით. ექსპერტიზის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, ტესტირების ცენტრი აღნიშნულის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში, წერილობით აცნობებს მომსახურების სააგენტოს.
10. ექსპერტიზის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში დამამზადებელს უფლება აქვს გამოასწოროს ექსპერტიზის აქტში მითითებული შეუსაბამობები და განცხადებით ხელმეორედ მიმართოს აკრედიტებულ ტესტირების ცენტრს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.
დანართი
ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპერტიზის
ა ქ ტ ი
№ ––––––––– ქ. თბილისი „–––––“––––––––––– 20 წ.
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(აკრედიტებული ტესტირების ცენტრის დასახელება, მისამართი, ტელეფონი)
ექსპერტებმა შემდეგი შემადგენლობით:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
„ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის
20------წლის „ „------------------- №------------- დადგენილების საფუძველზე, განახორციელეს --------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------მიერ, ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი)
(დამამზადებლის დასახელება, მისამართი)
ავტოსატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება) ---- ------------------------------------------------------------------------------
(სახელწოდება და ტიპი)
ტექნიკური ექსპერტიზა. ტექნიკურ ექსპერტიზას ესწრებოდნენ:
1. -----------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
2. ---------------------------------------------------------------------------------------
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა:
I. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი პარამეტრები:
ა) დამამზადებლის მიერ თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიკუთვნებული სახელწოდება ---------------------------------------------------
ბ) თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების:
ბ.ა) ტიპი -----------------------------------------------------------------------------------
ბ.ბ) აღჭურვილი მასა (კგ) -----------------------------------------------------------------
ბ.გ) სრული მასა (კგ) ---------------------------------------------------------------------
დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (ადგილი) და/ან ტვირთამწეობა (ტ) ---------------
ბ.ე) მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ) ------------------------------------------------------
ბ.ვ) ღერძებზე მოსული დასაშვები მაქსიმალური მასები (კგ) --------------------------
ბ.ზ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე (კგ) ----------------------------
ბ.თ) გაბარიტული ზომები (მმ) ---------------------------------------------------------
ბ.ი) გამოყენებული საბურავების აღნიშვნები და ზომები (მმ) ------------------------------
გ) თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის:
გ.ა) მარკა და ტიპი -----------------------------------------------------------------------
გ.ბ) მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (ცხ.ძ) -----------------------------------------
გ.გ) აღჭურვილი მასა (მოწყობილობებთან და გადაბმულობასთან ერთად) (კგ) -------
გ.დ) კუთრი სიმძლავრე (ცხ.ძ/ტ) ----------------------------------------------------
II. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის აღწერილობა და გამოყენებული აგრეგატებისა და კვანძების ნომრების შესაბამისობა დამამზადებლის განცხადებაში მითითებულ მონაცემებთან: -------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------
III. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მახასიათებლების დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობის შეფასების შედეგები:
მახასიათებლების
დასახელება
მახასიათებლების მონაცემები
საქართველოს მთავრობის
20--წლის „ „------ №------- დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ”
შესაბამისი მუხლი, პუნქტი.
შესაბამისობა მოთხოვნებთან *
შენიშვნა
1.
თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები, თითოეულ ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა, სრული მასა.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.
2.
ავტოსატრანსპორტო საშუალების აწყობა და ელემენტების შედუღებით შეერთება.
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი.
3.
ძარის ან კაბინის შეთანწყობა და კონსტრუქცია.
მე-5 მუხლის პირველი პუნქტი.
4.
მანძილი თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების უდაბლესი წერტილიდან გზის სავალი ნაწილის სიბრტყემდე.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი.
5.
თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგრადობა.
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი.
6.
საჭით მართვის სისტემა, დაკიდებები და მუხრუჭები.
მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
7.
საჭის მაძლიერებლის ჰიდროსისტემის, საჭის მექანიზმისა და ამძრავის მდგომარეობა.
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი.
8.
საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა
მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.
9.
სამუხრუჭო სისტემებით აღჭურვა.
მე-6 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.
10.
მუშა სამუხრუჭო სისტემის მოქმედება.
მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი.
11.
სამუხრუჭო სისტემების მართვა მძღოლის სამუშაო ადგილიდან.
მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი.
12.
დამუხრუჭებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და სამუხრუჭო სისტემების მოქმედების ეფექტიანობა
მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი.
13.
საჭით მართვის და სამუხრუჭო სისტემის მექანიზმებში თვითნაკეთი დეტალებისა და კვანძების გამოყენება.
მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი.
14.
თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების შემცველობა.
მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი.
15.
საბურავები და თვლები.
მე-6 მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები.
16.
უკანა სვლის გადაცემა.
მე-6 მუხლის მე-16 პუნქტი.
17.
ძარის (კაბინის) მასალა.
მე-6 მუხლის მე-18 პუნქტი.
18.
ძარის (კაბინის) პანელის, დეტალებისა და მათი შეუღლებების გარე ზედაპირიდან გამოყოფა.
მე-6 მუხლის მე-19 პუნქტი.
19.
მართვის ორგანოები.
მე-6 მუხლის მე-20 პუნქტი.
20.
მზისსაწინაღო საჩეხი და უკანა ხედვის სარკე.
მე-6 მუხლის 21-ე პუნქტი.
21.
კარების, კაპოტისა და საბარგულის სახურავების საკეტები.
მე-6 მუხლის 22-ე პუნქტი.
22.
ძარის (კაბინის) მინები.
მე-6 მუხლის 23-ე პუნქტი.
23
ძარის (კაბინის) ჭერის გადასაკრავი.
მე-6 მუხლის 24-ე პუნქტი.
24.
საწვავის ავზისა და ძრავას გაგრილების სისტემის შესავსები მილყელების განთავსება.
მე-6 მუხლის 25-ე პუნქტი.
25.
მაყუჩი.
მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი.
26.
გარე მაშუქი და მანათობელი სიგნალიზაციის ხელსაწყოები.
მე-6 მუხლის 27-ე პუნქტი.
27.
მინასაწმენდი და მინამრეცხი.
მე-6 მუხლის 28-ე პუნქტი.
28.
ხმოვანი სიგნალი, სპიდომეტრი, ანთების კლიტე, შუქისა და მოხვევის მაჩვენებლები გადამრთველები, მოხვევის მაჩვენებლების ინდიკატორი.
მე-6 მუხლის 29-ე პუნქტი.
29.
წევითი-ჩასაბმელი მოწყობილობები.
მე-6 მუხლის 30-ე პუნქტი.
30.
უსაფრთხოების მოთხოვნები M2 და/ან M3 კატეგორიის თვითნაკეთი ავოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისადმი.
მე-6 მუხლის 31-ე პუნქტი.
31.
მისაბმელის უსაფრთხოების ელემენტები.
მე-6 მუხლის 32-ე პუნქტი.
32.
სახელმწიფო სანომრო ნიშნების დასაყენებელი ადგილები და უსაფრთხოების ღვედები.
მე-6 მუხლის 33-ე პუნქტი.
* მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კონკრეტულად უნდა მიეთითოს ის მახასიათებლები და პარამეტრები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
IV. საექსპერტო დასკვნა: ------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერები:
ექსპერტები ---------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამსწრე პირები: ---------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ექსპერტებისა და დამსწრე პირების განსხვავებული აზრი: -------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------